კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ომი საკუთარ თავთან
ჩანაწერი

ომი საკუთარ თავთან

ფეხბურთის მეტნაკლებად სტაჟიან ქომაგებს კარგად გვახსოვს, რომ თბილისის „დინამოს“ ყველაზე ვარსკვლავური თაობის დროსაც კი „საკუთარი კედლების გუნდს“ ეძახდნენ. სსრკ-ის ჩემპიონატი, ტრადიციულად სამხრეთულ სტადიონებზე მატჩებით იხსნებოდა. პირველ ექვს ტურში ხუთს თუ არა, ოთხ მატჩს მაინც თბილისში მართავდნენ ჩვენები და როგორც წესი, სათავეში მოვექცეოდით ხოლმე სატურნირო ცხრილს. მერე იწყებოდა გასვლითი სერია და ერთნაირი შიშკანკალით მოლოდინი უკრაინულ და...

თუშა – ფალავანთფალავანი
ჩანაწერი

თუშა – ფალავანთფალავანი

ბაქოს ნაციონალური არენის მიქს ზონის კარს სიხარულისგან შეშლილი ქართველი შეგლეჯით აღებს, სამი ნახტომით ფარავს ოც მეტრამდე დისტანციას, ვინ იცის იქნებ ეს ნახტომებიც სარეკორდოა. ზღვა ემოციას საოცრებების ჩადენა ძალუძს. მოგვიანებით საგანგებოდ, ნაბიჯებით გავზომე ეს დისტანცია, ოც მეტრს ბევრიც არ დააკლდა… ეს საოცარი ფრენა იყო, მსოფლიოს ჩემპიონის ფრენა… გურამ თუშიშვილის ფრენა… მსოფლიოს ჩემპიონ გურამ თუშიშვილის ფრენა… თუშა,...

ვიცე-ლიპო
ჩანაწერი

ვიცე-ლიპო

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, უკვე სამგზის ვიცე-ჩემპიონი და ეს სიტყვა „ვიცე“ უკვე გულდასაწყვეტია… მიუხედავად იმისა რომ თავისთავად დიდი წარმატებაა მსოფლიოს საჭიდაო ფორუმზე ვერცხლის მედლის მოპოვება და უთუოდ დასაფასებელია ის, რაც ქართველმა ფალავანმა გააკეთა… თუმც, ძალიან ახლოს ვიყავით ოქროსთან, თავად „ლიპოსთვისაც“ ასე ნანატრ ჩემპიონობასთან. სტაბილურად და დამაჯერებლად მივიდა ფინალამდე ლიპარტელიანი. მან ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიტოვა ფრანგი იდირი, მასპინძელთა...

ავტოგრაფი საქართველოს და სარბიელს
ჩანაწერი

ავტოგრაფი საქართველოს და სარბიელს

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ქართველი გმირიც ჰყავს – ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფურორი მოახდინა და ურთულეს, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. დღეს ყველა შერაზადიშვილზე საუბრობს, გუშინ კი იგი ჩვეულებრივი მოჭიდავე იყო, თავის გეგმებით და ოცნებებით, რომელთა ახდენაც დაიწყო, დაიწყო და თანაც როგორ… … ვაჟა ბალხამიშვილთან ვარჯიშობდა, შრომით რეზერვებში. იქ ისწავლა ძიუდოს ანბანი-მეუბნება...

ლუკა მოდრიჩმა არავინ დაიტოლა
ჩანაწერი

ლუკა მოდრიჩმა არავინ დაიტოლა

მას შემდეგ, რაც “ფრანს ფუტბოლმა” დაიბრუნა “ოქროს ბურთის” გამოკითხვის და დაჯილდოების ოდინდელი უფლება, ფიფასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი ცერემონიით ყველა და ყველაფერი დაეჩრდილა. გამოუვიდათ კიდეც. ლონდონში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა შედგა, თუმცა ღონისძიებას თანამედროვეობის ორი უდიდესი ფეხბურთელი აკლდა. კრიშტიანუ რონალდუ ნომინანტი კი იყო, მაგრამ ამბობენ, შედეგებმა წინასწარ გაჟონაო და არ ჩავიდა ცერემონიაზე. მესი კი სამეულში საერთოდ არ...

ვითომ კრიზისშია საბურთალო?
ჩანაწერი

ვითომ კრიზისშია საბურთალო?

