ჭდე: იან ვერტონგენი

Home იან ვერტონგენი
ვერტონგენს დასჯის ეშინია და ჩუმდება
ჩანაწერი

ვერტონგენს დასჯის ეშინია და ჩუმდება

35 წლის ბელგიელი ცენტრალური მცველი, „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ბენფიკას” ყოფილი ფეხბურთელი, დღეს „ანდერლეხტის” წევრი იან ვერტონგენი ამბობს, რომ ყატარის წინააღმდეგ ლაპარაკის ეშინია, რადგან თუ ასე მოიქცევა მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნიან. ბელგია შეჯიბრებაში დღეს ერთვება, დღის ბოლო შეხვედრაში კანადას მასპინძლობს და ისევე როგორც ინგლისის კაპიტანს ირანთან შეხვედრაში, არც ბელგიელთა კაპიტანს ეკეთება სამკლავური წარწერით OneLove, რაც ლგბტქ+ თემის [...]

პოლიციამ, ვერ ვიპოვითო
ჩანაწერი

პოლიციამ, ვერ ვიპოვითო

ჰარი კეინს დღისით-მზისით, 100 000 გირვანქიანი „რენჯ როვერი” მოპარეს. ქურდების ჯგუფს, როგორც ჩანს, ეს მანქანა მიზანში ჰქონდა ამოღებული, რადგან ქუჩის კამერებს დაუფიქსირებია როგორ ჩაუარა ვარსკვლავის „რენჯ როვერს” ერთმა და იმავე ავტომობილმა რამდენჯერმე. თან, მომზადების გარეშე პრესტიჟული უბნიდან ძვირი მანქანის წაყვანა ადვილი საქმე არ უნდა იყოს. 27 წლის კეინი „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მესამე ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო თვეებში [...]

მძარცველებს ერთი ხელწერა აქვთ
ჩანაწერი

მძარცველებს ერთი ხელწერა აქვთ

ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი დელე ალი მეგობარ გოგონასთან, ძმასთან და მცირე კამპანიასთან ერთად მხიარულობდა, როდესაც სახლში მძარცველები შეუვარდნენ. მძარცველებმა ტოტენჰემელს არც ხელით შეხება დააკლეს და არც დანის ტრიალი. პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა ყაჩაღებს, რომლებმაც დელე ალის სახლიდან ძვირფასი საათები და ათასობით გირვანქის სამკაული წაიღეს. ცნობისათვის: 24 წლის ფეხბურთელის სახლი, სადაც ძარცვა მოხდა, 2 მილიონი გირვანქა [...]

მოურინიუს დაპირდნენ!
ჩანაწერი

მოურინიუს დაპირდნენ!

გაირკვა, რომ ჟოზე მოურინიუს დენიელ ლევისთვის მწვრთნელობაზე თანხმობა მხოლოდ მას მერე უთქვამს, რაც „ტოტენჰემის” თავმჯდომარე დაჰპირებია, რომ ჰარი კეინს სულ მცირე 2021 წლის იანვრამდე არ გაყიდის. ის ამბავი, რომ მოურინიუს მის წინამორბედ მაურისიო პოჩეტინოზე ორჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს, გუშინ მოგახსენეთ, ხოლო ის, რომ არგენტინელის სამსახურიდან გაშვება სატრანსფერო ფულთან დაკავშირებით მისმა უკმაყოფილებამ დააჩქარა, იმთავითვე ცნობილი ფაქტია. პოჩეტინოს [...]

ვესტ ჰემთან დერბი გადაწყვეტსო
ჩანაწერი

ვესტ ჰემთან დერბი გადაწყვეტსო

დღეს ინგლისური მას-მედიის მთავარ თემად მაურისიო პოჩეტინო და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” მისი არეული მდგომარეობა იქცა. „დეილი მეილი” წერს, რომ არგენტინელ მწვრთნელს შესაძლოა მალე ჩრდილოლონდონური კლუბიდან წასვლა მოუხდეს, ვინაიდან „დეზების” დიდ შეფებს მისი აღარ სწამთ. პოჩეტინო მეექვსე სეზონია, რაც „სფურზში” მუშაობს, მაგრამ ამჯერად მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო: 12 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. პოჩეტინო ის [...]

უფანტაზიო მამლები
ჩანაწერი

უფანტაზიო მამლები

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” შინ წააგო „ნიუკასლ იუნაიტედთან” 0:1. წარსულში ცნობილ თავდამსხმელს, დღეს კი საფეხბურთო ექსპერტს ალან შირერს მიაჩნია, რომ ინტენსიობისა და ფანტაზიის ნაკლებობა მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის უკვე სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. „ასტონ ვილასთან” 0:1-ის შემოტრიალება (3:1) და შემდეგ „მანჩესტერ სიტისთან” ფრედ (2:2) თამაში ბედის წყალობა იყოო, ამბობს შირერი. „ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ლონდონელები საგოლე მომენტებს ვეღარ [...]

ჩანაწერი

გადარჩა!

„ტოტენჰემი“ – „აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის 32-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ამსტერდამელთა საჯარიმოში, საჰაერო ბრძოლისას, ტოტენჰემელთა მცველი იან ვერტონგენი, ნახტომში თანაგუნდელ ტობი ალდერვეირელდს თავით შეეჯახა, სტუმართა მეკარე ონანასგან კი მსუბუქი მუშტი მიიღო. ექიმები ხუთი წუთის განმავლობაში დასტრიალებდნენ თავს გასისხლიანებულ 32 წლის ბელგიელს. მას ცხვირიც გატეხილი ჰქონდა. რამდენიმე ნაკერი დაადეს და მინდვრიდან გაიყვანეს, სადაც მან [...]