ჩვენთან არც დაწყებულა და ევროპაში კი მორჩა დღესასწაულები. იქ ორკვირიანი გადაბმული ამბები არ იციან, ახალი წლის შემოსვლას მხოლოდ ფეიერვერკით იგებენ, ხოლო 1 იანვარს და მომიჯნავე დღეებში ჩვეულებრივად მიდი-მოდიან საქმეებზე, ზოგიერთები კი მისრიალ-მოსრიალობენ კიდეც. 30 და 31 დეკემბერს, 1, 3, 4, 6 და 7 იანვარს ბარის თხილამურობის (Cross-country skiing) მსოფლიო თასზე მნიშვნელოვანი ეტაპებია, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილი...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ჰარი კეინი — შირერსა და მესიზე მეტი
39 გოლი ერთ წელიწადში! ეს გახლავთ პრემიერლიგის ახალი რეკორდი, რომელიც “ტოტენჰემ ჰოთსპურის” 24 თავდამსხმელმა ჰარი კეინმა დაამყარა. საამისოდ მან “უემბლიზე” “საუთჰემპტონის” კარში სამი გოლი გაიტანა. შეხვედრა დასრულდა 5:2 “სფურზის” სასარგებლოდ. წინა რეკორდი, 36 გოლი, ალან შირერს ეკუთვნოდა. შირერმა ის 1995 წელს დაამყარა, როდესაც “ბლექბერნში” თამაშობდა. მან კეინს წარმატება “ტვიტერით” მიულოცა: “შენ ბრწყინვალე 2017 წელი გქონდა....
მუტკო გადადგა
რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი მუტკო, რომელიც დაბადებით ვიქტორ მუტკო ყოფილა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს მას საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება ნებისმიერ რანგში. მიზეზი: დოპინგ-მაქინაციები. მუტკომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა. “სანამ საქმე წარმოებაშია, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადავდგები”, — თქვა მან. გაისად რუსეთი ფეხბურთელთა...
ლილის გიჟს გალტიე შეცვლის
„ლილის“ მწვრთნელი 51 წლის კრისტოფ გალტიე გახდა. ამავე კლუბის ყოფილმა ( 1987-1990 ) ფეხბურთელმა ცხრილში ჩაკარგული გუნდი ჩაიბარა და გავარდნას უნდა გადაარჩინოს. „ლილს“ ივნისიდან მარსელო ბიელსა – მეტსახელად „გიჟი“ – თავკაცობდა, მაგრამ 19 მატჩში 19 ქულაზე მეტი ვერ მოაგროვა და 15 დეკემბერს დაითხოვეს. ბიელსა დროებით შეცვალა ოლივიე დალოლიომ და ორ მატჩში გაუძღვა გუნდს, თუმცა ვერც...
რა მოხდა ასეთი? 101 და 101
შაბათს „ბორნმუთთან“ 4:0 მოგებულ მატჩში სერხიო აგერომ დუბლი შეასრულა და „ეტიჰადზე“ გატანილი მე-100 და 101-ე გოლები იზეიმა. მარადონას ყოფილი სიძე „სიტიში“ 2011 წლიდანაა და პრემიერლიგის 195 შეხვედრაში 134 გაიტანა, ყველა ტურნირში კი 273 მატჩში 184 გოლი მოაგროვა. 2017 წლის 1 იანვრიდან „სიტის“ 101 გოლი აქვს გატანილი და „ლივერპულის“ 1982 წლის შედეგის (106 გოლი კალენდარულ წელში)...
კეინს ერთი შანსი დარჩა
ჰარი კეინმა ალან შირერის რეკორდი გაიმეორა — 36 პრემიერლიგური გოლი კალენდარულ წელიწადში. “ტოტენჰემს” 2017 წელს კიდევ ერთი თამაში რჩება. ლონდონელები “ბოქსინგ დეიზე” ანუ 26 დეკემბერს “საუთჰემპტონს” მასპინძლობენ. შესაბამისად, რეკორდი შეიძლება დაემხოს კიდეც. შირერმა, რომელიც დღეს 47 წლისაა, 36 გოლი 1995-ში გაიტანა. ფორვარდი მაშინ “ბლექბერნში” თამაშობდა. რეკორდი 22 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო. ეფექტური გახლდათ, რომ კეინი...
მისია შეუძლებელია
“ბარსელონა” უძლიერესია! მან “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:0 მოუგო “რეალს” და ლა ლიგის ცხრილში 14 ქულით ჩამოიტოვა. მართალია, მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ გამოტოვებული შეხვედრა რომც მოიგონ, მათთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა მაინც უკვე შეუძლებელ მისიად მოჩანს. რამ განაპირობა მადრიდელთა კრახი? ამ კითხვაზე პასუხი მათ გასახდელშია საძებნელი. “თეთრებმა” ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. შესვენებამდე ისინი სათამაშო...
ვინ შეუტევს “მანჩესტერ იუნაიტედს”?
“სევილიამ” არგენტინელი მწვრთნელი ედუარდო ბერისო გაათავისუფლა. ბერისო ესპანურ გუნდში სულ შვიდი თვის მისული იყო. ერთი თვის წინ მან პროსტატის სიმსივნეზე იმკურნალა. სევილიელები ბერისოს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა შეხვდეს, ყოველმხრივ მხარში დგომას და ერთგულებას ჰპირდებოდნენ. ლა ლიგაში “სევილია” 17 თამაშიდან 29 ქულით მეხუთე ადგილზეა. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში...
სუს-მა ჩაწყობას დაუფარა
ვერ არის კარგი ამბავი ქართული კალათბურთის თავს… საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი. ასევე, კლუბ “სოხუმის” მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია ამავე კლუბის ერთ-ერთი მფლობელი თემურ დათიკაშვილიც. „გამოძიებამ დაადგინა,რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების – ზაზა მაჩალაძის, ირაკლი...
უი, ნაიტედი… “ბრისტოლი” ნახევარფინალშია
ინგლისის “კარაბაოს”, იმავე ლიგის თასზე, “ბრისტოლ სიტიმ” “მანჩესტერ იუნაიტედს” 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. მართალია, ბრისტოლელებს 123 წლის გუნდი ჰყავთ, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედს” წესით ვერ უნდა უგებდნენ. რაც შეეხება იმას, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ “ეშტონ გეიტზე” შეკრებილი ლამის 27 ათასივე მაყურებელი მოედანზე ჩახტა და გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად იზეიმა, გასაკვირი არაფერია. მოედნის დამპყრობლები ყველაზე მეტად მსაჯის...









