სერ ალექს ფერგიუსონის ღრიალი გასახდელში საფეხბურთო სამყაროსთვის ისევეა ცნობილი, როგორც თავად სერ ალექს ფერგიუსონი, წერს „მირორი” და მაიკლ ქერიკის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ფრაგმენტი მოჰყავს. წიგნი, რომელსაც ჰქვია „ხაზებს შორის” ნაწილ-ნაწილ იბეჭდება „ტაიმზში”. ამბავი, რომელსაც მაიკლ ქერიკი იგონებს იაპონიაში, კერძოდ იოკოჰამაში მოხდა. გეხსომებათ, 2008 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა” მოსკოვში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ჩელსი” დაამარცხა პენალტებით და იმავე წლის მიწურულს...
კატეგორია: დავთარი
ვართ თუ არა სპორტული ერი?
სათაურში დასმულ კითხვას მოკლე პასუხი აქვს: არა! თუმცა ცხადია, ამ პასუხს განმარტება სჭირდება და აი, ისიც: ამ და ამ ტიპის კითხვებზე პასუხი შეფასების კრიტერიუმების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული. საქმეში ჩაუხედავი ხალხი, როგორც წესი, მედლებს ითვლის ხოლმე. მართლაც, ქართველებს 36 ოლიმპიური, 150 მსოფლიოს და ორასზე მეტი ევროპის ჩემპიონი გვყავს. შევუფარდოთ ახლა ეს რიცხვები მოსახლეობის რაოდენობას და ისეთ...
ბოლო აღმართი
მაშ ასე, 28-ე ტურით ელიგაში მეოთხე წრე დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი ბოლოსკენ დაიძრა და ახლა ყოველ მატჩს თუ ქულას განსაკუთრებული ფასი დაედება.. ვითარება ასეთია: ჩემპიონობისთვის „საბურთალო“ და „დინამო“ იბრძვიან. მესამე საპრიზო და ამავდროულად საევროთასო ადგილს კი ერთმანეთს „დილა“, „ჩიხურა“ და „ტორპედო“ ეცილებიან. ცხრილის ქვედა ნაწილში „სიონს“, „სამტრედიასა“ და „კოლხეთს“ შორისაა ელიტაში დასარჩენად პაექრობა...
ჰაბიბი, ჰაბიბი…
შერეული ორთაბრძოლები სანახაობრივი სპორტია, UFC კი ყოველ ჯერზე ამ სანახაობას ფულის საჭრელ დაზგად გადააქცევს ხოლმე. ასე იყო 7 ოქტომბრის დილასაც, როცა ამერიკული ვას ვეგასში რინგზე მოქმედი ჩემპიონი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი გავიდნენ. სატიტულო ბრძოლები სპორტის ამ სახეობაში ხუთრაუნდიანია, მაგრამ ოღრაში ბუკმეკერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვადამდე დასრულდებოდა… დანარჩენს კი უკეთ საქართველოს შიდოკანის ფედერაციის...
ფაფახიანი დაღესტანელი VS შერეკილი ირლანდიელი
იცით, რა არის MMA? გიტაცებთ შერეული ორთაბრძოლები? თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, მაინც არ გამოტოვოთ ბრძოლა, რომელიც ამ სახეობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესად შეირაცხა. UFC სპორტის ამ სახეობაში ყველაზე ძლიერი პრომოუშენია და საუკეთესო მებრძოლებს აერთიანებს. სწორედ მისი ეგიდით 7 ოქტომბრის დილას, ლას ვეგასში რუსი-დაღესტნელი მოქმედი ჩემპიონი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი იჩხუბებენ. აჟიოტაჟი ფანტასტიურია. ამას...
19 წამი
„დინამოს“ 10 ტური აღარ წაეგო. ბოლოს კახი კაჭარავას გუნდს ლიდერმა „საბურთალომ“ მოუგო 17 ივნისს. და, აი კერკეტმა „დილამ“ უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა ლიდერის უშუალო მდევარს. ერთადერთი ბურთი მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა 74-ე წუთზე. უკრაინელს ჯამში 15 გოლი მოუგროვდა და მხოლოდ ერთით ჩამორჩება მთავარმეგოლე გიორგი გაბედავას. „დინამოს“ წაფორხილებით ვერც „საბურთალომ“ ისარგებლა და შინ ერთ-ერთ მებოლოვე „სამტრედიას“ დაუზავდა. ამისდაკვალად,...
ეს იყო გენიალური…
რატომ არ გამოუშვეს ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონი საქართველოში? ძიუდოს ანგელოზი – ასე უწოდეს ესპანელებმა ნიკოლოზ შერაზადიშვილს, ქართველს, რომელიც ღვთით ბოძებულ საჩუქრად იქცა პირინეელთათვის – შერაზადიშვილმა აქამდე არნახული ოქრო მოუტანა ესპანურ ძიუდოს, რაც უდავოდ ისტორიული შედეგია. ესპანელებს მსოფლიოს ჩემპიონი აქამდე არა თუ ძიუდოში, ვაჟთა შორის ჭიდაობის არც ერთ სახეობაში ჰყოლიათ… … ბაქოს ნაციონალური არენის ტრიბუნაზე ვსხედვართ და...
პანებმა ფრენბურთი დააპანიკეს
ფრენბურთის ჯანსაღად ერთფეროვანი სპორტია. მთელი თვე უმაღლეს დონეზე ერთი და იგივე მოძრაობების კეთება რომ გიწევს (მიღება, აგდება, დაბათქუნება), ხამს გადაიწვა, ამიტომ ფრენბურთელებს სხვა ჯურის მობურთავეებზე მეტადაც კი სჭირდებათ ჯეროვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა. იტალიასა და ბულგარეთში დასრულებული ვაჟთა მსოფლიო პირველობის მონაწილეთაგან ჩავარდნებს და აღზევებებს ვერცერთი ნაკრები გადაურჩა, ჩემპიონი კი გახდა იგი, ვინც გადამწყვეტ მომეტში ტალღის...
ბათუმში მეფეებზე ნადირობენ
მაღალფარდოვანი გახსნის ცერემონიალის შემდეგ ბათუმში, ჭადრაკის ოლიმპიადაზე ცხარე საჭადრაკო ბატალიები გაჩაღდა. მასპინძლის სტატუსმა საქართველოს ოლიმპიაზე ვაჟთა და ქალთა სამ-სამი ნაკრების გაყვანის უფლება მისცა და მათგან მეორე ტურში საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრების აშშ-ს გუნდთან გმირული შერკინება უნდა გამოირჩეს. უამრავი ქებული დიდოსტატისა და პოლიტიკური ფიგურის, სხვა, წარსულში თუ დღეს ცნობილი ადამიანის ბათუმში ყოფნის მიუხედავად, ოლიმპიადის ყველაზე წონიან...
დუბლები და დუბლები
ეროვნული ლიგის გასულ ტურს ლიდერთა ჯგუფში ცვლილებები არ მოუხდენია. ჩემპიონობის მაძიებელმა ორივე გუნდმა („დინამო“ და „საბურთალო“) მოიგო, ხოლო მესამე ადგილისთვის მებრძოლები („დილა“ და „ჩიხურა“) ორივე დამარცხდა. ამასობაში, „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და დაკარგული ქულებით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, გამოტოვებულ მატჩებს ჯერ მოგება უნდა. ასეთები კი ქუთაისელებს სამი აქვთ: 3 ოქტომბერს „დილას“ უმასპინძლებენ,...









