ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ვიღაც დაწინაურდა, ვიღაც დაქვეითდა, უეფამ კი ქულები და გოლები მისხალ-მისხალ დათვალა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ ყველა ნაკრები შესაბამის კალათებში განთესა. საქართველოს ნაკრებმა წარმატებული გამოსვლით, შეიძლება ითქვას, ბოლო ვაგონს მიუსწრო და მეოთხე კალათში განითესა. ზოგადად კალათები ასე გამოიყურება: 1 კალათა: შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია,...
კატეგორია: დავთარი
თეთრი რუსი მოდის…
ერთა ლიგი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრები უკეთეს შედეგს ვერც ინატრებდა. ჩვენებმა ხომ ჯგუფი ათქულიანი უპირატესობით მოიგეს და ამასთან, D დივიზიონის ოთხ ჯგუფის საუკეთესო პირველადგილოსანი გახდა. ამ შედეგეით შედგა კიდეც ნახევარფინალური წყვილები: საქართველო შინ ბელარუსს შეხვდება, მაკედონია – კოსოვოს. ეს მატჩები და ფინალიც 2020 წლის მარტში გაიმართება. 16 თვის მერე როგორი იქნება ბელარუსის ნაკრები, არავინ...
საქართველო ჯამშია!
ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ: ერთა ლიგა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის. ამ ახალმა ტურნირმა ახალი სიცოცხლე შთაბერა ჩვენს ეროვნულ გუნდს. ყაზახეთთან გუშინდელი გამარჯვება კი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა, „ჯვაროსნებმა“ არა მარტო ჯგუფში, არამედ მთლიანად D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, პლეი ოფშიც გავიდნენ და ნახევარფინალის თბილისში გამართვის უფლებაც მოიპოვეს. სლოვაკი ვლადიმირ ვაისი კი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა...
აუცილებლად მოსაგები თამაში
… ნუ იფიქრებთ, რომ საქართველო-ყაზახეთი მხოლოდ პრესტიჟის ამბავია. კი, საქართველო პირველ ადგილზეა და ყაზახები ჩვენებს გვერდით ვერ დადუდგებიან, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთვის ეს თამაში პრესტიჟს სცილდება, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია და აი, რატომ: ერთა ლიგის D დივიზიონის ოთხი პირველადგილოსნიდან ორი საუკეთესო (ჯგუფში დაგროვილი ქულებით) ორ უარესი მაჩვენებლის მქონე გუნდს უმასპინძლებს. დავუშვათ, საქართველომ დააგროვა 16 ქულა, ბელარუსმა 14,...
ტოჩის ქართული კადობანი?
კიუსიუზე მიმდინარე წლის დამაგვირგვინებელ ბაშოს ორი ფავორიტი დაწყებამდევე გამოაკლდა. იოკოძუნებიდან მესამემ ოთხი დღე იჯახირა და ისიც ტრავმის მიზეზით დაემშვიდობა კუნძულს. ასეთ ვითარებაში ოძეკი ტოჩინოშინი ერთ-ერთ კი არა, ლამის უპირველეს ფავორიტად შეირაცხა. სწორედ მოჭარბებულმა ყურადღებამ გაუწია ქართველ გოლიათს დათვური სამსახური. სუმოს ელიტაში უკვე ყველამ იცის, ქართველი თუ მავაშიმდე მიუშვი, იოკოძუნასაც გაიტანს. ჰოდა, კონტრტაქტიკის შერჩევაც დაიწყეს. შედეგი?...
ლაშა ტალახაძის სახელობის ჩიხი
უცნაურია ადამიანის ბუნება. სულ მინდოდა, ქართულ სპორტში გვყოლოდა ერთი ისეთი ფიგურა, მთელი კარიერის მანძილზე რომ მოსრავდა ყველას და ყველაფერს… განა ეგეთები არ გვყოლია?! ლევან თედიაშვილის ბიოგრაფია, ორად ორი მარცხით ლეგენდად შემორჩა არა მხოლოდ ქართულ საჭიდაო სამყაროს. ვიქტორ სანეევმა სამი ოლიმპიადა ხომ იფრინა და მეოთხეზე, სპორტსმენის კვალობაზე ლამის უკვე პენსიონერმა, სულ ბოლო ცდით ოლიმპიური ვერცხლი გამოღლიტა...
ქართველებმა სივატაუ აგანდაგანეს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირწმინდად მოგებული მეორე ტაიმის წყალობით სამოა 27:19 (10:19) დაამარცხა და სიხარულის და დისკუსიისთვის იმდენი სივრცე დატოვა, ორი კვირა პრაიმტაიმების მასალა საძიებელი აღარ არის, საპრეზინდენტო არჩევნებს და სხვა ულამაზო მოვლენებს რომ არ ჰქონდეთ რაგინდარა ტელე- და ინტერნეტ-მაუწყებელთა ბადეები გადავსებული. იტალიასთან წინა კვირის წაგებამ, ალბათ სამართლიანად, ტიპიური ქართული ეიფორიისგან გამოგვიყვანა და ისევ მსოფლიო რაგბის...
რიგით მე-17 საჯუჯო
დღეს, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ანდორასთან სტუმრად აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. რადგან, ერთა D ლიგაში საუკეთესოობა სურს და ეს მხოლოდ პრესტიჟის ამბავი არ არის. მაქსიმალური ქულები შესაძლებლობას მოგვცემს, ტურნირის ნახევარფინალი შინ ვითამაშოთ. ეს კი, დიდი შეღავათია. თანაც რეიტინგშიც წავიწევთ წინ, რაც სამომავლოდ უფრო მაღალ კალათში მოგვახვედრებს. ქართველები უკვე მესამე დღეა ანდორაში არიან და...
თქვენ რას იტყვით, ბატონო რომან?
ელიგის დამთავრებამდე 4 ტური რჩება და თუ ჩემპიონის ვინაობა, ფაქტობრივად, ეჭვს აღარ იწვევს. მთავარ ინტრიგას მესამე საპრიზო და ამავდროულად, საევროპალიგო ადგილის მფლობელის ვინაობის გარკვევა წარმოადგენს. ასევე, გასავარდნ ზონაშიცაა შემორჩენილი მცირე ინტრიგები. ბრინჯაოს პრეტენდენტი რეალურად ორია – „ტორპედო“ და „ჩიხურა,“ თუმცა გარკვეულ ვითარებაში, შესაძლოა, მათ დავაში „დილაც“ ჩაერთოს. ერთიც ვთქვათ, „ტორპედო“ ქვეყნის თასის ფინალშიცაა გასული და...
იტალიამ ბორჯღალი დაატრიალა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფლორენციაში იომა, მაგრამ ვერას გახდა. მოლოდინით, დიდი გამარჯვების მოლოდინით გაფართოებული თვალები ჩაუქრა ქომაგს, დავითიანი დროშები ჩამოიკეცა და ბარე ორი ქართველი ამაღამ ნერვიულობისგან ღამეს თეთრად გაათევს. არადა, მოგება შეიძლებოდა, რომ არა… აქ ჯობს მიზეზთა გრძელი სიის ჩამორაკრაკებას მოვერიდოთ, ოტიმალური შემადგენლობის არყოლაზე, ახალგაზრდების და გამოუცდელთა სიმრავლეზე, არდასაშვებ შეცდომებზე და მისთანა გარემოებებზე სიტყვა აღარ გავაგრძელოთ....









