კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ტორპედო ჩემპიონატს დაუბრუნდა…
ჩანაწერი

ტორპედო ჩემპიონატს დაუბრუნდა…

სანაკრებო პაუზისწინა ტურს ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ეგ არის, „დილამ“ „ჩიხურას“ გადაუსწრო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა, „ტორპედო“ კი ეროვნულ ლიგაში თითქმის ორთვიანი „ევრომივლინების“ შემდეგ დაბრუნდა. მივყვეთ თანმიმდევრულად. ტურის პირველი მატჩი პარასკევს გაიმართა ივანწმინდაში. „ჩიხურა“ „დინამოს“ დაუხვდა და 1:2 წააგო. თავისი მე-14 ბურთი გაიტანა საჩხერელთა მთვარმეგოლე გიორგი გაბედავამ. დინამოელთაგან კი მისი უშუალო მდევარი ბუდუ ზივზივაძე...

ქართული ძიუდოს ლაბირინთი
ჩანაწერი

ქართული ძიუდოს ლაბირინთი

ბრატისლავაში გამართულ ევროპის თასზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ბექა ღვინიაშვილმა ვაზარით დაამარცხა ავთანდილ ჭრიკიშვილი და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ეს მხოლოდ მშრალი ინფორმაციაა და, ბუნებრივია, ქართილი სპორტის ნებისმიერ ქომაგს გაახარებს. თუმცა, ქართული ფინალით სიხარულს მიღმა ჩვენი ძიუდოს პრობლემებიც ჩანს. აღარ შეგაწყენთ თავს იმის შეხსენებით, რა პროცესები მიდიოდა გაზაფხულზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში. ორ ბანაკად...

საქართველოს ნაკრების ბერმუდის სამკუთხედი
ჩანაწერი

საქართველოს ნაკრების ბერმუდის სამკუთხედი

სულ ცოტაც და ჩვენი ქვეყნის უპირველესი საფეხბურთო გუნდი მორიგ ევროპულ ოდისეას დაიწყებს. უეფას ახალი ფორმატიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ყაზახების, ლატვიელებისა და ანდორის დაჩაგვრა გვმართებს. 6 სექტემბერს ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე ოცნებას საქართველო სწორედ  ყაზახებთან სტუმრობით იწყებს და სამ დღეში ლატვიას უმასპინძლებს. ვლადიმირ ვაისმა საუკეთესო ქართველებს უხმო. სულ რჩეული ბიჭებია, საკუთარ კლუბებში სეზონი წარმატებით რომ დაიწყეს,...

ანტუან გრიზმანი: ბრაზილიამ გამაკვირვა, ბარსელონამ – გვაიძულა
ჩანაწერი

ანტუან გრიზმანი: ბრაზილიამ გამაკვირვა, ბარსელონამ – გვაიძულა

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი იმის გარდა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, სხვა მხრივაც გამორჩეული ადამიანია. ის გოლებს ვიდეოთამაშის მიბაძვით აღნიშნავს. ამ ზაფხულს არ გადავიდა ბარსელონაში, თუმცა კატალონიელები დღევანდელზე უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ. კალათბურთი ლამის ფეხბურთზე მეტად უყვარს და ნბა-ს ვარსკვლავებთან ხშირად იღებს სელფებს. ახლახან მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს და ფიფას ოფიციალურმა საიტმა ინტერვიუც ჩაწერა....

ჩანაწერი

მომავალ ევროიმედამდე…

ზაფხულის ბოლოსწინა დღე ბოლო გამოდგა ევროპალიგას შემორჩენილი ბოლო ქართული გუნდისთვის. ეგრეც ვერ ვუწიეთ ევროშემოდგომას – ქუთაისის „ტორპედო“ მოლოდინისამებრ დამარცხდა ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ – 0:4. რიგი მიზეზების გამო, ქუთათურთა მარცხი კანონზომიერი იყო… რაც უნდა პარადოქსულად მოსჩანდეს, ტორპედოს ეს საზაფხულო ევროვოიაჟი გარკვეულილად წარმატებულიცაა, რაკიღა, წლებია, ასე შორს არასდროს წასულა ევროგზას დამდგარი ქართული კლუბი, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს...

