როგორც ჩანს, ქართულ ფეხბურთში ძველ-ახალი სკანდალი მწიფდება. ჩვენი ჩემპიონატის მოსაწყენი,უსახურ-მონოტონური ცხოვრება დარღვეულია – მსოფლიოში ერთერთი უდიდესი საბუქმეიკერო კანტორა Bwin-ი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურის „კოლხეთი“-„დინამო“ ჩაწყობილი იყოო… მეჩვიდმეტე ტურის მატჩზე, სადაც თავდაპირველად ზღვისპირელები დაწინაურდნენ, Bwin-ში თურმე უჩვეულო აქტივობა დაფიქსირებულა, რითაც, რასაკვირველია, ტოტალიზატორის უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. ფსონები მხოლოდ ერთი მიმართულებით – დინამოს მოგებაზე შედიოდა,...
კატეგორია: დავთარი
CABRONES!
რუსებს რომ წაეგოთ, მედია არა, მაგრამ რიგითი ქომაგი ყველაზე ხშირად ჯავრიან გულზე დალეულ ლუდს სიტყვას – „Козлы“ დააყოლებდა. ესპანელო კოლეგებო, ხვალინდელი მიმოხილვების საპირველგვერდო სათაურად ამ სიტყვის ზედმიწევნით თარგმანს გთავაზობთ – CABRONES! ესეც ასე… ესპანეთის ნაკრებმა თავისი „ტიკი-ტაკათი“ იმდენი „ატიკი-ტაკა“, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა არ დარჩა. ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა „ფურია როხამ“ ერთობ უსახური ფეხბურთის გარდა ისიც...
… და გაუდგნენ გზასა
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ბანალური და გაცვეთილი სიტყვები ზუსტად გამოხატავს მომხდარის არსს – ეპოქა დასრულდა. სიმბოლურია, რომ მესი და კრიშტიანუ ერთ დღეს დაემშვიდობნენ მსოფლიო ჩემპიონატს და ალბათ, სანუკვარი ოქროს თასის აღმართვის შანსიც საბოლოოდ გაუშვეს ხელიდან. მომავალ, ყატარულ მონდიალზე მესი 35 წლის იქნება, რონალდუ 37-ის… გუშინ ისინი ღრმად მოხუცებულ წყვილს ჰგავდნენ, რომლებსაც უერთმანეთოდ ცხოვრება აღარ...
Kaputt!
ფეხბურთს 22 კაცი თამაშობს, ბოლოს კი ყოველთვის გერმანია იმარჯვებს – გარი ლინეკერის ათეულწლობით გამყარებული ეს საფეხბურთო აქსიომა დაიმსხვრა. აკი დაწერა კიდეც სოციალურ ქსელში ინგლისელთა ექსვარსკვლავმა, ფეხბურთი მარტივი თამაშია, სადაც 22 კაცი 90 წუთის მანძილზე ბურთს დასდევს, ბოლოს კი გერმანელები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ. წინა ვერსია ისტორიას დარჩაო… მსოფლიო მასშტაბის ხმაური მოჰყვა გერმანელების ჯგუფში ჩარჩენას. ასეა, როცა...
და გაზა?
აი, რამდენი რამე ხდება მსოფლიო თასზე და რამდენი განცდა, ტკივილი და სიხარული იფრქვევა ეკრანიდან, მოედანზე და მოედნის გარეთაც უამრავი დიდი და პატარა ამბავი ხდება და მაყურებელს ერთგვარი სევდაც კი იპყრობს ხოლმე, როცა ჯგუფური ეტაპი დასრულდება და მსოფლიო თასის პირველი უფეხბურთო დღე დადგება ხოლმე. მთელს ამ პირველი წრის ორომტრიალში, ერთ-ერთი ყველაზე დრამტული არგენტინის ნაკრების ჯგუფიდან გაღწევის...
ცოტა სერიოზულად, ბიჭო!
გამეფებული, ფრთიანი, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსაყვანი ფრაზა გახლავთ – „ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა“. ეს განსაკუთრებით ქართველებს გვიყვარს თქმა ალბანელებზე, ლუქსემბურგელებზე, მალტელებზე… მეორე მხრივ, ვუყურებ მონდიალის მერვედფინალში გასულთა სიას და თექვსმეტი ნაკრებიდან ათი ევროპულია, ოთხი სამხრეთამერიკული, ერთი ჩრდილოამერიკული (ისიც, ტიპიურ სამხრეთამერიკულს თამაშობს დღე და მოსწრება – მექსიკა) და მხოლოდ ერთია გამონაკლისი – იაპონია. ისიც, ვაი, იაპონელთა ასეთ...
აქეთ წახვალ – იოლია; იქით წახვალ – ბრაზილია
სათაური ცოტა შევაკოხტავეთ. მუნდიალზე არაფერი არაა ადვილი, მაგრამ დავწერთ და თავად ნახავთ განსხვავებას. მაგარი ამბები დატრიალდა მუნდიალის G ჯგუფში. დღეს ინგლისი-ბელგიაა, ორივე გასულია ჯგუფიდან, ორივეს ექვს-ექვსი ქულა აქვს და ორივეს ბურთების ერთნაირი შეფარდება – 8:2. თუ ფრედ მორჩა, ბარათების რაოდენობით გადაწყდება პირველ-მეორეადგილოსანი. მაგრამ ამაზე კი არა, სხვა რამეზე გავამახვილებთ ყურადღებას… ეჭვი გვაქვს, არცერთს არ უნდა...
ფლეი-ოფში მხოლოდ შმეიხელები გადიან
მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ მისულმა 78 ათას ქომაგზე მეტმა გუშინ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი უგოლო ფრე იხილა და მსაჯის სასტვენთან ერთად სტვენით შეაცილა გასახდელში საფრანგეთისა და დანიის ნაკრებები. უსახურმა ფრემ ორივე გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. თითქოს ფრანგებისთვის არაფერი, მაგრამ დანიური ფეხბურთის ისტორიაში კი ჩაიწერა – ამ ქვეყნის ნაკრებმა 20-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის საგზური და...
მინდა ქუჩაში ჯანმრთელმა და მხარბეჭიანმა ქართველებმა იარონ
შიდოკანი – საბრძოლო სამჭიდი, რომელიც კარატეს, კიკბოქსინგსა და MMA – ს (ბრძოლა წესების გარეშე) აერთიანებს. სპორტსმენები სამრაუნდიან ბრძოლაში რიგრიგობით სამივე ამ სახეობაში ერკინებიან ერთმანეთს. ბუნებრივია, სანახაობრივი სპორტია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულიც. საქართველოში შიდოკანის ფედერაცია ზუსტად ოცი წლის წინ დაფუძნდა. დამფუძნებელი და უცვლელი პრეზიდენტი იოსებ კობერიძე გახლავთ – შავი ქამრის V დანის მფლობელი ორ სხვადასხვა...
ექვსი ფავორიტი და სხვანი
პირველმა ორმა ტურმა გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა თითოეული გუნდის მზადყოფნის, მათი პლუსებისა და მინუსების შესახებ. ეგ კი არა, ევროპელმა ექსპერტებმა პროცენტულადაც კი აწონეს ყველა გუნდის შანსები და აღმოჩნდა რომ ფავორიტი ექვსია. მივყვეთ თანმიმდევრობით. ბრაზილია – 25% ბრაზილიელები რუსეთში აშკარა ფავორიტის რანგში ჩავიდნენ. მათი რეიტინგი ოდნავ კი შეირყა, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო მაინც ლიდერია. 1. ბოლო ორი...









