კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
ლიგაში VAR იწყება
ჩანაწერი

ლიგაში VAR იწყება

12 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის საგაზაფხულო ეტაპი მერვედფინალური მატჩებით გაიხსნება. „რომა“ „პორტუს“ უმასპინძლებს, „მანჩესტერი“ – პსჟ-ს. უეფას ოფიციალური გვერდის ცნობით, ვიდეოარბიტრის სისტემამ (VAR) წარმატებით გაიარა ტექნიკური ტესტირება, მსაჯებმა საჭირო განსწავლულობა მიიღეს და ამიერიდან, ისტორიაში პირველად, მერვედფინალური ეტაპიდან დაწყებული, მას ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში გამოიყენებენ. VAR-ი უკვე მუშაობს რამდენიმე ეროვნულ ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგაში კი ასე...

რაც მაგრები ვართ…
ჩანაწერი

რაც მაგრები ვართ…

ასეა სპორტის და სპორტსმენების საქმე: ემოციის ზღვაც იცის, დიდი სიხარულიც და ზოგჯერ იმედგაცრუებაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ციფრებსა და დაკავებულ ადგილებში აისახება. … ერთი სიამოვნებაა ძიუდოს მსოფლიო რეიტინგისთვის თვალის გადავლება. აი, მაგალითად ვაჯა მარგველაშვილმა პარიზში ფინალი კი დათმო, მაგრამ საკუთარ (-66 კგ) წონაში მაინც მსოფლიოში პირველია. რატომ და იმიტომ, რომ სტაბილურია და ერთი მარცხის წილ...

როგორ დაიბადა რეალი…
ჩანაწერი

როგორ დაიბადა რეალი…

მადრიდის „რეალის“ დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი ბარსელონაში დაბადებულ-გაზრდილი კატალონიელი იყო… მადრიდის „ატლეტიკო“ ბასკმა სტუდენტებმა დააფუძნეს… როგორ იწყებოდა ორი მადრიდული გრანდის ისტორია და რა როლი ითამაშა მადრიდული დერბის გაღვივებაში გენერალმა ფრანკომ – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს რომ ვუპასუხოთ, XIX საუკუნეში უნდა გადავინაცვლოთ. „ფუტბოლ სქაი“ – ასე ერქვა კერძო მადრიდული სასწავლებლის სტუდენტების მიერ დაფუძნებულ საფეხბურთო კლუბს,...

საქართველო ოქრო-ვერცხლით
ჩანაწერი

საქართველო ოქრო-ვერცხლით

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სეზონის პირველი დიდი ტურნირი 4 მედლით დაასრულა. ტურნირის პირველ დღეს სამ წონაში ქართველებს სამი მედალი ერგოთ. პირველი მედალი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ მოიპოვა. მან  ჯერ ესპანელ ფრანსისკო გარიგოს სძლია, მეოთხედფინალში კი ეკვადორელი ლენინ პრესიადო თემურმა იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ამ ტურნირის ოთხგზის ტრიუმფატორ ნაოჰისა ტაკატოსთან ვერას გახდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი...

ალაფი ტრანსილვანიიდან
ჩანაწერი

ალაფი ტრანსილვანიიდან

2019 წლის, მოსაწყენი, ერთ ადგილზე სატკეპნი, მოტივაციაგამოცლილი ევროპის ჩემპიონატის პირველ თამაშში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კლუჟში რუმინეთის ნაკრები 18:9 დაამარცხა. მესამედზე შევსებული ტრიბუნების წინ, სადაც მცირერიცხოვან ქართველ ქომაგთა ხმები მკაფიოდ ისმოდა, ქართველებმა არითმეტიკული თვალსაზრისით ჩააგდეს მატჩის პირველი ნახევარი (3:6), თუმც თამაშს ეტყობოდა, რომ გამარჯვებულის ამოცნობა შესაძლებელი იყო. მართლაც, მეორე ტაიმში ჩვენები უფრო ეფექტურად მიაწვნენ და ორი...

