კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ერთობა და უტეხობა
ჩანაწერი

ერთობა და უტეხობა

ქართველებმა გაიმარჯვეს! ერთიანობით და შეუპოვრობით ისრაელის ძლიერ ნაკრებთან 85:80 გამოსჭედეს და მთავარი ამ გამარჯვებაში იმ სენის დაძლევა იყო, რაგინდარა სპორტის სახეობაში ქართველთა საქმე არაერთგზის რომ გაუფუჭებია: პირველივე წაბორძიკებისას გუნების წახდენა და ხელების ჩამოყრა. დღეს საღამოს ბარე ორი იყო შემთხვევა, როცა ისრაელის შვილებმა ძალღონე მოიკრიფეს და არამცთუ წამოეწივნენ, არამედ გაუსწრეს კიდეც ჩვენებს და ეს იყო მომენტები,...

რა ღირს ფეხბურთი ხალხისთვის?
ჩანაწერი

რა ღირს ფეხბურთი ხალხისთვის?

სტივ ჯობსმა დაიქადნა, კომპიუტერს ყველას ჯიბეში ჩაგიდებთო და სიტყვაც შეასრულა – სმარტფონის შესაძლებლობები უსაზღვროა და თანამდეროვე ტელეფონით საფეხბურთო მატჩების პირდაპირი ტრანსლიაციების ნახვაც შეგვიძლია. სხვა საქმეა, რამდენად კომფორტულია სმარტფონით ფეხბურთის ყურება და საყვარელი გუნდის ქომაგობა. ისიცა, რომ შუახნის და ჭარმაგი ხალხისთვის, ალბათ, ტელევიზორი უფრო შინაური და საყვარელი ნივთია. ესეც რომ არა, დიდ ეკრანზე ფეხბურთს სულ სხვა...

კლდე დაბრუნდა!
ჩანაწერი

კლდე დაბრუნდა!

ფრანგულმა ინტერნეტ-საიტმა Le Petit Bleu გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების უკანახაზელ თამაზ მჭედლიძესთან, რომელმაც ტრავმები მოიშუშა და ახალ სეზონს თავის ფრანგულ კლუბში, ტოპ 14-ში მოასპარეზე „აჟენში“ საკმაოდ დამაჯერებლად ატარებს. შეხსენებისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში თაზომ ქვეყნის ექსჩემპიონ „კლერმონს“ ლელო გაუტანა, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია ამ ქვეყანაში მოთამაშე ქართველთათვის. დეტალები – ინტერვიუში, რომლის თარგმანსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:...

პენალტი და ჩვენი ადგილი…
ჩანაწერი

პენალტი და ჩვენი ადგილი…

… ამოიგმინა სტადიონმა, როცა ბერძენმა არბიტრმა ანასტასიოს პაპაპეტრუმ საფინალოდ ჩასტვინა. მაგრად მოგვაწვნენ ლატვიელები ბოლო წუთებში, რაღაც  შტურმივითაც მოგვიწყვეს და ვითარება ძალიან დაიძაბა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. 1:0 მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებმა  ერთა ლიგა შესანიშნავი შედეგით დაიწყო: 2 თამაში, 2 მოგება, 3 გატანილი გოლი, არცერთი მიღებული და მაქსიმალური 6 ქულა. ჯგუფის ფავორიტებიც გავხდით. მოკლედ,  მადლობა უეფას...

ოქრი-გოლი
ჩანაწერი

ოქრი-გოლი

ოო, დიდებული საღამო გამოდგა, დიდებული… შემოდგომის მეორე კვირადღე მიილია და სიამოვნებით ხელებსაფშვნეტი ვითარებაა – ხუმრობა ხომ არაა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც არსებობის მანძილზე რაიმე ღირებულისთვის არასდროს მიუღწევია, ორი მოგება აქვს, თანაც ორ მთავარმეტოქესთან და ჯგუფის მოსაგებად ფაქტობრივად სანახევრო გზა გავლილი აქვს… განა გახსენდებათ როდესმე ასეთი ვითარება? ვაისის გაწვრთნილი საქართველო ექვსქულიანია და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ რომ...

