კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დამკვიდრდა კარგ ევროპულ გუნდში. გიორგი პაპუნაშვილი ბოლო დროს მაგრად ათამაშდა „სარაგოსაში“. ახლა ქვედა ლიგაშია, სეგუნდაში, მაგრამ ეს ის „სარაგოსაა“, თასების თასი რომ მოიგო 90-იან წლებში და პრიმერაში დაბრუნების შანსი აქვს.
ესპანური სეგუნდა დივიზიონის ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. „სარაგოსას“ ქართველმა ნახევარმცველმა წინა ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ დააქუხა შორიდან, ახლა კი „ალმერიასთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში შეაგდო.
„პაპუ“ სასტარტოში იყო და ტაიმნახევარი ითამაშა. გოლი კი ახლოდან, დაბალი დარტყმით გაიტანა. ამ გოლით ანგარიში 1:0 გახდა. „ლა რომარედას“ სტადიონზე შეკრებილმა ქომაგებმა ტაშითა და სკანდირებით გააცილეს ქართველი მინდვრიდან.
„სარაგოსა“ მეოთხე ადგილზე, საფლეიოფო ზონაშია და არც ისაა გამორიცხული, პირველ-მეორეზე გავიდეს და პრიმერაში პირდაპირ გადავიდეს.
კარგი შემტევი ნახევარმცველია პაპუნაშვილი. ცაციით ძლიერი და ზუსტი დარტყმით.
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/07/2026 | 22:39გამოუშვით ესპანეთი
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
მთავარი ამბავი12/06/2026 | 16:59კითხვა შეერთებული შტატების საკონსულოს: იცით, ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება?
