კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
იანა ნოვოტნა გარდაიცვალა
ჩანაწერი

იანა ნოვოტნა გარდაიცვალა

ავადმყოფობა უფრო ძლიერი გამოდგა – 49 წლის ასაკში ჩეხი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი იანა ნოვოტნა გარდაიცვალა. სპორტსმენი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის საიტზე წერია, რომ ნოვოტნა ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ასოციაციის პრეზიდენტმა სტივ საიმონმა კი დაწერა, რომ იანა ნოვოტნა სამაგალითო იყო კორტზეც და მის მიღმაც. იანა ნოვოტნას ანგარიშზე სამი ოლიმპიური მედალია, 1998...

სამოური ფახა-ფუხი
ჩანაწერი

სამოური ფახა-ფუხი

მიყივლა ენამ და ახალი ზელანდია, ფიჯისთან 2:4 წაგების შემდეგ, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალიდან გამოვარდა. რაგბში ფეხბურთის ანგარიში ძვირად თუ დაჯდება და უფრო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდების დაპირისპირებისას ამოტივტივდება. ეს ფეხმარდი სამხრეთელები რამ გააშეშა, ვერ გეტყვით, ალბათ, ზელანდიელთაგან თვითშეფასების დეფიციტმა და “ფიჯი ბატის” (მელანეზიელთა ნიკია) მხრიდან გამარჯვების მომეტებულმა წყურვილმა, რომელიც ხშირად დათვურ სამსახურს უწევს მოთამაშეებს. ტონგასთან...

გრიშამ თხლიშა
ჩანაწერი

გრიშამ თხლიშა

გრიგორი – იგივე გრიშა – დიმიტროვმა კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონი ცხოვრების უდიდესი გამარჯვებით დააგვირგვინა. 26 წლის ბულგარელმა ლონდონში დასრულებული წლის შემაჯამებელი რვაკაცა ტურნირის ფინალში თავის კბილა ბელგიელ დავიდ გოფენს დაძაბულ სამსეტიან შეხლაში  7-5 4-6 6-3 სძლია და სეზონის მეოთხე, ხოლო კარიერის მერვე ტიტულს დაეუფლა. ის გახდა პირველი მეჩოგნე 1998 წლის შემდეგ და მეექვსე ისტორიაში, რომელმაც...

ნეიმარი: დამნებდი, კავანი !
ჩანაწერი

ნეიმარი: დამნებდი, კავანი !

პენალტის გამო კავანის და ნეიმარს შორის დაწყებული არა სასიყვარულო ისტორია 200 მილიონი ევროს გამარჯვებით დასრულდა. ამიერიდან პენალტებს ბრაზილიელი შეასრულებს – ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, ან ვინმემ უფრო ზემოთ და ემერის დააბრალეს. 200 მილიონი ნეიმარში გაისროლეს და ხალხმა კავანის პენალტებს უყუროს ? ორი თვის წინ „ლიონთან“ კავანიმ და ნეიმარმა ბურთი ვერ გაიყვეს თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად და...

დიდი მიძალება
ჩანაწერი

დიდი მიძალება

მკითხველი გაგვიგებს: უელსთან თამაშის ემოცია, მატჩის საკვანძო წუთებზე, გაშვებული ლელოს დეტალურ ანალიზზე, ცალკეულ მორაგბეთა მქკ-ზე, აშშ-ს ნაკრებთან მომავალი თამაშის პერსპექტივებსა და სხვა თემებზე საუბრის ფართს ჩვენს წერილში აღარ ტოვებს. ამ ერთხელ სპორტული ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობების შესრულებაზე უარს ვამბობთ და ათწლეულების მანძილზე ქართულ რაგბში ნაღვაწის და ნაშენების შუალედურ შედეგს გამოვამზეურებთ, რომელსაც უელსთან ტესტ-მატჩი ადგას გვირგვინად: თაობათა...

