შვიდი გოლი, ორი კაცის დუბლი, ერთი კაცის სამი საგოლე პასი, ხარიხები, ჩამკვდარი და ხელახლა გაცოცხლებული იმედი – ყველაფერი ვნახეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, სადაც „ლივერპულმა““„რომა“ დაჩაგრა. 5:2 – ახლა ყველა ფიქრობს, რომაელებმა შედეგიანი სამი ბურთით წააგეს ბარსელონაში, მერე კი შინ შავი დღე აყარესო. ხდება კი სასწაული ორჯერ? ხდება თუ არა, გარკვეული ინტრიგა დარჩა და...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
სალაჰი, ინგლისის საუკეთესო!
მოჰამედ სალაჰის ბრწყინვალე თამაში დაფასდა — ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეგვიპტელი წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. 25 წლის თავდამსხმელი მეშვიდე ლივერპულელია, რომელიც კოლეგებმა საუკეთესოდ ცნეს. სალაჰამდე ეს პატივი 2014 წელს ლუის სუარესს ხვდა, რომელიც ახლა „ბარსელონაში” გამოდის. გამოკითხვაში სალაჰმა „მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ჩამოიტოვა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო დე ბრუინის თანაგუნდელმა 22...
არაკოლეგიალური თავური
ეროვნული ჩემპიონატის მორიგმა ტურმა ლიდერებს ძვრა ვერ უყო. პირველადგილოსანმა “საბურთალომ” ცენტრალურ დაპირისპირებად მიჩნეულ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოს” არცთუ მთლად უპრობლემოდ, მაგრამ ისე კი მოუგო, რომ თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით არც შანსი მიუცია. ლიდერთან სხვაობა შეინარჩუნა “დინამომ”, რომელმაც ბოლნისელი მიქაბერიძის ზუსტ გასროლას რუხაიას და ნინუას გოლებით უპასუხა. მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “ჩიხურამ”, რომელიც “სამტრედიასთან” დერბიში ფავორიტად კი...
ბარსელონამ თასი მოიგო, ინიესტას მადრიდი ფეხზე წამოუდგა
„ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი მოიგო. „კატალონიის სიამაყემ” ფინალში 5:0 დაამარცხა „სევილია” — გუნდი, რომელიც მის მსგავსად სულ ახლახანს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამოდიოდა. სევილიელებს „ბარსასთან” შანსი არ ჰქონდათ. „ბლაუგრანას” უპირატესობა მეტისმეტად დიდი იყო. პირველ ტაიმში გოლები გაიტანეს ლუის სუარესმა (13,40 წთ) და ლეო მესიმ (31-ე წთ); შესვენების შემდეგ მეტოქის რბევა დიდებულმა ანდრეს ინიესტამ (52-ე წთ) და...
პაპუ
კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დამკვიდრდა კარგ ევროპულ გუნდში. გიორგი პაპუნაშვილი ბოლო დროს მაგრად ათამაშდა „სარაგოსაში“. ახლა ქვედა ლიგაშია, სეგუნდაში, მაგრამ ეს ის „სარაგოსაა“, თასების თასი რომ მოიგო 90-იან წლებში და პრიმერაში დაბრუნების შანსი აქვს. ესპანური სეგუნდა დივიზიონის ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. „სარაგოსას“ ქართველმა ნახევარმცველმა წინა ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ დააქუხა შორიდან, ახლა კი „ალმერიასთან“ 2:1 მოგებულ...
მეორე დივიზიონი კვირამდე გადაიდო
საქართველოს ჰოკეის ნაკრებს უკვე დღესვე შეეძლო მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონში აღზევებულიყო, მაგრამ როლანდ სვანიძის გუნდმა, რომელმაც ტურნირის პირველი სამი შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგო, მოულოდნელად 2:4 დათმო თამაშების მასპინძელ და ერთ-ერთ აუტსაიდერ სამხრეთ აფრიკასთან, და ახლა საიმისოდ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს, კვირას აუცილებლად უნდა სძლიოს ტაივანს. ქართველმა ჰოკეისტებმა მეტოქის 29 დარტყმის წილ 52-ჯერ სცადეს აფრიკელთა კარის...
სისხლისდენა თურქეთის ნახევარფინალში
შენოლ გიუნეშს თავში ტრიბუნიდან ნასროლი ნივთი მოხვდა. ცნობილი მწვრთნელი საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს ამბავი თურქეთის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების უგოლო საპასუხო შეხვედრის 58-ე წუთზე მოხდა. თამაში შეწყდა. ერთმანეთს სტამბოლის გუნდები „ფენერბაჰჩე” და „ბეშიქთაში” ხვდებოდნენ. მატჩი რამდენჯერმე გიუნეშთან დაკავშირებულ ინციდენტამდეც შეწყდა. მედიის ცნობით მაყურებლის მიერ ნასროლი ნივთით წაქცეულ „ბეშიქთაშის” თავკაცს ხუთი ნაკერი დაადეს. გასახდელში ჩხუბი ატყდა ფეხბურთელებს და მწვრთნელებს...
ნანა: +1
სლოვაკურ ვისოკე-ტატრეში დასრულებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ თავისი მორიგი წარმატება, კერძოდ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენებურმა 11 პარტიაში 8 ქულა დააგროვა და ჩემპიონ რუსს ვალენტინა გუნინას ქულით ჩამორჩა. კონტინენტის შარშანდელი გამარჯვებული, ნანა რეიტინგით შეჯიბრზე მესამე ნომრად იყო განთესილი და მეოთხე ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა ცხრილს, თუმც მეხუთეში დამარცხდა და პირველობა გუნინას დაუთმო. ისინი...
საქართველომ ჰონკონგს წუთები დაუთვალა
იყო დრო, როცა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ჰონკონგთან 0:12 (2014 წ.) და 3:11 (2015 წ. ) აგებდა, მაგრამ 2016 წლიდან მოყოლებული ჩვენ შორის ძალთა თანაფარდობა საგრძნობლად შეცვლილია და აგერ უკვე მესამე წელია, ამ გუნდს ათ შაიბაზე ნაკლები სხვაობით აღარ ვუგებთ – შარშანწინ და შარშან მათ ერთნაირი ანგარიშით – 14:3 – ვძლიეთ, დღეს კი 11:1...
ერთი კვირის წინანდელი გამომეტყველება
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ბორნმუთს” 2:0 მოუგო, პოლ პოგბამ კარგად ითამაშა და ჟოზე მოურინიუმ ფრანგ ნახევარმცველზე სულ კარგი სიტყვები თქვა. და მაინც, ინგლისელ ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ „განსაკუთრებულის” ჟესტიკულაცია სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. ფეხბურთელი, რომელშიც „იუნაიტედმა” თავის დროზე 105 მილიონი ევრო გადაიხადა, პორტუგალიელმა მე-80 წუთზე მაინც შეცვალა. არადა, პოგბამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ცნობისთვის: მიმდინარე სეზონში მოუმ...









