პირველი სიტყვა ჭირს, პირველი ფრაზა, რომლის შემდეგაც ყველაფერი წარსულ დროში უნდა ითქვას. განა არ წასულან, მაგრამ თითქოს რაღაც ზღვარი გვაქვსო დათქმული, თავს ვინუგეშებთ ხოლმე – რაღაც მაინც ხომ მოასწროო. მოასწრო კი არა, ხეირიანად ვერც დაიწყო. ის ბიჭი იყო, ვის გამოც ხალხი „დინამოს“ დუბლების შეხვედრებზე დადიოდა, მერე კი… მამუკა ფანცულაიას გამო ილიკო სუხიშვილმა და ნოდარ ახალკაცმა...
კატეგორია: დავთარი
უბრალოდ კახა
ნორვეგია. 29 მაისი. „უელვაალი“. საღამოს 7 საათი. „ულევაალის“მინდორზე ქართველი ფეხბურთელები და მათი ჰოლანდიელი თავკაცი იოჰან ბოსკამპი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩისთვის ემზადებიან. სკანდინავიელები თავს მაინცდამაინც არ იკლავენ ჩვენებურთა ვარჯიშის ხილვით. სტადიონზე მომსახურე პერსონალი და ორიოდ ცნობისმოყვარეა. დანარჩენები სულ ქართველები ვართ – ჟურნალისტები, ფედერაციის მოხელეები და დავით ყიფიანი. ყიფიანი მწვრთნელთა სკამზე ზის და ფიქრიანად მისჩერებია ბოსკამპისეულ ვარჯიშებს....
ზუროსის არაჩვეულებრივი გამოფენა
– ცხვირი გავს? – მგონი, გავს… – ნიკაპი? – ნიკაპიც… – აბა, რას მერჩით, ბატონო?! …პაუზა – არაა, ეგ მაინც არაა ჩემი სიდედრი… მომკალით და არაა ჩემი საქართველოს ნაკრები ის გუნდი, ესტონეთთან რომ წააგო. განა მეტოქეს არ ვცემ პატივს, მაგრამ საქართველოს ნამდვილ ნაკრებს ესტონელებისთვის „ბურთი თავზე გადავახიეთ“ ფორმატში უნდა მოეგო. რომელია ნაღდი საქართველოს ნაკრები? აგერ,...
პეპ, ეს, პეპ, ის…
20 თებერვალს ლეგენდარულ ვიმ ვან ჰანეგემს 75 წელი შეუსრულდა. ყოჩაღი მოხუცია. გოლფს თამაშობს, მანქანით მოგზაურობს და ნათელ, არაორდინალურ აზროვნებას ინარჩუნებს. მანქანაში რადიოს უსმენს. ეს რადიო BNR-ია, მხოლოდ ახალი ამბების არხი. „მე ახალ ამბებს ვუსმენ და არა ადამიანებს. ჩვენს დროში მავანნი ისე გაიწაფნენ რადიო-ტელევიზორებში საუბარში, რომ ტაქტი სულ დაკარგეს და სხვებს ფიქრს აღარ აცლიან. არ მინდა...
არ წახვიდეთ, კიდო იქნება!
თქმა არ უნდა, ვიდეოარბიტრის სისტემის შემოღებამ ფეხბურთში ბევრი პრობლემა მოხსნა და თუ ობიექტურობა არ გვღალატობს, ვაღიაროთ, რომ არანაკლები გააჩინა. რამდენიმეწუთიანი პაუზები გუნდებს სათამაშო რიტმიდან რომ აგდებს, ეს ცალკე პრობლემაა. საქმე სერიოზულ კურიოზებამდე მივიდა და VAR ტექნოლოგიის მოწინააღმდეგეთა ხელთ ახლა არაერთი კოზირია. პოლონეთის უმაღლესი ლიგის შეხვედრაში “ლეგიას” ფრანგმა ლეგიონერმა ვილიამ რემიმ წაქცეულ მეტოქეს ფეხი დააბიჯა და...
ავჭალელო ქარო…
მოვიგეთ და ეს ყველაზე მთავარია. შოუ კი ვერ შედგა, რადგა დღეს საღამოს მთავარი შოუმენი ქარი იყო, რომელმაც ფეხით თამაში აუკრძალა გუნდებს და თუ ვინმემ გაბედა, ანანა კიდეც. 24:10 დასრულდა. სხვაობა ერთი ქულით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე შარშან, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს ჩვენი გუნდის კრიტიკას. ეს უფრო მეტოქისთვის საკადრისი პატივის მიგებაა – თუ ესპანელებმა...
შორია იბერიიდან იბერიამდე
დღენიადაგ იმას ვწუწუნებთ, “ექვსი ერის” მამები კარს არ გვიღებენ და განვითარების საშუალებას არ გვაძლევენო. და მაინც ვიზრდებით… ავჭალის სტადიონი ორი იბერიის მორიგი სარაგბო ჯახისთვის ემზადება და ერთი კვირის წინ რუმინეთში წარმატებული ლაშქრობის განგრძობას გეგმავს. აკი თქვა კიდეც ბორჯღალოსანთა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, ჩვენ ნაკრებს საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და ვალდებულნიც ვართ, მხოლოდ საუკეთესო თამაშით გადავუხადოთ სამაგიეროო. გუნდის...
ქართული ფეხბურთი ერთ ხმაში
არაფერი განსაკუთრებული – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მეორე წრეზე წავიდა. ლევან კობიაშვილი ქართულ ფეხბურთს მომდევნო ოთხი წელიწადიც უხელმძღვანელებს… სასტუმრო „ჰუალინგში“ გამართულ სფფ-ის ყრილობაზე, იდეაში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ყოფილიყო, თუმც ეს ყველაფერი სრული ფორმალობა გამოდგა – კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი გახლდათ და ხმოსან დელეგატებს ასარჩევიც არაფერი ჰქონდათ. სხვათა შორის, კობიაშვილამდე ფედერაციის ბოლო...
ბერდები, გორდონ! ადრე ასეთ ბურთს კი არ მოიგერიებდი, ხელებში გააქვავებდი
ახალგაზრდა თაობას ძნელად აუხსნი, რა მასშტაბის ფეხბურთელი იყო გორდონ ბენქსი. ეგებ, ბევრმა ისიც არ იცოდეს, რომელ პოზიციაზე თამაშობდა, არადა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეტესო მეკარის შესახებ 2019 წლის 12 თებერვლის შემდეგ მხოლოდ წარსულ დროში დავწერთ. და მაინც: ვინ იყო გორდონ ბექსი? 1966 წელს ბენქსი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა მისი კარიერის უმთავრეს სეივამდე...
ოქროს მედალი ლონგ-აილენდის უბანში
გაგიგონიათ ასეთი უბანი? ლონგ აილენდი ჰქვია, რაც გრძელ კუნძულს ნიშნავს. გრძელი უბანი ჩვენი საშუალო ქალაქის ტოლა იქნება და ნიუ იორკის შტოდ არის ჩამოყალიბებული. ახლა კი გიამბობთ ერთ ისტორიას, რომელიც ოც წელიწადს გაიწელა და ამ უბნელ კაცს გადახდა. ჩვენთვის ეს ამბავი იმით არის საინტერესო, რომ ლონგ აილენდელი კაცი სპორტსმენია, მას ჰოვარდ დევისი ჰქვია, 39 წლისაა და...