მგლები თბილისში
ჩანაწერი

მგლები თბილისში

9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ერთა ლიგაში. „დინამო არენაზე“ ლატვიელებს ვმასპინძლობთ, გუნდს, რომელთანაც არაერთგვაროვანი ისტორია გვაკავშირებს. ლატვიელებს სულ 8-ჯერ შევხვედრივართ. შედეგი  – 3 მოგება, ამდენივე წაგება და 2 ფრე. (ბურთები 14:10). საინტერესოა, რომ დღემდე მათთვის ოფიციალური მატჩი არ მოგვიგია. ბალტიისპირელები ორჯერ მოხვდნენ ჩვენთან შესარჩევ ჯგუფებში და ორივეჯერ გვაჯობეს. პირველად ევრო 2000-ის...

ხმელი ფოთოლი თქვენთვის და თქვენი შვილიშვილებისთვის
ჩანაწერი

ხმელი ფოთოლი თქვენთვის და თქვენი შვილიშვილებისთვის

აბა, ვის არ გაუგონია „ხმელი ფოთლის“ ამბავი? ვის არ უნახვას ძველ კინოქრონიკაში აკადემიკოს ვალდირ პერეირას – დიდის მიერ სასწაულებრივად მოჭრილი ბურთი? მეც მათ შორის. ბევრს კი უნახვს, მაგრამ ჩვენი დიდი ერთი მეექვსედის წყალობით, არანაირი შესაძლებლობა არა არის იმ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კადრები მარად თვალწინ გვედგას. გვახსოვს, რომ დიდიმ დაარტყა ეს „ხმელი ფოთოლი“, მაგრამ როგორ...

ჩავაჩაკვეტაძეთ…
ჩანაწერი

ჩავაჩაკვეტაძეთ…

საქართველომ გამარჯვებით დაიწყო უეფას ერთა ლიგის ახალი გათამაშება. გათამაშება, რომელიც, ფაქტობრივად ჩვენი ერთადერთი იმედია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ხუთშაბათს „ასტანა არენაზე“ თავშეყრილ 30 ათასამდე მაყურებლის თვალწინ ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილმა საქართველომ შანსი არ დაუტოვა ყაზახეთს და ისტორიული მოგებაც იზეიმა – ისტორიული, რადგან ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა იყო და უეფას ერთა ლიგის სადებიუტო გოლის ავტორიც ქართველი ფეხბურთელი გახდა....

ძია სემი დუბლინში დარჩა
ჩანაწერი

ძია სემი დუბლინში დარჩა

დუბლინში, 82300 ქომაგით გაძეძგილ “კროუკ პარკზე” ირლანდიური ფეხბურთის საერთოირლანდიური ფინალი გაიმართა. თამაში აგვისტოს ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა სწორედ მაშინ ინება ირლანდიაში თავის კათოლიკური სამწყსოსთვის თვალის გადავლება (დუბლინში “ოჯახთა მსოფლიო კონგრესს” დაესწრო) და ამით შემოდგომის უდიდესი სპორტულ მოვლენათაგანი უნებლიეთ შეაფერხა. 33 გუნდიანი, მრავალრაუნდიანი შესარჩევი ციკლის გავლის შემდეგ ფინალის მთავარი ღირსება ცხრაწლიანი პაუზის...

როცა შედარებაც უხერხულია…
ჩანაწერი

როცა შედარებაც უხერხულია…

თუკი სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ ვიცოდით, რომ სპორტის ყველაზე შემოსავლიანი სახეობები კალათბურთი, გოლფი და ფორმულა 1-ის ავტორბოლებია, დღეს ამ მხრივ რევოლუციური „რეფორმების“ მოწმენი ვართ. ფეხბურთი არათუ დაეწია ლიდერებს, გადაუსწრო კიდეც. კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ბოლო წლებში მუდმივად ფიგურირებენ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა შორის, ხოლო წამყვანი საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტი მალე ალბათ მილიარდ ევროს უწევს. რახანია,...