54:22 – ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩი. 54 ქულა კანადის წინააღმდეგ – ნამდვილად კარგი შედეგია. ამაზე მეტი ქულა ბორჯღალოსნებს ბოლო წლებში მხოლოდ ერთხელ დაუგროვებიათ – შარშან, ევროპის რაგბის ჩემპიონატის სტარტზე გერმანიის ნაკრებთან 59:7 მოიგეს. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებია. გერმანიას ჩვენმა ბიჭებმა იოლად აჯობეს და ქულებიც ადვილად აგროვეს. აი, კანადასთან,...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
უფსკრულისკენ სრული სვლით…
ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სირცხვილი: საქართველოს 19 -წლამადელთა ნაკრებმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ევროპის მაჩანჩალათა შორის მაჩანჩალა ანდორას ვერ მოუგო. შეხვედრა 1:1 დამთავრდა. არადა, ანდორასთან ფრემ გიორგი ყიფიანის გუნდს ელიტ რაუნდში გასვლის შანსი კიდევ დაუტოვა, თუმც საამისოდ ქართველმა ჭაბუკებმა ფრანგები უნდა დაამარცხონ, რაც ანდორასთან ვერმომგები და ბოსნიასთან წაგებული გუნდისგან, სრულიად წარმოუდგენელი ჩანს. ქართული...
ჰა, ბურთი და ჰა, კანადა
დღეს, 18:00-ზე, „დინამო არენაზე“ დიდი რაგბია. „დიდი“ – ჩვენი გაგებით. იმიტომ, რომ ქართველ გულშემატკივარს ჯერჯერობით დაახლოებით კანადელების დონის გუნდების სტუმრობით უწევს დაკმაყოფილება. მსოფლიო რაგბის ბობოლებს უკვე წელიწადში 2-ჯერ ვეთამაშებით, რაც წინსვლა და ერთგვარი აღიარებაცაა – გვკადრულობენ. იმედია, მალე თბილისსაც ეწვევა რომელიმე მათგანი და „დინამოს“ 55-ათასხმიან წნეხს ისევე ვერ გაუძლებს, როგორც მეორე დონის ნაკრებები. დღეს კი,...
წავა გია?
ის დროა, გია გეგუჩაძემ ქუდი დაიხუროს და პოსტი დატოვოს… საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი მატჩი ვერც ამჯერად მოიგო და ჯგუფში კვლავაც ბოლო ადგილზეა. მოსალოდნელი იყო, რომ ფარერებზე დიდსირცხვილნაჭამი გუნდი მორიგ მეტოქესთან მაინც შეძლებდა რეაბილიტაციას, მაგრამ ამაოდ… ორჯერ აგებდა გეგუჩაძის გუნდი ფინეთთან, თუმც, საბედნიეროდ, ჩვენებმა ორჯერვე შეძლეს გათანაბრება და ზედიზედ მეოთხე მარცხს ბედად გადაურჩნენ. სხვა რა? 14...
ძველი გემო
ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩი მოიგო. ესეც ამხანაგური, თუმცა, მთავარია მოიგო და ქომაგებს განწყობა გამოუკეთა. განწყობა გამოიკეთეს თავად მწვრთნელმა და ფეხბურთელებმაც, რაც სამომავლოდ ფრიად მნიშვნელოვანია, აბა, სულ წაგებული ჩვენი მტერი იყოს… საქართველომ კვიპროსს მოუგო და ეს ამ გუნდთან ისტორიაში პირველად მოახერხა; საქართველომ მოიგო გორში და ესეც კარგია – თბილისს გარეთ გაიმარჯვა და ადგილობრივ ქომაგებს...
ადიდასმა რუსეთი წარსულში დააბრუნა
„ადიდასმა“ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა. ახალი ბურთი, გარდა იმისა, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული, ამავდროულად კლასიკის გადააზრებაც გახლავთ. პირველი სამსოფლიოჩემპიონატო ბურთი Telstar, „ადიდასმა“ 1970 წელს წარმოადგინა. დღეს ეს სახელი კიდევ ერთხელ გვახსენებს შესანიშნავ ფეხბურთელებს, ვისაც მაშინ მექსიკის სტადიონებზე გაუგორებია ბურთი: პელე, გერდ მიულერი, ბობი მური, ჯაჩინტო ფაკეტი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენს. ასეთივე...
ვლადიმირ სლოვაკმა ქართულ მომავალს გახედა
საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვაზე, „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე ორი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. 10 ნოემბერს ჩვენები გორში კვიპროსს უმასპინძლებენ, ხოლო 13-ში ქუთაისს ბელარუსი ეწვევა. კვიპროსთან და ბელარუსთან თამაშისთვის ვაისმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ცხადია, შემადგენლობას ოპტიმალური არ ეთქმის, ტრავმისა თუ სხვა მიზეზების გამო გუნდს ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, საბა კვირკველია აკლია, ამათ ნაცვლად კი ვაისის რჩეულთა...
ვაისის ახალი აისი
ის, რაზეც აქამდე მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საუბრობდა, ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა. პრესკონფერენციაზე სლოვაკმა მწვრთნელმა თქვა, რომ… – დიახ, გადავწყვიტე, საქართველოს ნაკრებში კიდევ ორი წელიწადი ვიმუშავებ, რის შემდეგაც, ვიმედოვნებ, ჩემი საქმიანობა წარმატებულად შეფასდება. შეგახსენებთ, სლოვაკი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს. მის ხელში ეროვნულმა გუნდმა მოიგო 3 შეხვედრა (სამივე...
გერი, ცამეტკაცა…
გახურდა ცამეტკაცას, იგივე ლიგის რაგბის მსოფლიო თასი სამხრეთ ნახევარსფეროში და “სარბიელსაც” თემის გაშუქება მართებს. 2005-06 წლებში, სხვათა შორის, თხუთმეტკაცას განაყოფს ქართველებიც მიეძალნენ: შემუსრეს ჰოლანდია (34:14) და სერბეთი (44:12), დამაჯერებლად წააგეს რუსეთთან (14:48) და შანსი არ ჰქონიათ საფრანგეთთან (0:60), რის შემდეგაც 2008 წლის მსოფლიო თასის პირველ წრეში გაამწარეს კვლავ სერბეთი (45:10) და ჰოლანდია (57:16). შემდეგ კი...
ტუზი და გაზი
გვაჯობეს უხეშობაში, გვაჯობეს პროვოკაციებში და გვაჯობეს ანგარიშშიც. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ცუდად დაიწყო, მასპინძელ ბოსნიასთან 0:1 წააგო და შანსი იმისა, რომ ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდეს, ძალიან შეიმცირა. მცირე იმიტომ არის, რომ ბოსნიისა და ანდორის გარდა, ჯგუფში გვყავს საფრანგეთიც. ჯერ ანდორას ვხვდებით, მერე საფრანგეთს და ორივე უნდა მოვიგოთ. გიორგი ყიფიანის...









