ისტორიული წარმატების ზღვარზეა ქუთაისის ,,ტორპედო”. ერთი ნაბიჯიც და ევროპალიგის პლეი ოფში გასული იმერული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. მეტოქეც ამ ეტაპის შესაბამისი და ერთობ სოლიდურია – რაზგრადის ,,ლუდოგორეცი”, ბულგარული კლუბი, რომელიც არსებობის მოკლე, 17- წლიან პერიოდში ტიტულების სამჭედლოდ იქცა. თავად განსაჯეთ: ,,არწივებმა” შვიდჯერ შეძლეს შიდა ჩემპიონატის მოგება და ამას ორი თასი და სამი სუპერთასიც დაუმატეს. ყველაზე...
კატეგორია: დავთარი
აზარმა სარი დააწყნარა
არისტოკრატთა ახალი დამრიგებელი, მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ ედენ აზარს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ბოლო წლებია აზარი „ჩელსის“ შეუცვლელი ლიდერია. გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ლომის წილი დაიდო ბელგიის ნაკრების მიერ ბრინჯაოს მედლების მოპოვების საქმეში. სწორედ ამ დროს დაიწყო მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ საუბარი. სარი არ მალავს, რომ ერთობ წუხდა ამ ამბის გამო. „ცხადია, ვნერვიულობდი....
მადლობა ხომ არ გვეთქვა?
არ ვაპირებდით ამ თემაზე გამოხმაურებას. მერე რა, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა რუსული დროშის ფერებში გადაწყვეტილი და ოსეთის პარლამენტის დეპუტატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები ჩაიცვეს. აკი თავადაც მოინანიეს და მოიბოდიშეს – მასპინძელს ვეცით პატივი და ფერთა გამაზე ყურადღება სულაც არ გაგვიმახვილებიაო. „მთელ მსოფლიოს აცვია მაისურები, რომლებზეც გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილია გამოსახული. მთელი მსოფლიო რომ...
ნული-ტური
უცნაური ტური გამოდგა 21-ე. ოთხი მატჩიდან სამი 0:0 დამთავრდა და მხოლოდ ორი გოლი გავიდა „სიონი“ – „კოლხეთის“ შეხვედრაში. ეს იყო და ეს. ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა სტატისტიკა „ტორპედო“ – „ლოკომოტივის“ მატჩი რომ არ გადადებულიყო, მაგრამ ფაქტი ერთია – წლევანდელ სეზონში ყველაზე უსახური ტური ვიხილეთ. არადა, რა დაემართათ, ახლადდამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ამათ არ უთამაშიათ რომ გადაღლილიყვნენ....
საშიშად ლამაზი გუნდი
როგორი სხვანაირი იყო 25 წლის წინ დროც და ფეხბურთიც. ზუსტად მეოთხედი საუკუნის წინ, თბილისის “დინამომ“ პირველად ითამაშა ევროტურნირებზე საქართველოს სახელით. სამწლიანი იზოლაციის მერე, ეს პირველი გასვლა იყო და ხალხი სხვაგვარი ინტერესით ელოდა. ჩემპიონთა ლიგა, საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისის “დინამოს“ სტადიონი, სადაც გივი ნოდიას გუნდი მასპინძლობდა ჩრდილოირლანდიურ “ლინფილდს“. არანორმალური სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ 2:1 მოვიგეთ. ასეთი უპირატესობა...
ოთარ გიორგაძე და ლუკა გოგინავა – ორი ახალი ჯარისკაცი ბრივის ქართულ არმიაში
ამ უქმეებზე ევროპული სარაგბო სეზონი სტარტს საფრანგეთში იღებს, სადაც პრო დ2-ის ჩემპიონატი იწყება. წლეულს ამ ლიგაში მოასპარეზე 16 გუნდის შემადგენლობაში თითქმის 3 ათეული ქართველი ითამაშებს. ტოპ 14-ში მიჯრით გატარებული 5 სეზონის შემდეგ, „ბრივი“ პრო დ2-ში დაქვეითდა და გასულ წლებში ამ გუნდის ღირსებას სამი ბორჯღალოსანი იცავდა – კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე. სამხრეთ საფრანგეთში...
სერხიო რამოსი – CR II
ჩინებული ბურთაობა იყო ტალინში. მადრიდის “ატლეტიკოს” მონაწილეობით მატჩები, ზოგადად, უხვგოლიანობით არასოდეს გამოირჩევა და აქ ერთბაშად ექვსი! ამ ექვსიდან ოთხი კი ვინმე “ოსასუნას” კი არა, “რეალის” კარში გავიდა. როგორი გვეჩვენა ურონალდუო “სამეფო კლუბი” ან რა სიახლე შევნიშნეთ დიეგო სიმეონეს მგლების თამაშში, ცალკე წერილის თემა იყოს, მანამ კი, პირველ რიგში, სტატისტიკი მოყვარულების გულები მოვიგოთ: ● ხულიან ლოპეტეგი...
რონალდუმ რვა წუთი იკმარა
პატარა იტალიურ ქალაქ ვილარ პეროზაში წინასასეზონო მზადების ფარგლებში “იუვენტუსის” ჩასვლა გრანდიოზულ ზეიმად იქცა. ქალაქი ხომ სრული შემადგენლობით გამოცხადდა სტადიონზე და ახლომახლო სოფელ-ქალაქებიდან ბევრმა მიაშურა. ტრიბუნებმა ყველა მსურველი ვერ დაიტია. ხუმრობა საქმე ხომ არაა – სწორედ ამ მოკრძალებულ არენაზე უნდა შემდგარიყო კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე სტადიონის შემოგარენი ერთ დიდ სავაჭრო და გასართობ ცენტრს...
ჩვენ ვთქვით, ფიფა – იტყვის…
24 სექტემბერს, ლონდონში, დიდი სანახაობაა – ფიფა 2018 წლის საუკეთესოებს დაასახელებს. გალა-დაჯილდოება ამჯერადაც ლონდონში გაიმართება. მსოფლიოს რჩეულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: ⚽ საკუთესო ფეხბურთელი ქალი ⚽ საუკეთესო ფეხბურთელი კაცი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი ქალი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი კაცი ⚽ საუკეთესო მეკარე ⚽ საუკეთესო გოლი – პუშკაშის თასი ⚽ ფეარ პლეის ჯილდო ⚽ საუკეთესო ქომაგი ⚽ ფიფა პრო...
საქართველო ისევ თამაშგარეთშია
… თითქოს ახალი ოლიმპიადაა და არცაა. საბოლოო ჯამში, ყველა ტურნირის რენტაბელობა მაყურებელთა რაოდენიბით იზომება, ზაფხულის სპორტში კი ევროპის ჩემპიონატები მუდმივად განიცდიდნენ აუდიტორიის ნაკლებობას. ევროპამ კომპაქტური ტურნირი მოიფიქრა, რომელიც ათ დღეში და ორ ქალაქში ეტევა. ალბათ გახსოვთ ორი წლის წინანდელი ბაქოს პირველი ევროპული თამაშები, სადაც გუნდები არა ფედერაციებმა, არამედ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა წარადგინეს. შესაბამისად, ტურნირზე მხოლოდ...