… თუ მოსწავლე აჯობებს
ჩანაწერი

… თუ მოსწავლე აჯობებს

ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ აგრძელებს ევროპის წამყვანი საფეხბურთო პირველობების ფინანსურ ლუსტრაცია-ანალიზს. ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფებურთელების ათეული უკვე შემოგთავაზეთ, ახლა კი თვალი გადავავლოთ, ვინ ფასობს ყველაზე ძვირად მწვრთნელთა ამქარში. ისევე, როგორც ფეხბურთელებში, აქაც ესპანური ლა ლიგა ლიდერობს. პირველ ადგილზე მადრიდის „ატლეტიკოს“ 48 წლის დამრიგებელი დიეგო სიმეონეა ჭეშმარიტად ასტრონომიული ანაზღაურებით – 3.3 მილიონი ევრო თვეში. მეორე ადგილი ლა ლიგაში...

რას გვასწავლის დინამო?
ჩანაწერი

რას გვასწავლის დინამო?

გახსოვთ „ცისფერ მთებში“ ვაჟა ზაზაევიჩი? კალათბურთი გამიგია, ხელბურთი გამიგია, ფეხბურთი(ც) გამიგია, აი, მოტობურთი რა არის, პირველად მესმისო… ეს მახსენდება ხოლმე, თბილისის „დინამოს“ ახალწვეულების ყოფილ კლუბებს რომ ვათვალიერებ. რა კლუბებია, რატომ აქამდე არ გაგვიგია? ქართველი ახალგაზრდების დიდ ნაწილს უთამაშია ტოტალიზატორში და მათ შორის, მეც. რა კლუბებს არ ნახავდი და არ ნახავ. აი, ესპანურებსაც რა მოთვლის. ძალიან...

ფეხბურთის მონტე-კრისტოები
ჩანაწერი

ფეხბურთის მონტე-კრისტოები

ფრანგულმა „ეკიპმა“ მოიკვლია და გამოაქვეყნა ევროპის ტოპ-ლიგებში მოთამაშე ვარსკვლავების ხელფასები. ბუნებრივია, თანხა ევროებშია მოცემული, ოღონდ ერთი დაზუსტებით: ეს ფეხბურთელთა სრული ხელფასია, რომელიც იბეგრება და სუფთა სახით გაცილებით ნაკლები რჩება. ამ მხრივ გამორჩეული საფრანგეთია, სადაც ყველაზე მაღალი გადასახადებია და თითქმის თანხის ნახევარს აღწევს. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლეო მესი გახლავთ, რომელსაც ბარსელონაში ყოველ თვე 8.3 მილიონს უხდიან. მეორე...

ჩანაწერი

ამის დღეობა, იმის – კონტრაქტი

ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ რომ განსაკუთრებული ადამიანები არიან საფეხბურთო სამყაროში, ეს დიდი ხანია ვიცით. გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია და ზოგს პელე ურჩევნია, ზოგს მარადონა და ზოგსაც კრუიფი… ახლახან, WorldFootball-მაFinancial Times-ის თანამშრომელმა, ჯონ ბერნ-მერდოკმა ამ ორი ჯადოქრის მთლიანი სტატისტიკა შეაგროვეს და 1980-იანი წლებისას შეადარეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესი და რონალდუ არავის ჰგვანან. „ბარსელონას“ კაპიტანს...

ჩანაწერი

ქართველი კამპოსი: ტაიმი თავდასხმაში, ტაიმი – კარში

მეკარე თამაზ პაქსაშვილი – გეუბნებათ ეს სახელ–გვარი რამეს? ახალ თაობას, დარწმუნებულნი ვართ, არაფერს. სტაჟიანებიც, ასში ერთი თუ გეტყვით. ამჟამად 48 წლისაა, ყვარლის დურუჯში თამაშობდა 90–იან წლებში… მაგრამ მოდით, პაქსაშვილამდე მექსიკა მოვიაროთ. გახსოვთ ხორხე კამპოსი? მეკარე, ჭრელაჭრულა მაისურა რომ ეცვა და სიმაღლითაც (უფრო სწორად სიდაბლით) რომ გამოირჩეოდა. 130 მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული, მათ შორის, ორ მუნდიალზე...