საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად 28 დეკემბერს, „სარბიელის“ დაბადების დღეს, ჟურნალისტთა გამოკითხვის გზით წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა – წლის საუკეთესო სპორტსმენად ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ლაშა ტალახაძე აღიარეს.
ლაშამ ამ ნომინაციაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. საუკეთესო სამეული კი ასეთია:
I ადგილი – ლაშა ტალახაძე
II ადგილი – ზაზა ფაჩულია
III ადგილი – გენო პეტრიაშვილი
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2017 წლის აღმოჩენად წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ანდრო ბითაძე დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ ბითაძე იტალიური “რომას” მოთამაშეა.
დასახელდა 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ვინაობაც – ეს ტიტული საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ ზვიად პატარიძეს ერგო.
ამ ნომინაციაში საუკეთესო სამეული ასეთია:
I ადგილი – ზვიად პატარიძე (საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი)
II ადგილი – გელა აფრასიძე (საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი)
III ადგილი – ანასტასია გოტფრიდი (საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი)
ხმათა უმრავლესობით 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ასანიძე დასახელდა. საუკეთესო სამეული კი ასეთია:
I ადგილი – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე.
II ადგილი – საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.
III ადგილი – საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
