16 ივლისს 18 საათზე ქუთაისის სარაგბო სტადიონ „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთა ტესტ-მატჩი. ბორჯღალოსნები ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან, მათ ხომ გასულ კვირას ბათუმში თვით იტალია დასცეს! მაგრამ „ლობუშთან“ შეხვედრასაც ახლავს ქვეტექსტი: სწორედ „მგლებმა“ შეწყვიტეს ბორჯღალოსანთა გამარჯვებების მრავალწლიანი და მრავალმატჩიანი სერია. საუბარია „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, სადაც 2017 წლის მარტში რუმინელებთან...
კატეგორია: დავთარი
იღბალი. ფარდა
გთხოვთ, ნუ გაიმეორებთ ძველ და უსაშველოდ გაცვეთილ ფრაზას, რომ პენალტების სერია საფეხბურთო ლატარეაა, რაკი ლატარეის მოსაგებად იღბალის გარდა არაფერია საჭირო და ისე გამოვა, თითქოს „დინამოს“ არაფერი აკლდა იღბალის გარდა. ეს ტყუილია! „დინამოს“ თუკი რამე ჰქონდა ჭარბად, სწორედ რომ იღბალი! საბუთი გნებავთ? ინებეთ! წილისყრაზე ათობით ვარიანტს შორის XXI საუკუნში დაარსებული ესტონური გუნდი რომ ამოგივა, რომელსაც ევროთასებზე...
პატარა ბორჯღალოსნებმა ფრანგებს ვერ გაუძლეს
საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა „20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიები“ მარცხით დაასრულა და 8-გუნდიან ტურნირში მე-6 ადგილზე გავიდა. მართალია, მე-5 ადგილისთვის მატჩი ფრანგი თანატოლების წინაამდეგ ლადო კილასონიას ბიჭებმა უშანსოდ – 17:44 წააგეს, მაგრამ მთლიანობაში მათი გამოსვლა დადებით შეფასებას იმსახურებს. რატომ? იმიტომ, რომ ევროპული ექვსი ერის 20-წლამდელები გაცილებით შეთამაშებულები არიან – ყოველ თებერვალ-მარტში ექვსი ერის...
როგორ ჩამოგლიჯეს კარი ქართველებმა…
მსოფლიო მედიას ბორჯღალოსანთა გამარჯვება, ცხადია, უყურადღებოდ არ დაუტოვებია. წამყვანი სარაგბო თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემები ხაზგასმით საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ექვსი ერისა“ და „მსოფლიო რაგბის“ მამებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს. ფრანგული სარაგბო გამოცემა „რაგბირამა“: „კვირას საღამოს საქართველომ თავის ისტორიაში ულამაზესი ფურცელი ჩაწერა: ბორჯღალოსნებმა იტალიის ნაკრები 28:19 ჭკუიდან გადასული პუბლიკის თვალწინ დაამარცხეს და ეს იყო არათუ...
საქართველოს გაუმარჯოს! ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს!
დიახ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კალათბურთელების დაწყებული საქმე გააგრძელა და ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა! აქამდე ბათუმის ულამაზეს ახალ სტადიონზე ბორჯღალოსნებს არასოდეს ეთამაშათ, იტალია საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ე. წ. ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი! 28:19 – ასეთი ანგარიშით მოიგო ლევან მაისაშვილის რაზმმა. „რაზმი“ – სხვას ვერაფერს უწოდებ ამ ვაჟკაცების...
ბნელა, ბნელა
ქართული სანაკრებო ფეხბურთის ბოლოდროინდელი წარმატება იმედის ნაპერწკალს კი გვიჩენს, მაგრამ დაიწყო ევროტურნირები და საფეხბურთო რუქაზე ისევ ჩვენს ადგილზე აღმოვჩნდით. ერთადერთი იმედიანი მატჩი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბათუმმა“ გამართა, რომელმაც სტუმრად, ბრატისლავას „სლოვანთან“ უგოლოდ ითამაშა, ამასთან – კაცნაკლულმა. კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციოზე რა სირცხვილიც ვჭამეთ, ყველამ კარგად უწყის… თუმცა, არც ეს გაგვკვირვებია. რატომ? იმიტომ რომ ქართული...
ერთად მოვუგოთ იტალიას !
კვირას, ბათუმის ულამაზეს ახალ სტადიონზე, საღამოს 8 საათზე სტარტს აიღებს საქართველოს და იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების ტესტ-მატჩი. ბორჯღალოსნების გადმოსახედიდან, ესაა ბოლო წლების მთავარი მოვლენა ჩვენი რაგბისთვის. შეხსენება რა საჭიროა, მაგრამ მაინც: საქართველო მეორე სარაგბო დონის მოწინავეა, ხოლო იტალია პირიქით – ევროპული ექვსი ერის მაჩანჩალა. ჰოდა, უკვე მრავალი წელია, სარაგბო თემის ერთი ნაწილი ამ ელიტური „ექვსი...
საქართველოს მსოფლიო კალენდარი დაულაგეს
კალათბურთში მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა. ბოლო მატჩი რიგაში გაიმართა, სადაც უკრაინის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა. ლატვიის დედაქალაქში დაძაბული მატჩი გამოდგა და ესპანელებმა ნომინალურ მასპინძლებს 77:76 მოუგეს. შედეგად ყველაფერი დალაგდა. გაირკვა ის, თუ როგორი ბალანსით გადავიდნენ გუნდები მეორე ეტაპზე, ვინ ვის, სად და როდის შეხვდება. ცხადია, ჩვენ უფრო საქართველოს ნაკრები გვაინტერესებს… ილიას ზუროსის გუნდი...
უიმბლდონზე ნახევარფინალები გამოჩნდა
უიმბლდონი დასასრულისკენ მიდის. როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, ორსაც დღეს გავიგებთ. ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უმძიმეს ბრძოლაში იტალიელი იანიკ სინერი დაამარცხა. არადა, თავდაპირველად აპენინელი იგებდა და სეტებში 2:0 დაწინაურდა. თანაც ისე, რომ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეჩოგნეს პირველი სეტი 1:4 ჩამორჩენის მერე შემოუტრიალა. ჯოკოვიჩმა, ჰანდიკაპი აქეთ ნახეთო და სამ სეტში სინერი...
ციურიხიდან ფაქსი მოვიდა…
1992 წლის 3 ივლისი. ცხელი ზაფხულის თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე. იამანიძის ქუჩაზე, სფფ-ის ძველ შენობაში ხმაურია. ციურიხიდან ფაქსი მოვიდა – ფიფას კონგრესმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის სრულუფლებიან წევრად აღიარა. საქართველო ოფიციალურად გახდა მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის წევრი. ჩვეულებრივ თავშეკავებულ სფფ-ის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს რაღაც სიამაყენარევი ბედნიერება აღბეჭდვია სახეზე. საქართველო სამ წელიწადს აკაკუნებდა და ფიფამ კარი გაგვიღო,...








