ანზორ კავაზაშვილი დაიბადა ბათუმში 19.07.1940 მეკარე სიმაღლე: 176 სმ საფეხბურთო კარიერა თბილისის დინამო (1957-1959) 5 მატჩი ლენინგრადის ზენიტი (1960) 30 მატჩი მოსკოვის ტორპედი (1960-1968) 165 მატჩი მოსკოვის სპარტაკი (1969-1971) 74 მატჩი ქუთაისის ტორპედო (1972) 31 მატჩი საბჭოთა კავშირის ნაკრები (1965-1970) 29 მატჩი სამწვრთნელო კარიერა კოსტრომის სპარტაკი 1973 ჩადის ნაკრები 1976-1977 რუსეთის საბჭოთა ფედერაციის 19 წლამდელთა...
კატეგორია: დავთარი
დარჩა მესამე
„საბურთალომ“ ოფიციალურად ჩაიბარა ჩემპიონის ვერცხლის ფარი. „ჩიხურასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ (0:0), გამარჯვებულებს ოქროს მედლები სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჩამოურიგა. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კაშიამ კი მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს სპეციალურად დამზადებული საჩუქარიც გადასცა. დამრიგებელს ხომ „საბურთალოში“ საიუბილეო 150 მატჩი დაუგროვდა. თამაში უგოლოდ დამთავრდა. 21-ე წუთზე მსაჯმა საბურთალოელი ლუკა ლაკვეხელიანი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა და პენალტი...
ევროსაგზურების ცვენა
უეფამ უკვე დაამტკიცა კიდევ ერთი ევროტურნირის ფორმატი, რომელიც 2021 წლის ზაფხულში დაიწყება. ჯერჯერობით მოუნათლავ ტურნირს ისეთივე საშეჯიბრო ბადე ექნება, როგორიც ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ლიგას. 32 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე 8 ქვეჯგუფში იასპარეზებს, მერე კი ფლეი-ოფის სტადია დაიწყება. ფლეიოფში პირდაპირ გავა 8 ჯგუფის გამარჯვებული. მეორეადგილოსნებს მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილზე გასულებთან მოუწევთ...
პოკერი და დერეფანი
გასულმა ტურმა ცხრილის ქვედა ნაწილში თითქმის გაარკვია სიტუაცია. „კოლხეთი“ ოფიციალურად დაემშვიდობა ელიტას, „სამტრედიას“ კი პლეი აუტის თამაში მოუწევს ლიგა 2-ის წარმომადგენელთან. პლეი აუტის მეორე მონაწილე ქვემოქართლურ „სიონსა“ და „რუსთავს“ შორის გაირკვევა. ამ მხრივ, რუსთაველებს თოთქოს უკეთესი შანსი უჩანთ, დარჩენილ ორ ტურში ისინი უკვე უმოტივაციო „სამტრედიასა“ და „ლოკომოტივს“ ეთამაშებიან. მაშინ, როცა „სიონს“ მესამე ადგილის მოცილეებთან –...
აბა, განი! ჭიდაობა ქართული!
ქართული საჭიდაოს ნახერხის სუნი ჩაგისუნთქავთ? დოლისა და ზურნის აკომპანიმენტზე გული აგჩქარებიათ? ქართული ჭიდაობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ გართობა-სანახაობა. იმავდროულად საბრძოლო ხელოვნებაც იყო და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. ბოლო ათწლეულებში თითქმის გაქრა საჭიდაოს მოწყობისა და კონკრეტული სოფელ-ქალაქის ტურნირის გამართვის ტრადიცია. ამის მიუხედავად, ქართული ჭიდაობა კვებავდა და კვებავს ჩვენს ლეგენდარულ ფალავნებს განუმეორებელი ილეთებით, მერე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაპონურ ძიუდოში თუ...
სალომე ზურაბიშვილის სპორტული სარბიელი
საქართველომ მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი პირი ქალბატონი იქნება. სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით აირჩია, ანუ: მიუხედავად კონსტიტუციით საკმაოდ შეზღუდული აღმასრულებელი ფუნქციებისა, მისი ლეგიტიმაცია საკმაოდ მაღალია. და რა შუაშია „სარბიელი“? რა საერთო აქვს სპორტულ გამოცემას დიდ პოლიტიკასთან? ახლავე მოგახსენებთ. ბევრი სხვა ფუნქციისგან თავისუფალ პრეზიდენტს, სურვილის...
რა მოხდა ბირმინგემში ?
გასულ კვირა დღეს დიდი ვნებათაღელვა იყო ინგლისური ჩემპიონშიფის ერთი გამორჩეული შეხვედრისას. „ასტონ ვილამ“ თანაქალაქელ „ბირმინგემს“ უმასპინძლა, ეს კი არასდროს არაა პატარა ამბავი, სატურნირო თვალსაზრისის მიუხედავად და, ასეთ დროს ისიც უმნიშვნელოა, თუ რომელ ლიგაში თამაშობენ ეს გუნდები. 41 200 მაურებელი ჰყავდა ამ მატჩს. დებიუტში დაწინაურებულ სტუმრებს, ვილაპარკელებმა დახვეწილად შემოუტრიალეს თამაში და თვალსასეირო რკენაში 4-2 იმარჯვეს. ამ ოთხიდან...
ქართული ძიუდო ჩაიცუცქა
დღეს არ ვაპირებდი დაწერას. ხვალ იყოს – ემოციები ოდნავ მაინც რომ ჩაცხრება მეთქი. ვერ ჩაცხრა! ძილიც არ გამეკარა! ქართველმა ძიუდოისტები ერთმანეთს დაერივნენო. ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო. ოსაკაშიო. ძიუდოს სამშობლოში გრანდ სლემზე ჩასულებმა ვისაც არ დაეზარა, ყველას აბურთავებინეს თავი, კინკილა მედალიც ვერ მოინაგრეს და ერთმანეთი კი სცემესო! ჯერ ინფორმაცია არაოფიციალურია, მაგრამ ვეჭვობთ, რომ ფედერაციის საყვარელი ფრინველი...
საბურთალო მეცხრეა, მეცხრე ცაზეა
ორშაბათს, 26 ნოემბერს, „მიხეილ მესხზე,“ ლიდემა „საბურთალომ“ უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 2:1 მოუგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე, მეტოქეთათვის მიუღწეველი გახდა. ანგარიში მე-14 წუთზე დინამოელმა ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. თუმცა, მასპინძლები გონს მალევე მოეგნენ და ჯერ გიორგი კოხრეიძემ მე-20 წუთზე გაათანაბრა პენალტით, ოთხ წუთში კი ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვეშმა მეორედ დააწყებინა სტუმრებს ცენტრიდან თამაში. სიუჟეტიც უფრო ფერადი...
ჯერ მწარე, კვლავ ტკბილი
მეორე პოლინეზიურმა ნაკრებმაც ყურჩამოყრილმა დატოვა თბილისი. ნოემბრის საძაგელ ამინდში, გულისგამასიებელი წვრილი წვიმის თანხლებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამჯერად ტონგა დაამარცხა და წესით, მორიგ რეიტინგ-ლისტშიც უნდა გაუსწროს. სამოასთან მიღებული საპირველტაიმო გაკვეთილი მილტონ ჰეიგმა ქართველებს, ეტყობა, წარმატებით აუხსნა და “მიხეილ მესხზე” ფეხმარდ ტონგელებს თანამოძმეებივით თავისუფლად ქრიალის საშუალება არ მიეცათ. სხვა გზა არ იყო და ჯარიმებით ფონს გასვლა...









