საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად 28 დეკემბერს, „სარბიელის“ დაბადების დღეს, ჟურნალისტთა გამოკითხვის გზით წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა – წლის საუკეთესო სპორტსმენად ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ლაშა ტალახაძე აღიარეს. ლაშამ ამ ნომინაციაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. საუკეთესო სამეული კი ასეთია: I ადგილი – ლაშა ტალახაძე II ადგილი – ზაზა ფაჩულია III ადგილი – გენო პეტრიაშვილი წლის...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
აიაქსი ახალ წელს ახლით შეხვდება
„აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გახდა, რომელიც მანამდე „უტრეხტს“ თავკაცობდა. 47 წლის ტენ ჰაგმა მარსელ კეიზერი შეცვალა, ვინც ამსტერდამულ კლუბში ოდენ ექვსი თვე გაატარა. კეიზერის ხელქვეით „აიაქსი“ ჯერ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა – „ნიცასთან“ დამარცხდა, მერე კი უეფას ევროპის ლიგის ჯგუფსი ჩარჩა. ერიკ ტენ ჰაგი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა „იგლზში“ ( 2012-2013 ), მერე მიუნხენის...
კარლუშ, ოღონდ არა კეირუშ
„სუონსის“ მწვრთნელად 52 წლის პორტუგალიელი კარლუშ კარვალიალი დანიშნეს. მან ალან კურტისი შეცვალა, რომელმაც გუნდი 20 დეკემბერს დროებით ჩაიბარა პოლ კლემენტისგან. კლემენტი „სუონსის“ იანვრიდან თავკაცობდა და თითქმის გასავარდნად განწირული გუნდი პრემიერლიგაში დატოვა. ამ სეზონში უელსურმა კლუბმა მხოლოდ სამი მატჩი მოიგო და ისევ ბოლო ადგილზეა. 19 დეკემბერს „ევერტონთან“ მარცხის შემდეგ პოლ კლემენტი მოხსნეს. კარლუშ კარვალიალი ორი წელი...
ფეხბურთის ფედერაციამ პრიზები ჩამოარიგა
27 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა – 2017 წლის რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის 10 გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს. საქართველოს 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის...
ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს
ჟორჟ ვეამ, ევროპის ყოფილმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. არჩევნების მეორე ტური სამშაბათს ჩატარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვეამ კონკურენტს ქვეყნის 15-დან 12 რეგიონში აჯობა. ვეას კონკურენციას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბოაკი უწევდა, რომელის ამ პოსტს 12 წელია იკავებს. ლიბერიის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა, რომელიც არჩევნების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობდა, დამარცხებულს არჩევნების შედეგებთან შეგუება...
რონალდუმ “ოქროს ბურთი” დააბრუნა მესის გადაეცითო…
კატალონიურ სპორტულ გამოცემას, “ელ მუნდო დეპორტივოს” რამე დაესიზმრა თუ გადაწყვიტა საახალწლოდ უცნაურად ეხუმრა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: “ელ კლასიკოში” დამარცხების შემდეგ გულდამძიმებულმა კრიშტიანუ რონალდუმ “რეალის” გასახდელში განაცხადა, რომ ის “ოქროს ბურთს” არ იმსახურებს და აპირებს ჯილდო “ფრანს ფუტბოლის” რედაქციას დაუბრუნოს, რათა მან ის ღირსეულ მფლობელ ლეო მესის გადასცეს. გასახდელში თანაგუნდელებმა სცადეს...
ინგლისური ოცნება — 2030
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებს სწამთ, რომ მათ ქვეყანას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მოსაწყობად ყველა პირობა აქვს. ევროპას რუსეთის 2018 წლის მუნდიალის შემდეგ მასპინძლობის შანსი 2030-ში ეძლევა და ინგლისელებმა გადაწყვიტეს ეს უფლება მოიპოვონ, თუმცა მოვლენების ფორსირებას არ აპირებენ. ასოციაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა “სანს” უთხრა: “კარგად ვიცით, რომ თუკი მიზნის მიღწევა გვინდა, ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ. კერძოდ, არავითარ შემთხვევაში არ...
75 000 000 დაცვას მიხედავს
მცველისთვის სარეკორდო 75 მილიონი გირვანქა გადაუხადა „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ ვირგილ ვან დიიკის სანაცვლოდ და ჰოლანდიელი 1 იანვრიდან „ლივერპულის“ დაცვას გააძლიერებს. 26 წლის ფეხბურთელი კვირაში დაახლოებით 180 000 გირვანქას მიიღებს. აქამდე უძვირფასესი მცველი კაილი უოკერი იყო, რომელიც გასულ ზაფხულს „სიტიმ“ „ტოტენჰემისგან“ 54 მილიონად იყიდა. ვან დიიკმა კარიერა „ტილბურგში“ დაიწყო, მერე „გრონინგენში“ გადავიდა და „სელტიკში“ (2013-2015) გააგრძელა. „სელტიკმა“...
დღე პირველი – ჯობავა და სხვები
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც 30 დეკემბრამდე გასტანს და 2 მილიონდოლარიანი საპრიზო ფონდით გამოირჩევა. პირველი სამი დღე სწრაფი ჭადრაკისაა და ყოველ მონაწილეს დღეში 5 პარტიის თამაში ევალება. ბოლო ორი დღე ბლიცს დაეთმობა და მოჭადრაკეებს დღეში 10 პარტიის გამართვა მოუწევთ. ვაჟთა შორის სწრაფ ჭადრაკში პირველი დღის გმირი ჩვენებური ბაადურ...
აბრეზა-უფროსი და აბრეზა-უმცროსიც „ლოკომოტივში“
16 წლის შემტევი ნახევარმცველი ზურაბ დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშებს. მან თბილისის „დინამო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თუმცა დინამოელებმა გარკვეული კომპენსაცია მიიღეს ფეხბურთელის აღზრდისთვის. დავითაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ჭაბუკია საქართველოში. მან ეროვნულ ლიგაშიც ჩაატარა რამდენიმე მატჩი. ზურაბ დავითაშვილს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (17 და 19 წლამდელები) მუდმივად ათამაშებენ. „ლოკომოტივში“ იმუშავებს სულიკო დავითაშვილიც. „აბრეზა“ „ლოკოს“ 19-წლამდელთა გუნდს უხელმძღვანელებს. ამ...