რამოსი, ცხვირი და ევროკავშირი
ჩანაწერი

რამოსი, ცხვირი და ევროკავშირი

სერხიო რამოსისთვის ცხვირის ტრავმა უცხო ხილი არ არის. ცხვირი “რეალის” მცველმა ათი წლის წინაც გვარიანად დაიშავა. მერე სამი თვე ოპერაციის გარეშე თამაშობდა. და აი, შაბათს, რამოსს კვლავ გაუტეხეს ძგიდე. საინტერესოა, რომ მადრიდელი ვარსკვლავის ცხვირს უცხოელები, უფრო კი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები არიან გადაკიდებულნი. 2007-ში ეს “ბაიერნის” ჰოლანდიელი თავდამსხმელი როი მაკკაი იყო, ამჯერად კი “ატლეტიკოს” ფრანგმა მცველმა...

გრიზმანს ოჯახში უსტვენენ და უყვართ
ჩანაწერი

გრიზმანს ოჯახში უსტვენენ და უყვართ

მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, ესპანეთის დედაქალაქის დერბიში, “ატლეტიკომ” და “რეალმა” 0:0 ითამაშეს. მატჩი კარგი სანახავი იყო, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება უშუალოდ ფეხბურთზე კი არა, ანტუან გრიზმანის შეცვლაზე გვინდა გავამახვილოთ. 76-ე წუთზე არგენტინელი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს მიერ ფრანგი თავდამსხმელის მოედნიდან გაყვანა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აღმოჩნდა. როდესაც გრიზმანი მოედანს ტოვებდა, ტრიბუნებიდან ღრიანცელი ისმოდა, რაც კიდევ ერთხელ აჩენს...

მილანმა საჯარიმოში ბურთი ვერ შეაგორა
ჩანაწერი

მილანმა საჯარიმოში ბურთი ვერ შეაგორა

სერია A-ს მეცამეტე ტურში, “ნაპოლიმ” “მილანს” უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ამ შეხვედრას “გაძეტა დელო სპორტში” გამოქვეყნებული რეპლიკის გამო მივაქციეთ გამორჩეული ყურადღება, თორემ შაბათ საღამოს რომაული დერბიც იყო — “რომამ” “ლაციო” ასევე 2:1 დაამარცხა. რეპლიკის მთავარი წინადადება ასეთი გახლდათ: “ვინჩენცო მონტელას მოთამაშეები, პირველ ტაიმში, მეტოქის საჯარიმოში ბურთს საერთოდ არ შეხებიან”. სხვა სიტყვებით, “როსონერიმ” ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ვერ...

კალათები შეივსო, ველით წილისყრას
ჩანაწერი

კალათები შეივსო, ველით წილისყრას

წუხელ პერუმ ახალი ზელანდია 2:0 დაამარცხა და ამისდაკვალად, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ყველა, 32-ვე მონაწილის ვინაობა გაირკვა.  ფიფას ანონსის მიხედვით, ეროვნული ნაკრებები ოთხ რვაგუნდიან კალათებში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის წილისყრა მოსკოვში 1 დეკემბერს გაიმართება. 1 კალათა: რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი 2 კალათა: ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, მექსიკა, ურუგვაი, ხორვატია 3 კალათა:...

ახალგაზრდული დღე
ჩანაწერი

ახალგაზრდული დღე

საქართველოს ახალგაზრდულმა და 19-წლამდელთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ჩაატარეს. 19-წლამდელებმა, გიორგი ყიფიანის თავკაცობით, საქმე უკვე მოიმთავრეს. ტურნირის ბოლო დღეს, როგორც ანდორასთან, ჩვენი ჭაბუკები უმოტივაციო ფრანგებთანაც ფრეს დასჯერდნენ – 1:1 და ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩნენ. ცხადია, ამ ასაკში ელიტ-რაუნდი საქართველოს გარეშე ჩაივლის. საფრანგეთი და მასპინძელი ბოსნია თამაშს მომდევნო ეტაპზე გააგრძელებენ. გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა,...