გამოუცნობი დინამო ელიგის მე-20 ტური წუხანდელი ორი მატჩით დამთავრდა, თუმც ცენტრალური შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. რიხიანად ზედიზედ მოგებული ორი მატჩის შემდეგ, დინამოელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს, ბათუმში პირველი სერიოზული გამოცდა ელოდა. უნდა გვენახა, რას დაუპირისპირებდა მოყოჩაღებული მდევარი ლიდერს. მაგრამ „ბათუმმა“ ყველა კომპონენტში აჯობა სტუმარ თბილისელებს, 4:1 დაამარცხა და 9 ქულით გაექცა. ახლა გია...
კატეგორია: დავთარი
სად ესწრება ფეხბურთს ყველაზე მეტი მაყურებელი?
ფეხბურთს რომ გულშემატკივრის გარეშე ფასი არ აქვს, დიდი ხნის ცნობილი ამბავია. გახსოვთ, როგორ იყო კოვიდის წლებში? ტრიბუნებზე ხალხს არ უშვებდნენ, მაგრამ სიცარიელეს გულშემატკივართა ბანერებს აფარებდნენ, რეპორტაჟებს ადრე ჩაწერილ გუგუნს ადებდნენ და ცდილობდნენ სრულყოფილი საფეხბურთო ატმოსფერო შეექმნათ. მაშინ, მაყურებლის გარეშე დარჩენილმა „ლივერპულმა” „ენფილდზე” ზედიზედ ექვსი შეხვედრა წააგო, არადა მანამდე ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დამარცხებულა. დღეს...
სარაგბო ზაფხული ქუთაისში იწყება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ზაფხულის სატესტო სეზონს კვირას, 3 ივლისს დაიწყებს. 18 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ სტარტს აიღებს ბორჯღალოსნებსა და არგენტინა XV-ს შორის მატჩი, რომელიც განიხილება, როგორც გენერალური რეპეტიცია ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის, რომელიც ერთი კვირის თავზე უკვე ბათუმში შედგება – საქართველო იტალიას უმასპინძლებს! თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ქართველთა სანაკრებო სტატისტიკის ოფიციალურ ნაწილში...
უელსსაც ვერ ვაჯობეთ
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა იტალიაში მიმდინარე ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების ეგიდით მეორე მატჩიც წააგეს – თანატოლ უელსელებთან შეხვედრა 24:30 დათმო. პირველი ნახევარი მეტად არეული სცენარით წარიმართა, ვითარებაზე დიდი გავლენა ქართველთა უდისციპლინობამ მოახდინა – რეფერის ერთი მეორის მიყოლებით რატი ზაზაძისა და მატის მოდებაძის გასინბინება მოუხდა, რამაც ჩვენი ნაკრები რაღაც ხნით 2-კაცნაკლული დატოვა. მაგრამ ფიზიკურად ქართველი ჭაბუკები ბრიტანელებს...
თარსი ნომერი ჩელსიში
ზოგადად ფეხბურთში 9 ნომრიანი მაისურა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია, საუკეთესოა, მაგრამ „ჩელსიში”… აი, „ჩელსიში” 9 ნომერს სჯობს მოერიდო. საშიშია. ამ მაისურმა ბევრ გამოჩენილ თავდამსხმელს გაუფუჭა კარიერა. ზოგს ცხოვრებაც გაურთულა. „ჩელსის” 9 ნომრის ბოლო მსხვერპლი გახლავთ ბელგიელი რომელუ ლუკაკუ, რომელმაც „ლურჯების” გუნდში საშინელი სეზონი გაატარა და „ინტერში” გაიქცა. არადა, 97,5 მილიონ გირვანქად იყო ნაყიდი. „სტემფორდ ბრიჯზე” 9...
დინამოს დიდი ამბავი
29 ივნისი თვალსაჩინო ნიმუშია იმის, როგორ არ ვუფრთხილდებით ისტორიას! 60 წლის წინ ამ დღეს, საკალათბურთო „დინამომ“ ჩემპიონთა თასი მოიგო. ჟენევურ ფინალში ქართველმა კალათბურთელებმა მადრიდის „რეალი“ 90:83 დაამარცხეს. არც იქამდე და არც მერე, არც ერთ სახეობაში ქართულ კლუბს ჩემპიონთა თასი არ მოუგია. ახლა კი, მიმოვიხედოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენს გარშემო ადამიანების უმრავლესობამ ყველაზე დიდი საკლუბო გამარჯვების...
ბასილაშვილი აგრძელებს, გორგოძემ დაამთავრა
უიმბლდონის პირველი წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 37 წლის ჩეხს, ლუკაშ როსოლს მოუგო და ამ პრესტიჟული ტურნირის მომდევენო ეტაპზე გავიდა. როსოლი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 280-ე ადგილზეა, კერკეტი კაკალი გამოდგა და ჩვენებურმა მძიმე ბროლაში იმარჯვა – 6:7; 7:6; 3:6; 6:3;6:3. ბასილაშვილი სეტებში ორჯერ აგებდა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება მაინც შეძლო. პირველი და მეორე სეტი ერთნაირი გამოდგა: ჯერ ბასილაშვილმა დააბრეიკა...
ხორვატიამ რვას არ გაგვაკარა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ხორვატიასთან 7:13 დამარცხდა და ბრძოლას 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს. 13 გაშვებული გოლის მიუხედავად ისევ კარგად ითამაშეს ჩვენმა მეკარეებმა, მაგრამ თავდასხმაში ისევ ვერ ვივარგეთ. ბევრჯერ ვერ გამოვიყენეთ მეტობა, ერთხელ ორკაციანიც. ხშირი იყო შეტევაში ჯარიმა და ამ ყველაფერმა მარცხამდე მიგვიყვანა. შესვენებამდე 4:7 ვაგებდით, მესამე მეოთხედში კი, გოლიც ვერ გავიტანეთ,...
ხვიჩას გაცილებამდე
29 ივნისს, ელიგის მე-20 ტურში „ბათუმი“ „დინამოს“ უმასპინძლებს. წინა ორ წრეში ერთი შეეხვედრა ზღვისპირელებმა მოიგეს (3:0), მეორე ფრედ დამთავრდა (0:0). თამაშის შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას გააცილებენ ბათუმიდან. 1 ივლისიდან ის ოფიციალურად გახდება იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელი. ძალიან საინტერსო თამაში უნდა გამოვიდეს. ტური 2 ივლისს დასრულდება. შემდეგ კი ელიგაში 13 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდება. ახლა კი მე-19 ტურის...
საქართველომ ექვსი ერი მარცხით დაიწყო
იტალიის სტადიონებზე სტარტი აიღო მორაგბე 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებმა და ამ ტურნირში ტრადიციული ევროპული ექვსი სარაგბო ერის გარდა სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებიც მონაწილეობენ. შეჯიბრება პარასკევს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ჯახმა გახსნა, რომელიც ახალგაზრდა „სპრინგბოქსმა“ 30:22 მოიგო, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთის 20-წლამდელებმა ირლანდიელი თანატოლები გაანადგურეს – 42:21. შაბათს კი იმ ჯგუფის მატჩებიც შედგა,...









