ეს იყო წარმოუდგენელი ტური. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონ პრო დ2-ში პირველი ტურის 8 მატჩიდან 5-ში ქართველებმა ლელოს გატანა მოახერხეს. ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და 7-მა მათგანმა სეზონის სტარტი ლელოთი აღნიშნა, ეს კი უპრეცედენტო შემთხვევაა. გასული სეზონის მიწურულს პრო დ2-ში ადგილის მხოლოდ პლეი-ოფის მოგების წყალობით შენარჩუნების შემდეგ „ორიაკმა“ ახალი სეზონი ბრწყინვალე გამარჯვებით...
კატეგორია: დავთარი
წყნარი ტური
ეროვნული ლიგის 23-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა. „იბერიამ“ მინიმალური ანგარიშით აჯობა წყალტუბოში კაცნაკლულ „სამგურალს.“ (მასპინძელთა კაპიტანმა, დემურ ჩიხლაძემ 23-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო). ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე 20 წლის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა იბერიელთა უშუალო მდევარმა „დილამ.“ გორელებმა საკუთრ „თენგიზ...
გული
ვინ იცის, იმ ენით აუწერელ ხმაურში, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარამდე მისული დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა, მაგრამ გარეგნულად, თითქოს ვარჯიშზე მორიგ საწვრთნელ დარტყმას ასრულებდა, ისე მივიდა ბურთთან. ერთხანს უყურა, მერე დაიძრა, თითქმის შეუმჩნეველი პაუზა და… ბურთი კი არ გაფრინდა, ბურთი გაგორდა… მეკარემ გამოიცნო დარტყმის მიმართულება… ერთი შექანება, გულიც კი შემიქანდა, მაგრამ იუველირის სინატიფითა და...
წითელი ტური
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში ფეხბურთელი გააძევეს, ერთში კი ორი. კერძოდ, „თელავი“ – „დინამოს“ მატჩში მსაჯმა ჯერ ჯაბა კანკავა დაითხოვა მინდვრიდან, შემდეგ კი განელი ბარნს ოსეი. ამის მიუხედავად თელაველებმა მაინც ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ქულების აღება. ცალკე გამოსაყოფია კანკავას ამბავი – 39 წლის საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მიმდინარე სეზონში მესამედ მიიღო წითელი ბარათი… ამჯერად...
ექვსქულიანების ტური
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ორი „ექვსქულანი“ მატჩი გაიმართა. „დილამ“ უშუალო კონკურენტს, ლიდერ „იბერიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:6 დამარცხდა. მესამე წრის დასაწყისში „იბერია“ „დილას“ 6 ქულით უსწრებდა, მაგრამ გორელებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს და „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გამართული მატჩიც ამად იყო საინტერესო, შეძლებდა თუ არა „დილა“ გალიდერებას. მაგრამ ყველაფერი საპირისპროდ მოხდა – გია გეგუჩაძის შეგირდებმა ექვსი უპასუხო...
ნაპოლი – უკანალში ეკალი
– „მილანი’’, „ინტერი’’ და „იუვენტუსი’’ ყოველთვის მწვერვალზე იქნებიან, ამიტომ ჩემი მიზანი „ნაპოლის’’ ისეთ გუნდად ჩამოყალიბებაა, რომელიც ამ სამეულს გააღიზიანებს და იმავდროულად ნეაპოლელ გულშემატკივარს სიამაყით აღავსებს, – თქვა ანტონიო კონტემ. calciomercato კი წერს, რომ მწვრთნელის ეს ნათქვამი ვეზუვისქვეშეთში ბევრს შეიძლება არ ესიამოვნოს, რადგან ის ფაქტობრივად იმეორებს მანტრას, რომ მისი გუნდი სერია A-ს დიდი სამეულისთვის „უკანალში ეკალია’’...
ოდენ ქულა
… მეორე წრის დასრულების შემდეგ „იბერია“, რომელსაც წინა სეზონიდან მოყოლებული 30 მატჩი არ წაეგო, ექვსი ქულით უსწრებდა უშუალო მდევარ „დილას“, მაგრამ ევროთასებზე ცუდმა გამოსვლამ ეტყობა უარყოფითად იმოქმედა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მესამე წრე დაიწყო და მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავთან“ წააგო, ამჯერად კი „ტორპედოს“ უგოლოდ დაშორდა. ამასობაში „დილამ“ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო, ამჯერად „გაგრასთან“ და...
ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
აი, ხომ მეტისმეტად უცნაურია განცხადება, რაც „სპაერმა“ გაავრცელა, მაგრამ გვერწმუნეთ, არაფერია უფრო ადეკვატური ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელი ყოფის მოსაყოლად. აბა, წარმოიდგინეთ, ბევრი წლის მერე, შთამომავლობა რომ გკითხავთ, თქვენ დროს როგორი იყო ჩვენი ფეხბურთიო, უკეთესს რას წააკითხებთ? აქამდე ერთხელ გვახსენდება მსგავსი რამ, როცა „საბურთალომ“ (სანამ „იბერიას“ დაირქმევდა) გულშემატკივრებს უთხრა, თამაშზე არ მოხვიდეთო… არ გჯერათ ან ვერ...
შევხვდებით საქართველოში!
იტალიაში დასრულებული მსოფლიოს 20-წლამდელთა სარაგბო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მოიგო და ამ ქვეყნის ჰეგემონია რაგბზე უკვე გლობალურად და ყველა დონეზე დამყარდა. გადამწყვეტ მატჩში „ლიტლ ბოკემ“, ანუ „პატარა ქურციკებმა“ ახალი ზელანდიის 20-წლამდელები 23:15 დაამარცხეს და ისტორიაში მეორედ გახდნენ საჩემპიონო ტიტულის მფლობელები. აქვე გეტყვით, რომ ზელანდიელებს 6 ჩემპიონობა დარჩათ, ინგლისელებს – 4, ფრანგებს – 3. ანუ 15...
ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონთან
შაბათს, 19:10-ზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკის ქალაქ მბამბელაში დაუპირისპირდება მსოფლიო ჩემპიონს. სამხრეთ აფრიკის ნაკრები, იგივე „სპრინბოქს“, ან „ბოკე“ (ქართულად – „ქურციკები“ მსოფლიო რაგბის ყველაზე ტიტულოვანი ეროვნული გუნდია – მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ბოლო ორი ტიტული 2019 და 2023 წლების მსოფლიო თასებზე მოიპოვა. ესაა სუპერგუნდი, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგშიც კარგა ხანია, ლიდერობს და შარშანწინდელი ტრიუმფის...