სეზონი ბოლოსკენ მიდის და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტისთვის ზედიზედ ორი წაგება, ერთობ საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. ეგ კი არა, „დინამოს“ რომ „სიონისთვის“ მოეგო, დაკარგული ქულების  გათვალისწინებით პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდა. არადა, საბურთალოელები ჩემპიონატის დაწყებიდან ლიდერობენ. მხოლოდ მერვე ტურში გაუსწრო „დინამომ“ და ისიც ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით. საბურთალოელებს თამაშიც დალაგებული ჰქონდათ და 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხვეს. ბოლო...

ქართული უიღბლობანი სიგნალების ქალაქში
ჩანაწერი

ქართული უიღბლობანი სიგნალების ქალაქში

ბაქო სიგნალების ქალაქია. აქ ყველა შუქნიშანთან საქორწინო მაყრიონი გეგონებათ, ისეთი პიპინ-ჭყვიტინია ატეხილი… საერთოდ, საზღვარგარეთ უფრო აფასებ შენს ქვეყანას და ჩემი უდიდესი პატივისცემა თბილისელ ტაქსისტებს, მათთან შედარებით აქაურები გზააბნეული ცხვრებივით არიან. როცა, მეოთხე, თუ მეხუთე ტაქსისტმა ჩვენგან გაიგო  ნაციონალური ტანვარჯიშის დარბაზის არსებობა და გაოცებულებმა აღმოაჩინეს რომ მათ ქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა, მე და ჩემმა მეგობრებმა საქმის...

კლოპმა ამაზონი გასახდელთან ჩახერგა
ჩანაწერი

კლოპმა ამაზონი გასახდელთან ჩახერგა

ყველაფერი ან არაფერი – ამ დასახელების სერიალის პირველი სეზონი “ამაზონის” გადამღებმა ჯგუფმა შარშან გადაიღო და იგი “მანჩესტერ სიტიზეა”. ფილმში უხვადაა “ქალაქელთა” კულისებსმიღმა ამბებიც. მთლიანობაში, პროექტი წარმატებული გამოდგა და ამით ფრთაშესხმული ამაზონელებიც “ლივერპულს” მიადგნენ.  პიარის თვალსაზრისით მაცდურ წინადადებას უყოყმანოდ დათანხმდა მერსისაიდული კლუბის შეფობა, თვით ჯონ ჰენრის თამადობით, თუმც მოულოდნელად საქმეში “ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი ჩაერთო –...

დიადიდან სასაცილომდე
ჩანაწერი

დიადიდან სასაცილომდე

გასკდა გული! რამდენი გვარყია და გვაჯანჯღარა ერთმა თამაშმა! არ გვინდა, არ არის საჭირო ტაქტიკურ ჩავარდნებზე, მწვრთნელის შეცდომებზე, მოთამაშეთა ფსიქოლოგიური მზადყოფნის ხარვეზებზე და სხვა მეცნიერებებზე საუბარი. საქართველო-საბერძნეთის მატჩი იყო ორსაათიანი სანახაობა, რომელმაც ყველა ტრილერზე მეტად მიგვაჯაჭვა სპორტის სასახლის საკალათბურთო სარბიელს. პირველი მეოთხედის +13 უკვე იძლეოდა ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს. ორიოდე წაფორხილების მიუხედავად, ქართველები მუხლმაგრად იდგნენ დაცვაში, ფანტაზიის...

ბიჭი ვანიდან
ჩანაწერი

ბიჭი ვანიდან

ნიკა ნეფარიძე 22 წლის ქართველი მორაგბეა, რომელიც საფრანგეთში მესამე სეზონს ატარებს. შერკინების პირველ ხაზში, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მოასპარეზე ყოფილი „უმცროსი ბორჯღალოსანი“ ორი წლის განმავლობაში პროფესიულ ოსტატობას სახელოვანი ფრანგული კლუბის, „კლერმონის“ მომზადების ცენტრში იმაღლებდა, გასულ ზაფხულში კი ბედის ცდა პროფესიონალებშიც გადაწყვიტა და გადავიდა საფრანგეთისვე რანგით მეორე ლიგაში, პრო დ 2-ში. ნიკა ნეფარიძის ახალი გუნდი „ვანი“ იგივე...