
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” შინ წააგო „ნიუკასლ იუნაიტედთან” 0:1. წარსულში ცნობილ თავდამსხმელს, დღეს კი საფეხბურთო ექსპერტს ალან შირერს მიაჩნია, რომ ინტენსიობისა და ფანტაზიის ნაკლებობა მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის უკვე სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა.
„ასტონ ვილასთან” 0:1-ის შემოტრიალება (3:1) და შემდეგ „მანჩესტერ სიტისთან” ფრედ (2:2) თამაში ბედის წყალობა იყოო, ამბობს შირერი.
„ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ლონდონელები საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნიან. ზუსტად ეს სურათი ვიხილეთ „ნიუკასლთანაც”. ყველაფერი ძალიან ნელა ხდებოდა. ყველა პასი და ჩაწოდება ნელი იყო. თამაშში ტემპი საერთოდ არ შეინიშნებოდა.
ჰარი კეინს ბურთის მისაღებად უკან უწევდა ჩასვლა, ხოლო როდესაც ბოლო და ბოლოს შანსი მიეცემოდათ, ხაზები ჰქონდათ არეული.
გამაგებინეთ, რატომ უნდა დასვა სკამზე კეინის შემდეგ შენი გუნდის ორი საუკეთესო მოთამაშე? კრისტიან ერიკსენსა და იან ვერტონგენს ვგულისხმობ. ერიკსენის გარეშე ხომ გუნდს ფანტაზია გამოცლილი აქვს.
პოჩეტინო არჩევანის წინაშე დგას. ან ამ სატრანსფერო ფანჯარაშივე უნდა მოიძიოს ფული დანიელისთვის ან კიდევ ასე უბრალოდ გაუშვას.
კი ბატონო, დელე ალი მალე გამოჯანმრთელდება. გარდა ამისა, „ასტონ ვილასთან” შეხვედრის მეორე ტაიმში ერიკსენის შეყვანას თავისი ეფექტი ჰქონდა, მაგრამ იმავე სვლამ აგერ, „ნიუკასლთან” არ გაამართლა.
ერთი სიტყვით, „ტოტენჰემ ჰოთსპურს” კარგად თამაშისთვის ერიკსენი პირველიდან ბოლო წუთამდე სჭირდება” — დაასკვნა შირერმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
