კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
კვარას თამაში არ გამოუვიდა
ჩანაწერი

კვარას თამაში არ გამოუვიდა

პირდაპირ ვთქვათ, ხვიჩა კვარაცხელიას „ლილთან’’ შეხვედრა, რომელშიც ოსმან დემბელემ ორი ჩინებული გოლი შეაგდო, ხოლო მისმა „პარი სენ ჟერმენმა’’ 3:0 მოიგო, არ გამოუვიდა. მიზეზს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ძნელია გააკრიტიკო საიტი maxifoot რომელმაც ქართველს 4 ქულა დაუწერა (მასზე დაბალი შეფასება მხოლოდ სენი მაიულუს ერგო – 3) და სიტყვიერად ასე დაახასიათა: „გარემარბმა უნდილი შეხვედრა ჩაატარა. როდესაც ქართველი ბურთს...

პერესმა თუ ჩაიფიქრა…
ჩანაწერი

პერესმა თუ ჩაიფიქრა…

საყოველთაოდ ცნობილი ამბავია – „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რამე თუ ჩაიფიქრა, ბოლომდე მიიყვანს. ჰოდა, აგერ, ბატონო: ფლორენტინო პერესი პირადად არის დაინტერესებული „მანჩესტერ სიტიდან“ ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის გადაბირებით და მზად არის მის სანაცვლოდ ნახევარი მილიარდი ევრო გადაიხადოს. სიგიჟეა? გეთანხმებით, ასეა, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი უცხოური პრესა ამ ამბითაა აჭრელებული. ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან. 25 წლის ჰოლანდის სატრანსფერი ფასი 200...

დღეს შუაღამისას პსჟ-მ უნდა მოიგოს
ჩანაწერი

დღეს შუაღამისას პსჟ-მ უნდა მოიგოს

საფრანგეთის დროით დღეს საღამოს 9 საათზე, საქართველოს დროით კი ზუსტად შუაღამისას „პარი სენ ჟერმენი’’ „ლილს’’ მასპინძლობს. საფრანგეთის თასიდან ოთხი დღის გავარდნილი პარიზელების მწვრთნელი ლუის ენრიკე ამ შეხვედრაში უძლიერესი შემადგენლობით აპირებს თამაშს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კუნთის გაჭიმვის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს პორტუგალიელი ჟოაო ნევეშია. შეგახსენებთ, რომ თანაქალაქელი „პარიზის’’ წინააღმდეგ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში ესპანელმა თავკაცმა რამდენიმე...

გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან
ჩანაწერი

გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან

„თავს კარგად ვგრძნობ. მართალია ბოსნიაში დასვენებაა, მაგრამ მე ვარჯიში არ შემიწყვეტია, გუშინ კი საშუალება მომეცა უკვე ახალ თანაგუნდელებთან ერთად მევარჯიშა. მზად ვარ როგორც კი მწვრთნელს დავჭირდები საქმეში ჩავერთო. მინდა „რასინგის’’ პროექტის ნაწილი გავხდე. მომეცა საშუალება ხოსე ალბერტოსთან (მწვრთნელთან) მელაპარაკა. მან კარგად მიმიღო, მაგრამ ტაქტიკურ საკითხებზე დეტალურად ჯერ კიდევ დავილაპარაკებთ’’, ― თქვა გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის სეგუნდა...

ქართული ოქრო ყინულზე
ჩანაწერი

ქართული ოქრო ყინულზე

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ფიგურული ციგურაობაში ევროპის ჩემპიონები არიან. ჩვენი წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ მთავარი თავისუფალი პროგრამა იყო, სადაც კონკურენტად გერმანელი ევროპის მოქმედი ჩემპიონები ჰყავდა. თუმცა, ქართული წყვილი მეორე დღესაც დამაჯერებელი იყო  და კონტინენტის პირველობა ირგუნა. ჩვენებმა ჯამში 215.76 ქულა დააგროვეს და კონკრენტები ახლოს არ გაიკარეს. მოქმედი ჩემპიონები, გერმანელები – მინერვა ჰასე...

