კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
მესი მადრიდშიც მესია!
ჩანაწერი

მესი მადრიდშიც მესია!

მადრიდულმა გაზეთმა “მარკამ” ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა: “2017 წლის 100 საუკეთესო” და აშკარად შემცბარი დარჩა — გაიმარჯვა “ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ. ეტყობა, ჩვენი მკითხველის უმეტესობისთვის ინდივიდუალური თამაში გუნდურ წარმატებაზე მაღლა დგასო, დაწერა “მარკამ”. ფაქტია, 2017 წელს “რეალმა”, სადაც მეორე ადგილზე გასული კრიშტიანუ რონალდუ გამოდის, ხუთი დიდი ჯილდო მოიგო, მესის “ბარსელონამ” კი ტიტულები ვერ მოხვეტა, მაგრამ...

ლუანი: აქ მე ვარ მესიც და რონალდუც
ჩანაწერი

ლუანი: აქ მე ვარ მესიც და რონალდუც

სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუან გილერმო დე ჟესუს ვიეირა დაასახელეს. დეკემბრის ბოლოს ყოველწლიურ გამოიკითხვას ურუგვაული „ელ პაისი“ ატარებს და ეს „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ ანალოგია. 24  წლის ბრაზილიელი ლუანი „გრემიოს“ ნახევარმცველია. 4 სეზონის 110  მატჩში 55 გოლი გაიტანა. ამ სეზონში მოიგო „კოპა ლიბერტადორესი“ და ტურნირის საუკეთესოც გახდა. 368  სპორტული ჟურნალისტიდან  182-მა ხმა სწორედ ლუანს...

კრისტალით დაწყებული კრისტალთან დამთავრდა
ჩანაწერი

კრისტალით დაწყებული კრისტალთან დამთავრდა

„კრისტალ პალასი“ – „მანჩესტერ სიტი“ უგოლოდ დასრულდა და „სიტის“  მიჯრით 19 მატჩიანი მოგება აღარ გაოცდა. პეპ გვარდიოლას პრემიერლიგის უხუცესი მწვრთნელი, 70 წლის როი ჰოჯსონი გადაეღობა. მეტიც – „კრისტალ პალასს“ შეეძლო  „სიტის“  27 მატჩიანი წაუგებელი სერია (8 აპრილიდან) შეეწყვიტა, მაგრამ 92-ე წუთზე მილივოიევიჩს პენალტი ედერსონმა აუღო. აქვე ისიც ვთქვათ, რომ  6 მაისის შემდეგ პირველად „სიტიმ“ მოედანი...

რაღაც უაზარობაა
ჩანაწერი

რაღაც უაზარობაა

ან უცხოური მას-მედია ურევს რაღაცას, ან ედენ აზარს ვერ გაურკვევია რას აპირებს: კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამბობდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში “ბარსელონას” დარი გუნდი და ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მესისთან ახლოს დავაყენებდი არ ყოფილაო, ახლა “ჩელსისთან” კონტრაქტს აღარ აახლებს, რადგან “რელში” გადასვლა და კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ თამაში უნდა. მოგეხსენებათ, “ჩელსის” მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდის ახალი ფეხბურთელებით...

ქართული ელვა
ჩანაწერი

ქართული ელვა

ნანა ძაგნიძე ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა მოჭადრაკემ 21 შესაძლებლიდან 16,5 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან ვალენტინა გუნინას ნახევარი ქულით გაუსწრო და არაბულ მიწაზე ქართული ჰიმნიც ააგუგუნა. პირველი დღის შემდეგ ძაგნიძე ერთი ქულით ჩამორჩებოდა თავის დროზე ჯერ კიდევ ქართველ საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონებთან და დიდოსტატებთან ღირსეულად მოპაექრე შვედ პია კრამლინგს, მაგრამ დასკვნით დღეს კი შეუჩერებელი გახდა, მე-15 ტურიდან...

