
წუხელ პერუმ ახალი ზელანდია 2:0 დაამარცხა და ამისდაკვალად, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ყველა, 32-ვე მონაწილის ვინაობა გაირკვა. ფიფას ანონსის მიხედვით, ეროვნული ნაკრებები ოთხ რვაგუნდიან კალათებში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის წილისყრა მოსკოვში 1 დეკემბერს გაიმართება.
1 კალათა: რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი
2 კალათა: ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, მექსიკა, ურუგვაი, ხორვატია
3 კალათა: დანია, ისლანდია, კოსტა რიკა, შვედეთი, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი, ირანი
4 კალათა: სერბეთი, ნიგერია, ავსტრალია, იაპონია, მაროკო, პანამა, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი
შეგახსენებთ, რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ამ ქალაქებში ჩატარდება: მოსკოვი, სანქტ პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნიჟნი ნოვგოროდი, კალინინგრადი, ყაზანი, სამარა, სარანსკი, ვოლგოგრადი, როსტოვი, სოჭი. შეგახსენებთ, ჩემპიონატი 14 ივნისს მოსკოვის „ლუჟნიკის “ სტადიონზე დაიწყება და იქვ,ე 15 ივლისს დამთავრდება.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
