გამთენიისას სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ პორტლენდს ესტუმრა 110:98 მოუგო. ეს მატჩი უფრო იმით იყო გამორჩეული, რომ ჩვენიანი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე გახდა. მამუმ ზედიზედ მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 34.51 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ექვსიდან სამი სამქულიანი და ორიდან...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
მთავარი მამოძრავებელი ძალა დაბალი ნიშნით
„ქართველი გარემარბი ბურთის კონტროლისა და მოკლე დრიბლინგების წყალობით მოწინააღმდეგეს მუდამ პრობლემებს უქმნიდა. მისი მოქმედებები იყო ძალიან აქტიური და ზუსტი, მაგრამ ბოლო პასებსა და დარტყმებში ეფექტურობა აკლდა. და მაინც, თამაშზე მისი დიდი გავლენა კარგად გამოჩნდა იმ ეპიზოდში, როდესაც საჯარიმოდან ბურთი ზუსტად გამოიტანა, რასაც პსჟ-ს გოლი მოჰყვა’’, ― აღნიშნა maxifoot-მა და… ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარ სიტყვებთან შეუსაბამოდ დაბალი...
მბაპე რონალდუს უტევს
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპეს ყველა შეჯიბრებაში ერთად 27 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გატანილი. ამ გოლებიდან საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა 19 ლა ლიგაში შეაგდო, ხოლო 11 ჩემპიონთა ლიგაში. მართალია მას „რეალში’’ გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი აქვს მოგებული მაგრამ როდესაც გატანილ გოლებს ითვლიან მას უკვე კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ. 2025 წლის ბოლოს მბაპე რისკავდა....
საქართველო ევროპაში მეათეა
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მე-10 ადგილზე დაასრულა. მეცხრე ადგილისთვის მატჩში ათანასიოს კეჩაგიასის გუნდი საფრანგეთთან 13:16 დამარცხდა. პირველი პერიოდი ფრანგებმა ანგარიში 4:2 მოიგეს. მეორე პერიოდში საქართველომ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დასკვნითი ნაწილი ფრანგებმა უკეთ ჩაატარეს და პირველი ტაიმის შემდეგ 10:6 დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში თამაშის მოტრიალება არ მოხერხდა და ფრანგები ისევ ოთხი ბურთით ლიდერობდნენ. ჩვენებმა...
ერთი მოხსნა ორმაგამდე
სანდრო მამუკელაშვილი და „ტორონტო“ საკრამენტოში სათამაშოდ ჩავიდნენ და მეტოქე 122:109 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე დაბრუნდა და პარკეტზე 32.20 წუთი გაატარა. მამუს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი. სანდრომ ექვსიდან ხუთი ორქულიანი, რვიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგა ჰქონდა, მისი...
რიგა, ლატვია, 0:4…
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ლატვიასთან გამართა და 0:4 დამარცხდა. ლატვია მატიუშენკოს გოლით მესამე წუთზე დაწინაურდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გასათანაბრებლად შეუტია, საგოლე მომენტებიც ბევრი შექმნა, მაგრამ ხან ლატვიის ნაკრების მეკარე რაინერს მურნიეკსი თამაშობდა კარგად, ხანაც შემტევები სცოდავდნენ და ტაიმიც ასე მორჩა. გოლის გატანა მეორე ტაიმის დასაწყიშიც შეგვეძლო, ვერ გავიტანეთ და სამწუთიან მომანკვეთში ტარანოვსკისგან...
მოუგებელი ევროპა
ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა სამი წაგებით დაასრულა. ტიტე კალანდაძის გუნდი ბოლო ტურში ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა. დაახლოებით ათი წუთი თამაში ბურთი ბურთში წავიდა. მდევრის როლში საქართველო იყო. გიორგი ცხოვრებაძის გოლით საქართველო მე-11 წუთზე პირველად დაწინაურდა; მე-18 წუთისთვის საქართველოს ორბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ 25-ე წუთიდან მეტოქემ იგდო ხელთ მატჩის სადავეები. დაწინაურდნენ და პლუს სამი ბურთიც მიაყოლეს....
სობოსლაის უჩვეულო გოლი
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელს’’ სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი იყო პირველი გოლი, რომელიც უნგრელმა ვარსკვლავმა დომინიკ სობოსლაიმ ჯარიმიდან გაიტანა. ეს მოხდა შესვენების წინ, 45+1 წუთზე. ნახევარმცველმა ამხტარ ცოცხალ კედელს ბურთი დაბლა გაუტარა და ხერონიმო რულის კარში შეაგდო. შეხვედრის შემდეგ სობოსლაიმ TNT სპორტს მოუყვა, როგორ მოუვიდა ასეთი დარტყმა თავში აზრად: „საშინაო დავალება მქონდა. მირჩიეს,...
ერთი მეორეშიც მოვიგეთ
სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თურქეთს ეთამაშა და 14:11 აჯობა. პირველი მეოთხედი თურქების იყო და 3:1 მოიგეს, მაგრამ მეორეს დასაწყისში წინ უკვე ჩვენები იყვნენ. თუმც, უპირატესობა ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ და ტაიმი 6:6 დასრულდა. მესამე მეოთხედში შეცდომებს ვუხშირეთ და მეტოქე ისევ ორი ბურთით გაგვექცა. მართალია, გათანაბრება მოვახერხეთ, მაგრამ მაინც...
მამუს ორმაგი დუბლი
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ კალიფორნიაში რჩება. კანადური გუნდი ამჯერად „გოლდენ სტეიტს“ გაეჯიბრა და 145:127 აჯობა. ქართველი კალათბურთელი „რეპტილიებს“ გამარჯვებაში ორმაგი დუბლით წაეხმარა. მამუმ პარკეტზე 25.39 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი „ტორონტომ“ მეტოქეზე სამი ქულით მეტი...