ბათუმი არჩილ ბოლქვაძეს ჩააბარეს
ჩანაწერი

ბათუმი არჩილ ბოლქვაძეს ჩააბარეს

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ეროვნული ლიგა 1 – დან მოულოდნელად დაქვეითებულ „ბათუმს“ ახალი წლიდან დროებით არჩილ ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. მოგეხსენებათ, აქამდე ამ თანამდებობაზე ოთარ ფედეჩკინი მუშაობდა, თუმც მას კონტრაქტის ვადა ამოეწურა. მის შემცვლელად  ბათუმის მერიაში სწორედ არჩილ ბოლქვაძის კანდიდატურას განიხილავდნენ. კონსულტაციების შემდეგ  „ბათუმის“ გაძღოლა  სწორედ ამ  გამოცდილ ფინანსისტს ანდეს. არჩილ ბოლქვაძე კლუბში სწორედ ფინანსური მენეჯერი გახლდათ, ხოლო...

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
ჩანაწერი

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ იბნ აბდურახმან ალ-საუდის სახელობის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. უფრო ზუსტად, სწრაფი ჭადრაკის სესია დასრულდა და ბლიცი დაიწყო. ვინ იფიქრებდა, თუ 2017 წელს უხალისოდ მოთამაშე ვიშვანათან ანანდი სეზონს მაჟორზე დაასრულებდა და ყველა ახალგაზრდას (მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენის წინამძღოლობით) აჯობებდა სისწრაფეში. მოკრძალებული სტარტის შემდეგ ინდოელმა მაესტრომ...

ლაშამ შტანგა, ხალხმა ლაშა აიტაცა
ჩანაწერი

ლაშამ შტანგა, ხალხმა ლაშა აიტაცა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად 28 დეკემბერს, „სარბიელის“ დაბადების დღეს, ჟურნალისტთა გამოკითხვის გზით წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა – წლის საუკეთესო სპორტსმენად ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ლაშა ტალახაძე აღიარეს. ლაშამ ამ ნომინაციაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. საუკეთესო სამეული კი ასეთია: I ადგილი – ლაშა ტალახაძე II ადგილი – ზაზა ფაჩულია III ადგილი – გენო პეტრიაშვილი წლის...

აიაქსი ახალ წელს ახლით შეხვდება
ჩანაწერი

აიაქსი ახალ წელს ახლით შეხვდება

„აიაქსის“  მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გახდა, რომელიც მანამდე „უტრეხტს“ თავკაცობდა. 47 წლის ტენ ჰაგმა მარსელ კეიზერი შეცვალა, ვინც ამსტერდამულ კლუბში ოდენ ექვსი თვე გაატარა. კეიზერის  ხელქვეით „აიაქსი“ ჯერ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა – „ნიცასთან“ დამარცხდა, მერე კი უეფას ევროპის ლიგის ჯგუფსი ჩარჩა. ერიკ ტენ ჰაგი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა „იგლზში“ ( 2012-2013 ), მერე მიუნხენის...

კარლუშ, ოღონდ არა კეირუშ
ჩანაწერი

კარლუშ, ოღონდ არა კეირუშ

„სუონსის“ მწვრთნელად 52 წლის პორტუგალიელი კარლუშ კარვალიალი დანიშნეს. მან ალან კურტისი შეცვალა, რომელმაც გუნდი 20 დეკემბერს დროებით ჩაიბარა პოლ კლემენტისგან. კლემენტი „სუონსის“ იანვრიდან თავკაცობდა და თითქმის გასავარდნად განწირული გუნდი პრემიერლიგაში დატოვა. ამ სეზონში უელსურმა კლუბმა მხოლოდ სამი მატჩი მოიგო და ისევ ბოლო ადგილზეა. 19 დეკემბერს „ევერტონთან“ მარცხის შემდეგ პოლ კლემენტი მოხსნეს. კარლუშ კარვალიალი ორი წელი...