ამ ამბავს დიდი შესავალი არ სჭირდება, პირდაპირ შეხვედრების გახსენებით დავიწყებ და ისედაც ცხადი გახდება, რისი თქმა მსურს. პირველი შეხვედრა – ტელევიზორიდან 2000 წელი იყო. თბილისში შემოდგომა იდგა, თუმცა ამინდი ჯერაც ზაფხულისა იყო. სახლში, აივნის გამოღებულ კართან ვიჯექი და აღელვებული სიგარეტს ღერი ღერზე ვეწეოდი. ტელევიზორში კი ამ დროს ძალოსანთა ოლიმპიურ შეჯიბრს უჩვენებდნენ. 25 წლის გიორგი ასანიძე...
კატეგორია: დავთარი
2018 – გიორგი ჩაკვეტაძე
სუსხიან და საახალწლოდ გაპრანჭულ რუსთაველზე, რუსთაველისვე თეატრის წინ, ქართული საფეხბურთო საზოგადოება ნელ-ნელა იკრიბებოდა. ბევრი ცნობილი სახე დავლანდეთ. ვეტერანები, მოქმედები, ლეგიონერები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები… ციოდა და ყველამ სითბოში შესვლა არჩია. იქ მათ სახელდახელო ფურშეტი ელოდათ. დაჯილდოება მცირე დარბაზში დაეგეგმათ და იმდენი ხალხი დაეპატიჟათ, ლამის ნახევარი ფეხზე დარჩა. ერთი მხრივ, ეს ცუდია. მეორე მხრივ კი სასიამოვნოა, როცა ქართული...
ახალი ქართველი მამლუქები
გოგა ბითაძე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტში” გადავიდა. ბუნებრივია, უნიჭიერესი ქართველი კალათბურთელის კარიერული წინსვლა (ევროლიგაში ითამაშებს) ყველას გვახარებს, მაგრამ…. “ბუდუჩნოსტი”, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებს ცენტრფორვარდს ართმევს. გოგასთვის მხოლოდ წარმატება გვემეტება, მაგრამ ცვედანი FIBA-ს წყალობით ჩვენი გუნდი წლიდან წლამდე საუკეთესოთა გარეშე დარჩება – ევროლიგის და NBA-ის გუნდები ჩვენს მენაკრებეებს არ გამოუშვებენ, მათ გარეშე კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე...
ჩვენ გვიყვარს ინტრიგა…
წლევანდელი პრემიერლიგა უკვე ისტორიულია. თამაშის ხარისხზე მოგვიანებით ვთქვათ და ჯერ ციფრები გავიოცოთ. – ეს სეზონი საუკეთესოა ლივერპულის ისტორიაში: 14 მოგება, 3 ფრე და 0 მარცხი. ეგ კი არა, ლივერპულმა ზედიზედ სამი მატჩიც რომ წააგოს, მიმდინარე სტარტი მაინც საუკეთესო იქნება მისთვის პრემიერლიგაში. – სიტის დღეისთვის 44 ქულა აქვს და ისტორიაში უკეთესი სტარტი მხოლოდ შარშან ჰქონდა. –...
რაჰიმი და მედია
რო გითხრათ, სულ არ ვგიჟდები რაჰიმ სტერლინგის ფეხბურთზე. საერთოდ, დღევანდელი ფეხბურთით გაგიჟება ძნელია. როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: დაჟე ის იცი, მესი რას გააკეთებს, წამოვა აქედან და შევა ცენტრში. ამის მიუხედავად. ქვეყნად ჯერ კიდევ იმდენი ფეხბურთელია, რომ რაღა რაჰიმი. ანდა, ვისაც ძველი ჯადოქრობა ახსოვს, რაღა რაჰიმი. მაგრამ ის ჩაგრული კაცი გამოვიდა. ნორმალურად უბერავს და შეჭამეს,...
კაცი მთვარეზე წაიქცა
ოლიმპიური ჯილდო მთვარეზე სიმაღლეზე ხტომისთვის – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სპეციალური ჯილდო ასტრონავტ ჩარლზ დიუკს გადასცა. დიუკი პირველი ადამიანია, რომელმაც მთვარეზე სპორტით დაკავება გადაწყვიტა. 1972 წელს აპოლო 16-ის ექსპედიიცის დროს დიუკმა და ჯონ იანგმა დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე სიმაღლეზე ხტომაში შეჯიბრი მოაწყეს, რამაც „მთვარის ოლიმპიადის“ სახელი მიიღო იმავე წელს მიუნხენში ჩატარებული ოლიმპიადის საპატივცემულოდ. თომას...
ჩაკვეტაძის გზაგასაყარი
ყველამ დაწერა, ყველამ გამოთქვა აზრი. ყველაში მხოლოდ ჩემს ქართველ კოლეგებს არ ვგულისმობ – ესპანური „მუნდო“-დან დაწყებული და მეორეხარისხოვანი ინტერნეტგამოცემებით დამთავრებული. ვატყობ, მეც დამიგროვდა სათქმელი… გიორგი ჩაკვეტაძე რომ უკიდეგანოდ ნიჭიერია, ყველა ვთანხმდებით. 99 პროცენტიანი ალბათობით, ის ამ ზამთარშივე რომ დატოვებს ბელგიურ „გენტს“ და არც ეს უნდა იყოს სენსაცია. გასარკვევი ისღაა, რომელ კლუბზე შეჩერდება არჩევანი. მსურველთა დიაპაზონი...
კარგი ჩემპიონი
საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ გახდა და ეს კარგი ამბავია… კარგია, იმის მიუხედავად, გულშემატკივრობთ თუ არა ამ გუნდს… კარგია, იმიტომ, რომ გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი გარჯისა და ოფლისღვრის ფასად მივიდა ტრიუმფამდე. ბავშვთა ფეხბურთით დაწყებული ისტორია, ქვეყნის ჩემპიონობით დამთავრდა და გვგონია, რომ ეს ქართულ ფეხბურთში კიდევ რაღაც ახლის დასაწყისია. ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ბევრი ერთი-ორწლიანი გუნდები გვინახავს, რომლებიც...
საბურთალო ავიდა, ბათუმი მოვიდა, ფოთი წავიდა
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მხოლოდ ერთი რამ იყო გასარკვევი: ვინ მოიპოვებდა ევროპა ლიგის მესამე საგზურს – „ჩიხურა“ თუ „დილა.“ ორივემ გაიმარჯვა და რადგან ჯამში საჩხერელებს ქულით მეტი მოუგროვდათ, ევროსარბიელზეც ისინი ითამაშებენ. მაშ ასე: ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს პირველად წარადგენს „საბურთალო,“ რომელიც პირველად ავიდა საჩემპიონო კვარცხლბეკზე, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი „დინამო,“ „ტორპედო“ და...
სათავესთან დაბრუნებული ორაგული
გაგრძელება. დასაწყისი იხილეთ აქ – ბატონო ანზორ, თქვენს კარიერაზე მინდა გკითხოთ. როგორ ან რატომ შეელიეთ თბილისის „დინამოს“? – შეიძლება ითქვას, რომ გუნდიდან გავიქეცი. 1959 წელს პირველ წრეში გუნდის ძირითადი მეკარე ვიყავი, ჩვენი ბრწყინვალე სერგო კოტრიკაძე კი სათადარიგო იყო. მეორე წრის წინ რადიკულიტი დამემართა, ძირითადი მეკარე სერგო გახდა და გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. სეზონთაშორის პერიოდში გუნდი...