ნანატრი და დაგეგმილი
ჩანაწერი

ნანატრი და დაგეგმილი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ნანატრი და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ათანასიოს კაჩიგიასის გუნდმა მესამე ტურში სლოვენია 22:11 დაამარცხა და შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. საქართველოს ამ წყვილში უდავო ფავორიტად კი მიიჩნეოდა, მაგრამ პირველი ტაიმი გაგვიჭირდა და ფრე – 8:8 დასრულდა. თუმცა, შესვენების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ჩვენებმა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. მომდევნო ეტაპზე ისევ ჯგუფური...

არბელოას პირველი თავის მართლება
ჩანაწერი

არბელოას პირველი თავის მართლება

სრული სირცხვილი – ასეთი იყო მადრიდული მედიის რეაქცია ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალის’’ მარცხზე „ალბასეტესთან’’, რომელიც ლა ლიგა 2-ში მე-17 ადგილზეა. წაგებას ორმაგად მწარე გემო იმიტომ ჰქონდა, რომ ეს იყო „ლოს ბლანკოსის’’ ახალი მწვრთნელის ალვარო არბელოას პირველი თამაში. მან რამდენიმე დღის წინ ჩაბი ალონსო შეცვალა და კლუბის ხელმძღვანელებს ეგონათ, რომ მდგომარეობას მყისვე გამოასწორებდა. მათ სამწუხაროდ...

მაროკოს გაჩერება ძნელია
ჩანაწერი

მაროკოს გაჩერება ძნელია

პირველად 2004 წლის შემდეგ და ისტორიაში მესამედ მაროკოს ნაკრები აფრიკის ერთა თასის ფინალში გავიდა. საამისოდ შეჯიბრების მასპინძლებმა ნახევარფინალში პენალტებით ნიგერია დაამარცხეს. მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ნიგერიელებმა ნახევარფინალი ცუდად ითამაშეს, მაგრამ აშრაფ ჰაკიმისა და მის გუნდს საქმე საპენალტე ციებ-ცხელებამდე მაინც მიუყვანეს. პრესაში ამ მატჩს ნაადრევ ფინალს უწოდებდნენ. მიზეზი: მოედანზე ერთდროულად იდგა „შავი კონტინენტის’’ ბოლო სამი წლის...

უემბლი მარტიდან ფეხზეც დადგება
ჩანაწერი

უემბლი მარტიდან ფეხზეც დადგება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებმა გადაწყვიტეს „უემბლის’’ ზედა იარუსს 10 ათასი ფეხზე სადგომი ადგილი დაამატონ, რის შედეგადაც ლონდონის ლეგენდარული სტადიონი გახდება ბრიტანეთში ყველაზე მეტი სადგომი ადგილის მქონე სარბიელი ბოლო 30 წლის განმავლობაში. რეკონსტრუქციის წყალობით მარტში „კარაბაოს თასის’’ ფინალსა და სხვა, მათ შორის ინგლისის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებზე (ურუგვაისა და იაპონიასთან), საშუალოდ ყოველი რვიდან ერთზე მეტი მაყურებელი ფეხზე...

მეორე მარცხი ბელგრადში
ჩანაწერი

მეორე მარცხი ბელგრადში

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე მატჩში ხორვატიასთან დამარცხდა – 7:18. მეტნაკლებად დაძაბული მხოლოდ პირველი პერიოდი იყო, რომელიც ხორვატებმა 3:2 მოიგეს; დანარჩენი მეოთხედები პირწმინდად წავაგეთ. ყველაზე ცუდი, ბერძნებთან შეხვედრის არ იყოს, ისევ მეორე მეოთხედი გამოგვივიდა. ბალკანელებს მოგება არ გასჭირვებიათ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა ასეთია: რაზმაძე (1 გოლი), ტყეშელაშვილი, დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე...