29 ივნისი თვალსაჩინო ნიმუშია იმის, როგორ არ ვუფრთხილდებით ისტორიას!
60 წლის წინ ამ დღეს, საკალათბურთო „დინამომ“ ჩემპიონთა თასი მოიგო.
ჟენევურ ფინალში ქართველმა კალათბურთელებმა მადრიდის „რეალი“ 90:83 დაამარცხეს. არც იქამდე და არც მერე, არც ერთ სახეობაში ქართულ კლუბს ჩემპიონთა თასი არ მოუგია.
ახლა კი, მიმოვიხედოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენს გარშემო ადამიანების უმრავლესობამ ყველაზე დიდი საკლუბო გამარჯვების შესახებ უბრალოდ არაფერი იცის!
დავაზუსტოთ: დეტალები არ იცის კი არა, საერთოდ არაფერი სმენია ამ გამარჯვების შესახებ!
რატომ, როგორ და ვისი ბრალია, ეს ვრცელი მსჯელობის თემაა.
აქ კი, უბრალოდ გვსურს, მოგილოცოთ ისტორიული გამარჯვების 60 წლისთავი და ფინალის უნიკალური ფოტოები წარმოგიდგინოთ.





ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
