ტონი კროოსი გერმანიის გმირია. ყველამ ნახა ოქროს დარტყმა შვედებთან 95-ე წუთზე, რამაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩენას გადაარჩინა. ფაქტობრივად, მკვდარი გერმანია გააცოცხლა კროოსმა, რომელსაც პირველი ოფიციალური სანაკრებო მატჩი… ბოლნისში აქვს ჩატარებული. დიახ, ეს იყო 2006 წელს, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. მაშინ ერთ-ერთ ჯგუფს საქართველომ უმასპინძლა: საქართველო, გერმანია, რუსეთი, მაკედონია… პირველ ტურში ქართველებმა რუსებთან...
კატეგორია: დავთარი
Das ist fantastisch
წუხელ ლამის ჯგუფში ჩასარჩენად განწირულმა გერმანიამ კიდევ ერთხელ აგვიხსნა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა შვედებს ჯერ ანგარიში გაუთანაბრეს და სულ ბოლო წამებზე გამარჯვებისაც გაიტანეს. ახლა გერმანია ბოლო ტურის წინ შვედეთთან უპირატეს მდგომარეობაშია. ბოლო ან დამატებულ წუთებზე გოლისას ამბობენ ხოლმე, „ფერგის წუთზე“ გაიტანაო… არადა, გერმანიის ნაკრებს იმდენი მატჩი გადაურჩენია საფინალო სასტვენამდე წუთებით ადრე,...
ოქროს ბიჭუნას დაბრუნება
ამ ტურში, წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამოსარჩევი ამბავი მოხდა. „ლოკომოტივი“ – „კოლხეთის“ მატჩის 92-ე წუთზე მინდორზე დავით ჯიქიას ნაცვლად ლევან ყენია გამოჩნდა – ქართული ფეხბურთის ოქროს ბიჭუნა და ტკივილი. 27 წლის ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მოირჩინა და თითქმის ორწლიანი უქმობის შემდეგ პირველად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ყენიამ კარიერა სწორედ რკინიგზელთა გუნდში დაიწყო, შემდეგ წლების განმავლობაში გერმანიაში („შალკე,“ დიუსელდორფის...
მოყვარულთა ეროვნული მასშტაბი
ყველა დიდი საქმე წვრილმანიდან იწყება, თუმცა ვიდრე სერიოზულ სახეს მიიღებს, სერიოზულივე დრო სჭირდება. ამას წინათ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის შესახებ მცირე ინფორმაცია მოგაწოდეთ, მაგრამ თემა იმდენად საინტერესო იყო, გადავწყვიტეთ ჩავღრმავებოდით – როგორ შეძლო რამდენიმე ენთუზიასტმა სამ წელიწადში ეროვნულ, მერე კი საერთაშორისო დონეზე გასვლა. სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია 2015 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი ეგიდით პირველი შეხვედრა...
ნეიმარის შიშები
მოიგო ბრაზილიამ. არცთუ უპრობლემოდ, მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მაგრამ გამარჯვებულებს არ სჯიან. დასჯაზე არ გვაქვს პრეტენზია, მაგრამ განსჯა აუცილებელიცაა. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თვლიდა ბევრი ექსპერტი, რომ რუსულ სტადიონებზე ზოგადი საფეხბურთო ამინდი სუპერვარსკვლავებს უნდა შეექმნათ. ჯერჯერობით არ არის ასე. რონალდუ რომ რონალდუა და მეორე ტურში გამარჯვებისა გაიტანა, იმდენი წუნი ჰქონდა, სამ სხვა თამაშს ეყოფოდა… მესის...
… იქ, სადაც ომია
სრული კატასტროფა! ამას ვერც არგენტინელები და ვერც ამ ნაკრების მილიობით ქომაგი მთელ მსოფლიოში ვერაფრით წარმოიდგენდა. და მაინც: ქვეცნობიერად ეს ლეო მესის პირად კატასტროფად აღიქმება. მოსალოდნელ სასწაულს ვინ ჩივის, ლეომ ხორვატების კარში ხეირიანად ვერც დაარტყა. რა მოხდა? არგენტინის ნაკრების სამზარეულოსთან დაახლოებული პირები აქამდეც ამბობდნენ, ხორხე სამპაოლი მწვრთნელად ლეოს ლოიალობის და ლამის დაჟინების წყალობით დაინიშნაო. სანაცვლოდ მესიმ...
ვარ-საჭირო!
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი პირველი ტურნირია, სადაც ოფიციალურად იყენებენ ვიდეო ასისტენტ არბიტრის (VAR – Video assistant referees) მექანიზმს. ამ პრობლემის შესახებ უკვე კარგა ხანია კამათობდნენ. ბევრს მოსწონდა, ბევრს არა, მაგრამ რაღაც რომ უნდა შეცვლილიყო, ამაზე ყველა თანხმდებოდა. ბოლო დროს ფეხბუთში იმდენად გაიზარდა სისწრაფეები, რომ მსაჯები ფიზიკურად ვეღარ უმკლავდებოდნენ რიტმს. ამისდაკვალად, შეცდომებიც მომრავლდა. ჯერჯერობით მუნდიალის პირველი ტური...
ამბავი ახმახი კოვტალიუკისა
დავიწყოთ იმით, რომ ეს ტური ჯერჯერობით ყველაზე მწირგოლიანი აღმოჩნდა წლევანდელ სეზონში. სულ 6 გოლი გავიდა და აქედან 3 „დილა“ – „სამტრედიას“ მატჩში. ყველაზე „ბარაქიანად“ კი ისევ პირველი ტური რჩება, როცა მეტოქეებმა ერთმანეთს 22-ჯერ გაუტანეს. „დილა“ ვახსენეთ და გორელებს 18 მარტის შემდეგ აღარ წაუგიათ. გიორგი დარასელიას შეგირდები მაშინ „საბურთალოსთან“ დამარცხდნენ და მას მერე 12 ტურია ვერავინ...
ოთხოსნების რუსეთი
სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, ქართული წერისთვის მზადებაზე დიდი დრო არ დამიკარგავს. ვიცოდი, რომ მაინც თავისუფალ თემას დავწერდი და გარანტირებულ ოთხიანს ველოდი… ასე მგონია, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებიც თავისუფალი თემის იმედად ჩავიდნენ ოთხწლეულის უმთავრეს საფეხბურთო გამოცდაზე. რა ადვილია მწვრთნელობა, როცა გუნდში ნეიმარები, მესები და რონალდუები გყავს. რაღა საჭიროა ველოსიპედის ახლიდან გამოგონება? შენ შემადგენლობა დაასახელე და დანარჩენს თავად...
იყოს წილისყრა, არა – გულყრა
19 ივნისს ევროტურნირების წილისყრაა. ოთხ ქართულ გუნდს ელის წლეულს გამოცდა. ჯერ ჩემპიონთა ლიგის ამბებს მივხედოთ. ქუთაისის “ტორპედო“, ცხადია, განუთესავია და 16 სავარაუდო მეტოქე ჰყავდა, მაგრამ უეფამ წილისყრის გასამარტივებლად კიდევ დაჰყო მეტოქეები და “ტორპედოს“ ამ ხუთიდან ერთი შეხვდება: „აპოელი“ (კვიპროსი), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „შერიფი“ (მოლდოვა), “ვიდეოტონი“ (უნგრეთი), „ნიუ საინტსი“ (უელსი). შედარებით კარგი ვარიანტი “ნიუ საინტსია“, თუმცა გულზე...









