გარეთ ბეილის ქვისლი, 29 წლის ალექსანდერ უილიამსი მშობლების სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ეს მოხდა გასულ ოთხშაბათს ქალაქ პენარტში, კარდიფის ახლოს. ალექსანდერი კარდიფში მამის ავტოსალონში მუშაობდა. ბეილის საცოლე ემა ესპანეთიდან სასწრაფოდ გაეშურა უელსში დასთან, კეიტთან, რომელსაც ალექსანდერისგან მეორე შვილი ცოტა ხნის წინ შეეძინა. უილიამსის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ტრაგიკულმა ამბავმა შეცვალა ბეილის და ემას გეგმა – ისინი...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ყვითელი ჯარი ზირაქაშვილის გარეშე
საფრანგეთის ტოპ 14-ის ტურის მთავარ მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და „კლერმონი“ დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ქართული დუელი მიმდინარეობდა: მასპინძელი მონპელიელების შერკინების პირველ ხაზში მარცხნივ მიხეილ ნარიაშვილი იდგა, ხოლო ჩემპიონი კლერმონელების მარჯვენა ბურჯი ვეტერანი დავით ზირაქაშვილი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიშნულ შერკინებებში მსოფლიოში აღიარებული ეს ორი მორკინალი ერთმანეთის პირისპირ დგებოდა. ბრძოლა უშეღავათო იყო, ნარო და...
finito Gigi
ლეგენდა დამთავრდა! შვედეთთან ვერმოგებული პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის შემდეგ იტალიის ნაკრების უდიადესი მეკარის ჯან ლუიჯი ბუფონის სანაკრებო კარიერა დამთავრდა! „ ეს ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო. ძალიან სამწუხაროა“, – შვედეთთან მატჩის შემდეგვე თქვა ჯიჯი ბუფონმა. არადა, რა ახლოს იყო მისთვის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი. ჩემპიონატი, რის შემდეგაც ის გერმანელი ლოთარ მათეუსისა და მექსიკელი ანტონიო კარბახალის რეკორდს...
მსოფლიომ იტალია დაკარგა
პირველად 1958 წლის შემდეგ პირველად იტალია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა. სამწუხაროა, მუნდიალმა დიდი გუნდი დაკარგა. ეს ამბავი მილანის „სან სიროს“ სტადიონზე გაირკვა, სადაც მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონებმა შვედეთში წაგებული 0:1 ვეღარ გააბათილეს და ბევრი მცდელობის მიუხედავად საშინაო მოედანი უგოლოდ დატოვეს. მატჩი 0:0 დამთავრდა. იტალიელებმა სტუმრების კარისკენ ბურთი 19-ჯერ დაარტყეს; დროის 75 პროცენტი ბურთი მათ ჰქონდათ; მათვე...
ნაკრებმა ქუთაისში ორიანები მიიღო
ზედიზედ მეორედ მოგება აღარ გამოვიდა. ვლადიმირ ვაისის თავკაცობით ეროვნული გუნდი ბელარუსთან ფრეს დასჯერდა. მატჩი ქუთაისში შედგა, სავსე ტრიბუნების წინ, ცუდ მოედანზე. ჩვენები ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, საბოლოოდ კი ეს აიწონა-დაიწონა 2:2 დამთავრდა. საქართველომ ექსპერიმენტალური შემადგენლობით ითამაშა, ცხადია, უამრავი ტექნიკური თუ პოზიციური შეცდომის თანხლებით. ბელარუსიც ვერ წყვეტს ვარსკვლავებს, თორემ კიდევ ერთი მარცხი გარანტირებული იქნებოდა. საინტერესოა, რომ...
ხეჩიკაშვილი: ბიზნესიდან მოვედი, ბიზნესში მივდივარ
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში დაბრუნდა… – სპორტის სამსახურში ვრჩები. მინისტრობამდე, მინისტრის რანგში და შემდეგაც, ქვეყნის სამსახურში ვიყავი. ჩემთვის სპორტისა და ქვეყნის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. მინისტრის რანგში მიღებულ გამოცდილებას ქართულ სპორტსა და ქვეყნის აღმშენებლობას ახლა სწორედ ბიზნესიდან მოვახმარ. ვიმედოვნებ, ის რეფორმები რაც ჩემი მინისტრობის პერიოდში დაიწყო, წარმატებით გაგრძელდება,...
კივებს ჩაუნისკარტეს
10-12 ნოემბრის შვიდი თამაშით დასრულდა ცამეტკაცას მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი. ნერვულ და შეცდომებით გაჯერებულ თამაშში ფიჯიმ იტალიას მოუგო (38:10), ირლანდიამ უელსთან კელტურ დერბიშიღა გამოაჩინა ბრჭყალები (34:6), მაგრამ ჯგუფში მაინც ჩარჩა, ხოლო “ბერლოუ პარკზე” (ქენზი, ქუინზლენდი, ახალი ზელანდია) პატარა დიდი დრამა გათამაშდა. პატარა, რადგან B-ჯგუფის ორმა მაჩანჩალამ ითამაშა, ხოლო დიდი იმიტომ, რომ მოულოდნელად საინტერესო მატჩის საყაიმო...
რონალდუს მესამე შვილი ხუთ თვეში
კრიშტიანო რონალდუს მეოთხე შვილი შეეძინა. გოგონას რომ ალანა მარტინას დაარქმევდნენ, წინასწარ იყო ცნობილი. დედა, ხეორხინა როდრიგესი თავს კარგად გრძნობს. “დაიბადა ალანა მარტინა! — ტვიტერით ამცნო ქვეყანას პორტუგალიელმა, — თავს ყველანი ბედნიერად ვგრძნობთ”. ახალშობილი გახლავთ რონალდუს პირველი შვილი, რომელიც სუროგატმა დედამ კი არა, ფეხბურთელის მეგობარმა გოგონამ, შეყვარებულმა თუ პარტნიორმა გააჩინა. ტყუპები, ევა და მატეო, პატარა ალანა...
ერთიც ვნახოთ – სავაისო ქუთაისი
საქართველო-ბელარუსის ხსენებაზე, უცებ „სარბიელის“ დღევანდელი რესპონდენტი გამახსენდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ხუთი წლის წინ რომ ატორღიალა მცველები, სამნი ერთი მოძრაობით რომ დააწვინა და საქართველოს გოლი-შედევრით მოაგებინა. იმ შესარჩევში შინ 1:0 მოვუგეთ, სტუმრად 0:2 წავაგეთ. მაშინ თემურ ქეცბაია წვრთნიდა ნაკრებს. ახლა არც თბილისშია თამაში და არც მინსკში. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი დღეს უმასპინძლებს ამხანაგურს. ქუთაისში საქართველოს ადრეც...
ანონსი: ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან
ის, რაც აქამდე არ წაგიკითხავთ და ის, რაც აქამდე არ იცოდით … არ მინდოდა რუსეთში წასვლა… … კამათისას ნერვები მომეშალა და თავი ჩავარტყი სახეში. მეორე დღეს ბაზაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ თურმე 22 წლის ბიჭმა 32 წლის კაცი გავლახე … ძალიან ბევრი პრობლემა დამიგროვდა მაშინ. არ მრცხვენია პირადულ...









