ჭდე: ბათუმი

Home ბათუმი
ჩემპიონი ბიძინაშვილმაც დატოვა
ჩანაწერი

ჩემპიონი ბიძინაშვილმაც დატოვა

საქართველოს ჩემპიონი „ბათუმი“ კიდევ ერთ ფეხბურთელს შეელია – გუნდი 26 წლის შემტევმა ირაკლი ბიძინაშვილმა დატოვა და კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, „ჟენისში“ გააგრძელებს, სადაც მწვრთნელად ლევან კორღალიძე მუშაობს. ბიძინაშვილმა კლუბთნ კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა. ის „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. უთამაშია სომხურ „არცახში“, ლატვიურ „იელგავაში“, გორის „დილასა“ და „ბათუმში“.  

გაფრინდაშვილის არკა
ჩანაწერი

გაფრინდაშვილის არკა

„ბათუმის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თორნიკე გაფრინდაშვილმა პოლონეთში გუნდი შეიცვალა – იგი ექსტრაკლასას „ზაგლებიედან“ კარიერას რანგით მეორე ლიგის გდინიას „არკაში“ გააგრძელებს. „არკა“ პოლონეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში ლიდერთა შორისაა და ექსტრაკლასში დაბრუნებისთვის იბრძვის. გაფრინდაშვილი ახალ კუბში ექვსი თვე იჯარით ითამაშებს, ივნისში კი „ზაგლებიში“ დაბრუნდება. ამ გუნდის მაისურით გაფრინდაშვილმა სულ 30 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში...

დასრულდა, ოღონდ გასარკვევია…
ჩანაწერი

დასრულდა, ოღონდ გასარკვევია…

35-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც ისტორიის კუთვნილება გახდა. ახლა ფლეი აუტის და ერთი ევროსაგზურის ამბები დარჩა გასარკვევი. ფლეი აუტში  „თელავი“ – „სპაერს,“ „სამტრედია“ კი „გარეჯს“ დაუპირისპირდება. ჩემპიონი „ბათუმი“ გახდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს  ღირსებას სწორედ ის დაიცავს. „დინამო“ და „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ. მესამე გუნდის ვინაობა კი ქვეყნის თასის ფინალის შემდეგ გაირკვევა. თუ...

მხიარული ტური
ჩანაწერი

მხიარული ტური

უცნაური და უხვგოლიანი გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტური. ზოგმა საქმე უკვე მოგვარებულად ჩათვალა, ზოგი კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბძვის. ჩემპიონის ვინაობა წინა ტურში გაირკვა – „ბათუმს“ ვეღარავინ დაეწევა. ასევე „დინამოს“ მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება. მესამე საფეხურზე „ტორპედო“ დგას და ბოლო ტურში „ბათუმს“ სტუმრობს, თუ არ წააგებს მესამე, ანუ ევროადგილი გარანტირებული აქვს, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში უშუალო...

ბათუმი – 2
ჩანაწერი

ბათუმი – 2

„ბათუმი,“ როგორც მოსალოდნელი იყო, ვადამდე გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ეს ზღვისპირელების მეორე ტიტულია ბოლო სამ წელიწადში. ასევე ორჯერ ყოფილან საქართველოს ჩემპიონები „ვიტ ჯორჯია,“ „ზესტაფონი“ და „რუსთავი.’’ 4-ჯერ – „ტორპედო,“ თითოჯერ – „სამტრედია,“ „დილა,“ „სიონი“ და „საბურთალო“. ხოლო აბსოლუტური ლიდერი თბილისის „დინამოა“ – 19 ტიტული. „ბათუმმა“ „თელავს“ 3:0 მოუგო. თავი ირაკლი ბიძინაშვილმა, გიორგი ზარიამ და ცოტნე ფაცაციამ...

დარჩა 6
ჩანაწერი

დარჩა 6

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე სამი ტური დარჩა. დაძაბულობა კი მატულობს. გამონაკლისი არც 33-ე ტური ყოფილა. „ბათუმმა“ უკვე დამატებულ წუთებზე წააგო სამტრედიაში „სამგურალთან“ (წყალტუბოელ ნიკა კალანდარიშვილს ლამაზი გამარჯვების გოლი გამოუვიდა). ბათუმელთაგან დუბლი მიითვალა პაატა ღუდუშაურმა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. „დინამომ“ კი შინ „შუქურას“ 4:2 სძლია. თუმცა ანდრეს კარასკოს შეგირდებისთვის აუტსაიდერის ძლევა ადვილი არ ყიფილა. მეორე ნახევარში...

რევანშები და ძოძუაშვილის პირველი
ჩანაწერი

რევანშები და ძოძუაშვილის პირველი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტურში ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა „თავიანთი“ 3-3 ქულა  მოიპოვეს. ორივემ სტუმრად: „ბათუმმა“ „სამტრედიას“ აჯობა (3:1), „დინამომ“ კი „სამგურალს“ (2:0). მათ შორის  სხვაობა ისევ 9 ქულაა. „დინამომ“ რამდენიმე დღის წინათ (25 ოქტომბერს) ქვეყნის თასის მეოთხედფინალში პენალტებით წააგო „სამგურალთან.“ ამჯერად კი რევანში გამოუვიდა. ასევე იყო „დილა“ „საბურთალოს“ შემთხვევაშიც. საბურთალოელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგეს გორელებს თასზე,...

გორიდან ბათუმში, ოფიციალურად…
ჩანაწერი

გორიდან ბათუმში, ოფიციალურად…

გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ „ბათუმმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი მალევე დანიშნა – კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდს გორის „დილას“ ყოფილი დამრიგებელი, უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის. კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ დემჩენკო „დილას“ 2021 წლის იანვრიდან წვრთნიდა, მანამდე ის უკრაინულ კლუბებში „მეტალისტი 1925“-სა და „ბუკოვინაში“ მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გორული კლუბი...

გორის მწვრთნელი ბათუმში
ჩანაწერი

გორის მწვრთნელი ბათუმში

გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ ჩანს, „ბათუმმა“ ახალი მწვრთნელი გორში იპოვა – ბათუმელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ თითქმის გადაწყვეტილია მწვრთნელად უკრაინელი ანდრი დემჩენკოს დანიშვნა, ვინც დღემდე „დილას“ თავკაცი გახლავთ… ეს ამბავი გორელებისთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, ისინი გაკვირვებულნი არიან ცალკე ბათუმელთა პრეზიდენტის განცხადებით, ცალკე დემჩენკოს ქცევით. რა და როგორ არის, კლუბებსა და მწვრთნელს შორის დეტალურად რა...

გეგუჩაძემ ბათუმი დატოვა
ჩანაწერი

გეგუჩაძემ ბათუმი დატოვა

გია გეგუჩაძემ „ბათუმიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. გეგუჩაძემ „სამტრედიასთან“ (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, გადაწყვეტილება ფეხბურთელებს გასახდელში აცნობა. გეგუჩაძემ ფეხბურთელებს მიმართა, რომ ასეთ სიტუაციაში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. ბათუმელი გულშემატკივარი გეგუჩაძის გაშვებას ევროსარბიელზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ითხოვდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მწვრთნელი სეზონის ბოლომდე დატოვა და განაცხადა, რომ თუ ჩემპიონები გახდებოდნენ, გეგუჩაძის მუშაობა დამაკმაყოფილებლად ჩაითვლებოდა. საპასუხოდ,...