ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის შემდეგ ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. მართალია, ლიდერმა „იბერიამ“ „ბათუმთან“ 1:0 გაიმარჯვა, ხოლო მისი უშუალო მდევარი „ტორპედო“ შინ „გაგრასთან“ 1:2 დამარცხდა და თბილისელებს 4 ქულით ჩამორჩა, მაგრამ მათ „რუსთავი“ წამოეწია, რომელმაც „სპაერს“ 2:1 სძლია. ახლა „ტორპედოს“ და „რუსთავს“ 26-26 ქულა მოუგროვდათ, მეოთხე ადგილზე მყოფ „დინამოს“ – 25. „ბათუმმა“ ექვსმატჩიანი...
ჭდე: ბათუმი
სეზონის რეკორდი
ზედიზედ მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ლიდერი იცვლება. ამჯერად 30-ე ტურის მთავარ მატჩში კაცნაკლულმა (მსაჯმა მე-15 წუთზე დაითხოვა მინდვრიდან უხეშობისთვის მასპიძელი გურამ გოშთელიანი) „იბერიამ“ უშუალო კონკურენტ, „დილას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და თავად გაპირველდა. ახლა გუნდებს თანაბარი 62-62 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ლიდერი „იბერიაა,“ რადგან გორელებთან ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა. იბერიელებს უფრო სოლიდური ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ლუკა სილაგაძემ...
დიდი 10 ბათუმურად
2024-2025 წლების დიდი 10-ის სეზონის გადამწყვეტ მატჩში „ბათუმმა“ ქუთაისის „აიას“ 14:10 მოუგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მეხუთედ დაეუფლა. არადა მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ იმართებოდა და ამ მხრივ მასპინძლებს უპირატესობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ბათუმურ გუნდს ზღვისპირეთიდან იმდენი ქომაგი წაჰყვა, რომ ტრიბუნებზეც ფაქტობრივად ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორიც სათამაშო მოედანზე. ეს იყო ორი კარგი გუნდის უდაძაბულესი და უდრამატულესი...
იბერია ისევ თავშია
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გოლების წლევანდელი ანტირეკორდი გამეორდა. გუნდებმა სულ 6 ბურთი გაუტანეს ერთმანეთს. ასევე იყო მეორე ტურშიც. ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ ქუთაისში „ტორპედოს“ გიზო მამაგეიშვილის გოლით მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. ამისდაკვალად, იბერიელები კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 27 ქულით ისევ ერთპიროვნულად უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. უშუალო მდევარ „დილას“ 4 პუნქტით უსწრებენ. „დილამ“ „გაგრას,“...
ჰეთ-თრიქი და ზედიზედ მეოთხე მარცხი
ეროვნული ლიგის მე-5 ტური ერთობ უხვგოლიანი გამოდგა, თუმც 11 გოლიდან 7 გორში გავიდა, სადაც „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა – 6:1. ვნახეთ სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც, რომელიც გორელთა 25 წლის თავდამსხმელმა, შოთა შეყილაძემ შეასრულა. ასევე გამოსარჩევია თელაველთა 17 წლის დებიუტანტის დავით კუტალიას გოლი. დავითმა პირდაპირ კუთხურიდან „ჩაახვია“ ბურთი მეტოქის კარის ბადეში. „ბათუმმა“ „ტორპედოს“ რევაზ ინჯგიას ერთადერთი გოლით მოუგო....
სუპერთასი დაწყვილდა
ცნობილი გახდა საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური წყვილები, რომლის წილისყრაც ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა. ნახევარფინალები 28 ივნისს გაიმართება – „იბერია“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბათუმი“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს. გამარჯვებულები ფინალში ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, დამარცხებულები კი გულის დასამშვიდებლად მესამე ადგილისთვის მატჩში ითამაშებენ – სუპერთასისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი ყველა გუნდზე შესაბამისი ადგილების მიხედვით გადანაწილდება. 28 ივნისი, 20:00 „დავით პეტრიაშვილი არენა“...
დილამ წრე მოიგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე „დილას“ ლიდერობით დასრულდა. გორელებმა კვირას მე-14 დაუმარცხებელი მატჩი ითამაშეს („კოლხეთთან“ – 1:1) და 4 ქულით უსწრებენ უშუალო მდევარ „ტორპედოს“ (შეგახსენებთ, რომ პირველი წრე „იბერიამ“ მოიგო). ამჯერად გორელებმა შინ უმაყურებლოდ ითამაშეს. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა („დინამოსთან“ მატჩში „დილას“ გულშემატკივარის მიერ მოედნის მიმართულებით ნასროლი საგანი მატჩის მომსახურე არბიტრს მოხვდა), მათ ორი შეხვედრის...
ორწლიანი ბანი პრეზიდენტს
„ბათუმის“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე ფეხბურთიდან 2 წლით მოკვეთეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ეს მკაცრი ვერდიქტი სხდომაზე გამოიტანა. კომიტეტმა „ბათუმი“ და „იბერიას“ მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები შეისწავლა. შედეგად დაადგინა, რომ „ბათუმის“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთერთ მსაჯს – ფიზიკური შეურაცხყოფა. ბერიძეს, ორწლიან...
ბერიძესთვის მსაჯი დაბალი ღობეა
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, „ბათუმისა“ და „იბერია 1999“-ის მატჩის შემდეგ ზღვისპირული კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ WAR-ის ოთახში მომუშავე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა… ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე-13 წუთზე მატჩის მსაჯმა კობა გიორგაძემ „ბათუმის“ ფეხბურთელ ჟან ვიქტორს ყვითელი ბარათი მისცა, მაგრამ WAR-ზე გადამოწმების შემდეგ წითლით შეუცვალა… ამ დროისთვის მასპინძლები იგებდნენ – 1:0, მაგრამ, საბოლოოდ,...
… თუ დინამო არ გავარდა
მე-8 ტურის შემდეგ ელიგას ისევ „იბერია 1999“ ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ბათუმსაც“ 19 ქულა აქვს და თბილისელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ჯობნიან. „იბერიამ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა. ამჯერად „გაგრასთან“ 3:1. ახლა „იბერია“ პირველზეა, „გაგრა“ – ბოლოზე. მიჯრით მესამედ მოიგო „ტორპედომაც,“ რომელიც „იმერულ დერბიში“ „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა. „თელავმა“ სამტრედიაში უშუალო კონკურენტს სძლია და...









