ამბავი ასეთია: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა. თანაც როგორ: 29-დან 28 სუბიექტმა კობიაშვილი თავის ფავორიტად წინასწარვე გამოაცხადა! მოკლედ, კობიაშვილის გაპრეზიდენტებას ხელს მეორედ მოსვლა თუ შეუშლის. მეორედ მოსვლა კი ახლო მომავალში დაგეგმილი არ არის, ანუ ლევან კობიაშვილი აუცილებლად გახდება პრეზიდენტი მეორე ვადით. ახლა კითხვა ასე დავსვათ: რას ნიშნავს კობიაშვილისადმი...
კატეგორია: დავთარი
ხელბურთის პელე გარდაიცვალა
ქართული და მსოფლიო ხელბურთის მაესტრო, ჯემალ ცერცვაძე დღეს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯემალ ცერცვაძის ღვაწლი თაბახებს მოიცავს. თბილისის „ბურევესტნიკის“ შემადგენლობაში იგი ორგზის იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სამგზის მეორე, ერთგზის მესამე პრიზიორი და ათჯერ ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 13 წლის განმავლობაში უცვლელად გამოდიოდა და მერე როგორ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში. სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან ორში ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ...
ყოჩი #2
ორი კვირის წინათ, ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ო’ნილმა „ნოტინგემ ფორესტი“ ჩაიბარა და როგორც ბრიტანული მედია გვამცნობს – ოცნება აისრულა. საქმე ის არის, რომ ო’ნილი იმ ლეგენდარული „ფორესტის“ ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბრაიან კლაფის თავკაცობით, ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (1979, 1980). ახლა კლუბის ბერძნული წარმოშობის მფლობელს, ევანგელოს მარინაკისს, კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნება ჩაუფიქრებია და...
ავსტრალიური ვა-ბანკი
ავსტრალიის ღია საჩოგბურთო პირველობაზე გადამწყვეტი მატჩები დარჩა და ის დროა, შედეგების შეჯამება-შეფასებას შევუდგეთ. უკვე ცნობილია ქალთა ერთეულთა თანრიგში ფინალისტთა ვინაობა. 21 წლის იაპონელი ნაომი ოსაკა წინა სლემტურნირის – აშშ-ის ღიას გამარჯვებულია და ასაკის მიუხედავად, სტაბილირობით აოცებს საჩოგბურთო სამყაროს. ნაომიმ ფინალის საგზური ექსპირველ ჩოგან კაროლინა პლიშკოვას აართვა და ფინალში კიდევ ერთ ჩეხ პეტრა კვიტოვას შეებრძოლება. იაპონელს...
ცხელი იანვარი
დატვირთული სატრანსფერო იანვარი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. თან, ჯერ 31 იანვრამდე დროა, კიდევ იქნება გადასვლა-გადმოსვლები და თანაც, სულაც არაა აუცილებელი ამ თვეში გადავიდნენ, თავისუფალ აგენტებს მერეც შეეძლებათ. უმეტესობა დაბინავდა, ზოგიერთი კი ნავსაყუდელს ელის. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც წლეულს ევროშესარჩევი ელის. ზუსტად ორი თვეა დარჩენილი შვეიცარიასთან პირველ მატჩამდე, ორი თვე კი უცებ გაირბენს. ვინ დარჩა უბინაოდ?...
დამღლელი
ერთი შეხედვით, მადრიდის „ატლეტიკო“ ჩვეულ პოზიციაზეა. პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდა, სადაც ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება. დეკემბერში შვიდი წელიწადი გახდა, რაც დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ თავკაცობს. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია და ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა. მაგრამ ბოლო ორი წელიწადია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არგენტინელ სპეციალისტს იდეები შემოელია და გუნდი წინ...
შესანიშნავი ნახევარი
დასრულდა ხელბურთში მსოფლიო თასის პირველი ჯგუფური ეტაპი და ხამს შევაჯამოთ. 24 ნაკრებიდან მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე 12 რჩეული გავიდა და მათში განსაცვიფრებელად და გასაოგნებელად ვერავინ მოხვდა, მაგრამ A-ჯგუფში რუსეთის და სერბეთის ჩარჩენა და მომდევნო რაუნდში გადასული საფრანგეთ-გერმანიის კომპანიაში ბრაზილიის მოხვედრა მაინც გვარიანი სიურპრიზი გამოდგა. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში გასვლის მიუხედავად ხელბურთი ბრაზილიაში არ არის ფეხბურთი ან...
სად არიან დიდები?!
„ფენერბაჰჩე“ – თურქეთის 19-გზის ჩემპიონი, სუპერლიგის ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. არც ტრადიციული ბობოლები „ბეშიქთაში“ და „გალათასარაი“ არიან პირველ სამეულში… სამაგიეროდ, ლიდერი „ბაშაკშეჰირია,“ მეორე – „ტრაბზონსფორი,“ მესამე კი „მალათასფორი“… უცნაური განლაგებაა არა? მაგრამ სწორედ ეს განლაგებაა იმის მაჩვენებელი, რომ თურქულ სუპერლიგას – თავსართი „სუპერ,“ უკვე ზედმეტად მოუჩანს. შეიძლება ჩემპიონი ისევ რომელიმე ბობოლა გახდეს, მაგრამ ეს სურათს...
პაიჭაძის ბუცები
„დინამოს“ მასაჟისტმა ანზორ გაბიტაშვილმა ბურთი ხელიდან გამოსტაცა მსაჯ რიკარდო ლატანცის და მიიმალა… მინსკში, იქაურების და ჩვენების თამაშისას, დავით ყიფიანს 10-ნომრიანი მაისური შემოახიეს და მანაც 13-ნომრიანი მოირგო და იმით გააგრძელა თამაში… აგერ, ახლა თემურ ქეცბაიამ „ბოლტონს“ რომ გამარჯვების გოლი გაუტანა, ბუცის გახდა დააპირა… ეს სამი ამბავი წამომიტივტივდა გონებაში, როცა ამ სვეტის გამო ვფიქრობდი. და რამდენი ასეთი...
სადღეგრძელო იყოს შენი…
„სარბიელის“ მკითხველნო, ქართული სპორტის ქომაგნო, სპორტსმენებო და სპორტზე მწერალნო, სრულიად საქართველოვ – დამდეგ 2019 წელს გილოცავთ! წლები მიდის, ქვეყანა წინ მძიმედ იძვრის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერ იქნა და ვერ დავსვით იმპორტზე მეტი ექსპორტის, სამშობლოდან ქართველთა გასვლაზე მეტი მობრუნების, სიკვდილიანობაზე მკვეთრად ამაღლებული შობადობის, უხასიათობაზე მეტი კარგი განწყობის მაჩვენებლები, მაგრამ ქართული სპორტი კი ჩვენია და საახალწლო სუფრაზე...