დღეს შუადღისას, მიუნხენში, ზაუბერ შტრასეზე მდებარე „ბაიერნის” საწვრთნელ ბაზაზე, ვარჯიშისას დაშავდა არტურო ვიდალი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი რამდენად სერიოზულია ჩილელის ტრავმა. მოედანზე ის ფიზიოთერაპევტმა ჯანი ბიანკიმ და ფიზმომზადების მწვრთნელმა ჰოლგერ ბროიხმა გასინჯეს. დანარჩენი საფუძვლიანი კვლევების შედეგად გაიკვლევა. „ბაიერნის” ჩილელ მეომრად შერაცხულ ვიდალს ბოლოხანს მუხლის ტრავმა აწუხებდა. 3 აპრილს, სევილიაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, რომლიც...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
სამოც კაციან ქეიფში კონტრაქტზე ვინ ლაპარაკობს
„ბაიერნმა” ბუნდესლიგის ნაადრევი ჩემპიონის რანგში პირველი თამაში „გლადბახთან” ჩაატარა და 5:1 მოიგო. მატჩის შემდეგ, ბავარიელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რაც გასაკვირი იშვიათობაა. საუბრის თემა ფრანკფურტის „აინტრახტის” სპორტული დირექტორის, ფრედი ბობიჩის მიერ წინა დღით წარმოთქმული ბრალდება გახლდათ. ბობიჩმა „ბაიერნის” შეფებს მისგან მწვრთნელის ნიკო კოვაჩის „მიტაცებაში” დასდო ბრალი. „ძალიან გავბრაზდი,...
ბაიერნი – გერმანული კლუბების მძარცველი
ფრანკფურტის „ინტრახტის” სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი განრისხდა. 46 წლის ჩინოვნიკი მისი გუნდის მწვრთნელის, მისი თანატოლი ნიკო კოვაჩის „ბაიერნთან” გარიგებამ აღაშფოთა. მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კოვაჩმა და „ბაიერნმა” დადეს პირობა, რომლის თანახმადაც მომავალი სეზონიდან „რეკორდმაისტერს” ხორვატული წარმოშობის გერმანელი უხელმძღვანელებს. სხვა სიტყვებით, კოვაჩი „აინტრახტიდან” მიდის. ის ბავარიელებთან 2021 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. ბობიჩის აღშფოთება კერძოდ...
კიევამდე…
ესეც ასე, გადამწყვეტი ომების წინ ევროპა დალაგდა. ნიონში უეფამ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის საამსეზონო ბოლო წილისყრა გამართა. კიევში გასამართი ფინალისთვის ჩემპიონთა ლიგის ოთხეული უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკომ დააწყვილა: ბაიერნი-რეალი, ლივერპული-რომა. ინტრიგა უდიდესია – აქეთ ფინალისდარი გერმანულ-ესპანური ომი და იქით ორი ისეთი გუნდი, ვისაც ლიგის ამ ეტაპზე არავინ ელოდა. „რომამ“ „ბარსელონას“ ძლევით საფეხბურთო ევროპა...
ბაიერნის ახალი მწვრთნელი
„შპორტ ბილდისა” და „ბილდის” ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე საათში თავად კლუბმაც დაადასტურა „ბაიერნის” ბოსებმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩიეს — ის იქნება 46 წლის ნიკო კოვაჩი. როგორც ჩანს ბავარიელთა ხელმძღვანელებმა თავისივე გრაფიკს გაასწრეს. მათ ნათქვამი ჰქონდათ, რომ 72 წლის იუპ ჰაინკესის შემცვლელი უნდა ყოფილიყო გერმანულად მოლაპარაკე კაცი, რომელიც გუნდს ზაფხულში ჩაიბარებდა და კლუბი მის ვინაობას აპრილის ბოლოს...
სომხეთს უკვე გავასწარით
ფიფამ და „კოკა-კოლამ“ მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნეს. საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან და ესტონეთთან მოგებებით 30 ქულა დაიმატა, ჯამში 362 გაუხდა და ერთი თვის წინანდელი 101-ე ადგილი 96-ეზე გაცვალა. რეიტინგში უკან მოვიტოვეთ სომხეთის, ინდოეთის, ისრაელის და ლიბიის გუნდები, ჩვენს წინ კი ფარერები და უკვე ნახსენები ესტონეთი არიან. რაც შეეხება ლიდერებს, გერმანია და ბრაზილია კვლავაც პირველ და მეორე ადგილებზე...
ძაგნიძე თამადობს
ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ქალთა ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. სლოვაკურ ვისოკი ტატრიში მიმდინარე ტურნირის მეოთხე ტურში შეჯიბრის შარშანდელმა გამარჯვებულმა ერთერთი მთავარი კონკურენტი ლიტველი დაიმანტე დაილუტე თეთრი ფიგურებით 47-ე სვლაზე დაამარცხა. ძაგნიძემ ჯერ ლაზიერის ფრთაზე აგრესიული თამაშით დაჩაგრა მეტოქე, ხოლო ენდშპილში მეფის ფრთაზე პაიკთა ისეთი ფალანგა გააწყო საიერიშოდ და ორი ისეთი ღონიერი კუ მიაშველა, ბალტიისპირელს წესით...
ჰარი კეინს დასცინიან
„სტოკის” კარში გატანილი გოლი, რომელიც აქამდე კრისტიან ერიკსენს ეთვლებოდა, დანიელს ჩამოართვეს და ჰარი კეინს მიაწერეს. ამან, პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის დიდი ქირქილი და ინტერნეტ ლაღობა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ კეინმა გაასაჩივრა, ბურთი კარში შევარდნამდე მხარზე შემეხოო. ამრიგად, ბომბარდირთა შეჯიბრებაში ლონდონელმა ერთი გოლი მიიმატა და ლივერპულელ მო სალაჰს ახლა ოთხითღა ჩამორჩება. სალაჰს 29 აქვს...
იყო თუ არა პენალტი?
ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი ჩემპიონთა ლიგის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტის ცენტრში აღმოჩნდა. მან „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრის ბოლოწამს „რეალის” სასარგებლოდ დანიშნა პენალტი, რომლის წყალობითაც მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ. ოლივერმა წესების დარღვევად ჩათვალა მედი ბენატიას აქტიურობა ლუკას ვასკესის წინააღმდეგ, შემდეგ კი მისი გადაწყვეტილების ემოციურად გაპროტესტების გამო მოედნიდან ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა; უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ვეტერანსა...
ოლივერ შარიანი
მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ლიგის ზედიზედ მეთერთმეტე თამაშში გაიტანა, მაგრამ დღის გმირი ტურინის „იუვენტუსია“! შინ 0:3 წაგების მერე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 3:0 წაიყვანო, ამას ალეგრისა კი არა, პლატინ-ბონეკის დროინდელი უდიდესი „იუვეც“ ვერ წარმოიდგენდა… ფეხბურთი რომ მარტო ტაბლო იყოს, თამაშს არ ვნახავდით და ბოლოს მხოლოდ მშრალ ანგარიშს გავიგებდით. ტაბლოზე „რეალმა“ აჯობა „ბებერ...









