„ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ არ ნერვიულობს. მე კი მის ადგილზე ვინერვიულებდი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ არ ნერვიულობს სულშერი. მას, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს და თავისი მოთამაშეები დაიცვას, მაგრამ ფაქტია, კვირას ისინი არაფრად ვარგოდნენ. და კიდევ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გიჟები არ არიან — გუნდმა „ლონდონ სთედიუმზე” წარმოუდგენლად ცუდად ითამაშა და ფანებმა ეს ძალიან კარგად...
ჭდე: ალან შირერი
უფანტაზიო მამლები
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” შინ წააგო „ნიუკასლ იუნაიტედთან” 0:1. წარსულში ცნობილ თავდამსხმელს, დღეს კი საფეხბურთო ექსპერტს ალან შირერს მიაჩნია, რომ ინტენსიობისა და ფანტაზიის ნაკლებობა მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის უკვე სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. „ასტონ ვილასთან” 0:1-ის შემოტრიალება (3:1) და შემდეგ „მანჩესტერ სიტისთან” ფრედ (2:2) თამაში ბედის წყალობა იყოო, ამბობს შირერი. „ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ლონდონელები საგოლე მომენტებს ვეღარ...
თმის ყალყზე დასაყენებელი ამბავი
გარი ლინეკერმა გასულ შაბათს, გადაცემაში Match Of The Day (დღის მატჩი) ჩვეულებისამებრ იხუმრა და მორიგ სკანდალში ამოჰყო თავი. ხალხმა „ბი-ბი-სის” საჩივრები მოაყარა. აქვე მოგახსენებთ თუ შეგახსენებთ, რომ წარსულში შესანიშნავი ინგლისელი თავდამსხმელი ლინეკერი „ბი-ბი-სის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანია. მისი გასამრჯელო წელიწადში 1,75 მილიონ გირვანქას უდრის. ახლა, თავად ხუმრობის შესახებ. პირდაპირ ციტატა მოვიტანოთ: „წლეულს პრემიერლიგის ძლიერი სტარტი გვაქვს....
გოლი მერვე წამზე
ერთი შეხედვით არაფრის მომცემი შეხვედრა „უოტფორდსა“ და „საუთჰემპტონს“ შორის, პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა. მოედნის ცენტრიდან ბურთი მასპინძლებმა გაითამაშეს და უკვე მეორე შეხებით მეტოქის ნახევარზე გადატანას ცდილობდნენ, როცა მეტოქის შემტევ შეინ ლონგს მოხვდა და… რიკოშეტით ასხლეტილ ბურთს ლონგი დაედევნა, მეკარე ბენ ფოსტერთან პირისპირ დარჩა და აუღელვებლად გაიტანა. შეხვედრა სულ 7.6 წამის დაწყებული იყო. შეინ ლონგის გოლი უსწრაფესია...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
რატომ წააგო ინგლისის ნაკრებმა 0:2 ჩილელებთან? იმიტომ, რომ ჰოდლმა სტიუარტ პირსი და მეტ ლეტისიე არ ათამაშა. ამათ რომ ეთამაშათ, რა მოხდებოდა? მაშინ 0:4-ს წააგებდა. ჰო, მაგრამ, დიონ დაბლინის თამაში ხომ ექსპერიმენტი იყო? ერთმა ძველმა მეცნიერმა სახურავზე რკინის ჯოხი დააყენა და ჯოხს რომ მეხი დაეცა, ხელი მოკიდა, აბა, რა მოხდებაო. ესეც ექსპერიმენტი იყო. რა მოუვიდა იმ...
ლინეკერი, ბრექსიტი და თასის თამაშები
წარსულში ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი, დღეს კი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელესახე და წამყვანი გარი ლინეკერი პოლიტიკაში გარკვეული კაცია და თავისი მკაფიო პოზიცია აქვს — ბრექსიტის თავგადაკლული მოწინააღმდეგეა. ჩვეულებრივ, ლინეკერი პოლიტიკაზე სოციალურ ქსელებში კამათობს და როგორც ხდება ხოლმე ამის გამო მას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ბევრიც აქებს. ამჯერად კი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩების მიმოხილვის დროს...
ინგლისი გაგიჟდა
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი ალან შირერი ამბობს, რომ დროა ვისაც წესრიგის დაცვა ევალება ახლავე იღონოს რამე, თორემ მალე შეიძლება ვინმემ მოედანზე დანაც კი დაატრიალოს. მიზეზი: კვირას, ჯეკ გრელიშს და კრის სმოლინგს ტრიბუნიდან ეგზალტირებული ფანები ჩაუხტნენ. „ასტონ ვილას” 23 წლის შემტევ ნახევარმცველ გრელიშს გუშინ, „ბირმინგემთან” შეხვედრის დროს, მოედანზე ხულიგანი ჩაუხტა და ფეხბურთელის ცემა ცადა. რამდენიმე საათის...
შირერი მიხვდა
ალან შირერის აზრით არსენ ვენგერის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ფეხბურთელები მას აღარ უჯერებენ. „არსენალმა” კვირას „ბრაიტონთან” წააგო (1:2). ეს იყო „მეთოფეების” ზედიზედ მეოთხე მარცხი: ევროპა ლიგაში შვედურ „ოსტესუნდსან”, ზედიზედ ორი „მანჩესტერ სიტისთან” და „ბრაიტონთან”. წარუმატებლობათა სერიამ არსენ ვენგერზე ზეწოლა გააძლიერა. „ნიუკასლისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, რომ ფრანგ ბოსს გუნდში ყურს აღარავინ უგდებს. „არაფერია...