ფეხბურთი ხომ მთელი ჩემი ცხოვრებაა…
ჩანაწერი

ფეხბურთი ხომ მთელი ჩემი ცხოვრებაა…

ერთი ბაბუა თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი… მეორე ბაბუა ლანჩხუთის „გურიას“ ლეგენდა… მამა „დინამოსა“ და „გურიას“ წამყვანი ნახევარმცველი… ძმა ჰოლანდიური კლუბის ფეხბურთელი… ახლა უფრო მარტივად კახი ჟორდანიას შესახებ: ის არის კახი ასათიანისა და ლეო ჟორდანიას შვილიშვილი, თბილისის „დინამოს“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ვაჟი. მისი ძმა, ლევანი, ჰოლანდური...

საქართველო ყაზახეთთან დინამოს და ქაირათის ფონზე
ჩანაწერი

საქართველო ყაზახეთთან დინამოს და ქაირათის ფონზე

ყაზახეთი – საქართველო. 6 სექტემბერს ასტანაში ისეთი მატჩია, ბევრს რომ გადაწყვეტს ერთა ლიგის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჯგუფში. საქართველოს ნაკრებს უმთავრეს კონკურენტთან მოუწევს სტუმრად თამაში. მასპინძელი კარგ გუნებაზეა, იქაურ პრესას ხშირად ქედმაღლური ელფერი დაჰკრავს და თავი ჯგუფის მთავარ ფავორიტად მიაჩნიათ. ჩვენ კი ცოტა წარსულში გავიხედოთ. თბილისის „დინამო“ და ალმაათის „ქაირატი“ – როგორ თამაშობდნენ ერთმანეთში საბჭოეთის დროს? რა...

აცადეთ ჟოზეს მაისამდე
ჩანაწერი

აცადეთ ჟოზეს მაისამდე

„ტოტენჰემთან“ საშინაო 0:3-ის შემდეგ „მანჩესტერის“ პორტუგალიელი გურუ ჟოზე მოურინიუ ყველამ დაწიხლა, ვისაც არ დაეზარა. სოციალურ ქსელებში სეუ ჟოზეს მოხსნა დროის ამბად ჩათვალეს და ბუკმეკერებმა ფსონების მიღებაც კი დაიწყეს, რამდენი ტურის შემდეგ მოხსნიან მანკუნიანელთა დამრიგებელს. მოურინიუს დამცველად „მანჩესტერის“ და ინგლისის ნაკრების ექსდამცველი გარი ნევილი გამოუჩნდა: „არ არის საჭირო ვითარების დრამატიზება. კარგად გვახსოვს ვან გაალის გაშვება ინგლისის...

კოშმარი კოშმანმა დაამთავრა
ჩანაწერი

კოშმარი კოშმანმა დაამთავრა

იგორ კოშმანი ეგებ „სამტრედიის“ ვრცელ ისტორიაში ვერც მოხვდეს, მაგრამ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გმირი რომ იქნება, უეჭველია. „სამტრედიას“ თითქმის ნახევარი წელიწადი არ მოეგო, უფრო სწორად ზუსტად – 174 დღე… პირველ ტურში, 5 მარტს, იმერლებმა თბილისში „ლოკომოტივს“ 2:1 მოუგეს და მას მერე გამარჯვების სიხარული აღარ განეცადათ. მერე მწვრთნელის პოსტზე უჩა სოსიაშვილი ბადრი კვარაცხელიამ შეცვალა, ზაფხულში კი გუნდს...

ბასილაშვილი და ნადალი ერთ ბადეში
ჩანაწერი

ბასილაშვილი და ნადალი ერთ ბადეში

ვინ არის 29 წლის ალიაზ ბედენე? ერთი სლოვენიელი მეჩოგნეა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 78 ადგილზეა, საუკეთესო დროებისას კი 43-ე საფეხურამდეც კი აღზევებულა. აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში ბედენე ჩვენი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეა. ჩვენიანი ამჟად რეიტინგში მასზე სამი წლით უფროს მეტოქეს ბევრად ასწრებს და 37 -ე არის. ნიკასთვის ეს მესამე US open გახლავთ. პირველ წრეს ჯერ...