გასულ შაბათს „დინამომ“ ის დრო გაგვახსენა, ეროვნული ჩემპიონატის პირველ წლებში რომ მიგვაჩვია. ქინქლაძე-არველაძეების თაობა რამდენიმე თავით მაღლა იდგა მოწინააღმდეგეებზე და ერთ მატჩში 8 თუ 10 გოლი იშვიათობა არ იყო. 12:4-იც გვახსოვს 1993-ში, „დინამომ“ რუსთავის „გორდას“ რომ მოუგო. ეს მატჩი დღემდე ყველაზე უხვგოლიანად ითვლება ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში. „დინამოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი კი გვამცნობს, რომ სტუმრად 8 ბურთი...
კატეგორია: დავთარი
გენოს აურა
არიან სპორტსმენები, რომლებსაც თავიდანვე მოსდევთ გამარჯვებულის აურა – თავდაჯერებას და ღირსების გრძნობას ასხივებენ. ეგეთი ბიჭია გენო პეტრიაშვილი. ნამდვილი გოლიათი კეთილი ღიმილით. გუშინ საღამოს გენო ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ტრიუმფატორი გახდა და ფინალში ჩინელი მეტოქე ისე შემოეჩაგრა, თითქოს გორის საჭიდაო დარბაზში ვარჯიშობდესო. ამ ოქროს შინდისელ გმირებს ვუძღვნიო, ჩემპიონმა. მაშინ, 2008 წელს სულ 14 წლის იყო...
პენალტები და დუბლები
„დინამო“ წლეულს „ლოკომოტივს“ შინ ვერ უგებს. მეორე წრეში სულაც 0:1 დამარცხდა. ახლა კი 0:0. არადა, სტუმრად ორივე შეხვედრა მოიგო, თან ორივეში რკინიგზელებს 4-4 გოლი გაუტანა. კვირას სტუმრები უფრო ორგანიზებულნი ჩანდნენ და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, ვიცე-ჩემპიონს სამ ქულასაც აართმევდნენ. დინამოელებს თითქოს ტერიტორიული უპირატესობა ეპყრათ (განსაკუთრებით ბოლო 15 წუთში), მაგრამ თამაშს ვერ ამწვავებდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი...
მადლობა და ბოდიში, კაიზერ
როდის იყო? მგონი 15 წლის წინ. ან ეგებ 20 წლის წინაც. ძველ გაზეთებს რომ ჩავუჯდე, ზუსტად ვიპოვი, მაგრამ, საჭირო არ არის – ამბის შინაარსი უარქივოდაც ზუსტად მახსოვს და თარიღს ახლა დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ამბავი კი ასეთი იყო: ერთგან, სიტყვამ მოიტანა და ფრანც ბეკენბაუერმა როგორღაც თქვა, გერმანიის ნაკრები რომ ვარ, საქართველოს და მოლდოვას რატომ უნდა...
მარტის თვეა ჩვენი…
ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი დაემატა – 16 ოქტომბერი. ამ დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთა D ლიგის პირველ ჯგუფში სტუმრად ლატვიის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. თანაც, ერთი ლიგით მაღლა აინაცვლა და მომავალ გათამაშებაში უკვე C ლიგაში იასპარეზებს, სადაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები ეყოლება. მაგალითად: სერბეთი,...
სად არის ჩვენი ოცნება?
– მოვიგეთ, ფეოლა! – გაგჭირდებოდათ… დაახლოებით ასე, „უქიმერიონივით“ ჩაუქროლა ერთა ლიგის მეტოქეებს საქართველოს ნაკრებმა და უკეთესი რომ აღარ არსებობს, ისეთი შედეგით დაიკავა ქვეჯგუფში პირველი ადგილი. ლოგიკურად ასეც უნდა მომხდარიყო და ახლა ვთქვათ, ნაღდი რა და დამატებით კიდევ რისთვის ბრძოლის უფლება მივიღეთ. ჩვენ ხომ სულსწრაფები ვართ და უმალ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯერაც მოუპოვებელ საგზურზე ვსაუბრობთ,...
დიდი საქმეები და საფეხბურთო თავმოყვარეობა
დიდი საქმეები ერთ დღესა და ერთ წუთში არ კეთდება. დინჯად და აუღელვებლად სვლა უფრო გაახლოებს მიზანთან, ვიდრე ზღვარსგადასული ამბიცია და უსაგნო ფაფხური. ისევ ჩვენს საფეხბურთო ნაკრებზე მინდა ორიოდე სიტყვის თქმა. დღენიადაგ იმაზე ვოცნებობდით, დიდი ტურნირის ფინალური ეტაპი დაგვეჭაშნიკებინა. როგორ არ გვიოცნებია, იმ ოცნებებში ინგლის-ირლანდიებთან გასვლაზე მოგებაც კი დაგვიგეგმავს (ლივერპული და ვესტ ჰემი გვახსოვს), გერმანიასთან ფრეზეც...
ქართლოსი და თერთმეტი ჯუჯა
კარგი ტურნირია უეფას ერთა ლიგა. იურგენ კლოპმა კი თქვა, სისულელეაო, მაგრამ ვისთვის როგორ. ისინი თავისი ფეხბურთელების ეროვნულ გუნდებში წასვლაზე დარდობენ, ემანდ რამე არ დაიშავონო, მაგრამ ახლა აქეთაც იკითხონ… ამ ტურნირმა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ახალი, სასიამოვნო ფურცელი გადაშალა. ბევრი რამ პირველად მოხდა და ხდება. მაგალითად, „ჯვაროსნებმა“ ოფიციალურ ტურნირში პირველად მოიგეს სამი მატჩი ზედიზედ, თან ისე, რომ...
ანდორა გაიღუნა
ეს უკვე საქმეა, ყურისძირშია ევროპა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მიჯრით მესამე მატჩი მოიგო და ხელისგაწვდენაზე დაიახლოვა ერთა ლიგის პლეი-ოფი. 2-0 ყაზახეთთან, 1-0 ლატვიასთან და აგერ 3-0 ანდორასთან – გაასამა ვაისის გუნდმა და შედეგად ძალუძს, სამ დღეში ვადამდე მოიპოვოს ევროპისკენ მიმავალი ნახევარფინალის საგზური. საამისოდ ლატვიელთა სტუმრად ძლევაა საჭირო და პროგრამა მინიმუმიც შესრულდება… რაღა თქმა უნდა, ანდორასთან...
მოვირგოთ და მოვიგოთ
უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალმა სისტემამ ჩვენთვის სრულიად ახალ გარემოში გვიკრა თავი: შეიძლება ითქვას, ჯგუფური ტურნირი გახურებულია, საქართველოს ნაკრები კი უდანაკარგოდ ლიდერობს. ოდეს ყოფილ არს აქამომდე, რომე ქვეჯგუფისთვის უპირობო ფავორიტის რანგში გადმოგვეხედოს, მაგრამ ფაქტია. გუშინ ვლადიმირ ვაისმა მეტოქე ანდორას ნაკრების მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა და მათ მთავარ ძალად მთავარი მწვრთნელი დაასახელა. ლოგიკურიცაა: პაწაწკინტელა ქვეყანამ, აუტში...









