ამერიკული კალათბურთის ნაციონალური ასოციაცია იმ დროიდან მაჯადოებდა ქარიმ აბდულ ჯაბარი, ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი რომ დგამდნენ ფანტასტიურ შოუებს. მერე ამ ზღაპრულ სამყაროში ვოვა სტეფანიამ შეაბიჯა და კიდევ უფრო მიგვაჯაჭვა. ცოტა ხანი თორნიკე შენგელიამაც იფრინა იქაურ პარკეტზე, მაგრამ ზაზა ფაჩულია სულ სხვაა – ხანგრძლივი და სტაბილური კარიერის ჯილდოდ გასულ სეზონში NBA-ის ჩემპიონის ბრილიანტის ბეჭედი მიიღო....
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ხა ხა ხა!
დატროლეს, ანკესზე წამოაგეს, წამოიკიდეს… „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს, ჟოზე მოურინიუს, იტალიურმა მედიამ ოინი გაუკეთა. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა პორტუგალიელი და „ჩელსის” იტალიელი თავკაცი ანტონიო კონტე ძაღლსა და კატასავით გადაეკიდნენ ერთმანეთს. ერთმა მეორეზე თქვა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობდაო, მეორემ პირველზე პატარა კაციაო… თან, ორივე ერთმანეთს მოედნის კიდესთან გიჟივით ქცევას უწუნებს. როდესაც „განსაკუთრებული” მანჩესტერის სასტუმრო „ლოვრიში” მივიდა, ჰოლში ჟურნალისტები...
და
„როცა 12 წლისა ოჯახს ცრემლიანი თვალებით ტოვებდი და ლისაბონში გადადიოდი, ყველა ამბობდა, რომ მორიგი ლაწირაკი ხარ მადეირადან, მალევე რომ დაუბრუნდება ოჯახს, შენ კი 17-საც არ იყავი და „სპორტინგის“ ძირითადში თამაშობდი… როცა უფროსებთან დაიწყე თამაში, ტექნიკურად კარგად მომზადებულ მეტიჩარას გეძახდნენ, შენ კი რამდენიმე თვეში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გააფორმე კონტრაქტი… ინგლისში ჩასვლის შემდეგ შენზე ამბობდნენ, რომ პერსპექტიული ხარ,...
ვისა, ბიჭო?!
„ნანტი“ – პსჟ-ის შეხვედრა (0:1) კურიოზით დასრულდა. მატჩის ბოლო წუთზე მასპინძელთა მცველი დიეგო კარლოსი შემთხვევით არბიტრ ტონი შაპრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მოედნის საფარს განერთხა. არბიტრის რეაქცია მყისიერი იყო – ფეხბურთელს ჯერ წიხლი ჩააზილა, მერე კი მეორე ყვითელი და, შესაბამისად, წითელი აუფრიალა. ფრანგთა ფეხბურთის ფედერაციამ არბიტრი საქმის დეტალურ განხილვამდე უხელფასო შვებულებაში გაუშვა. რაც შეეხება...
… როგორ დნებიან შოკოლადები მზეზე
მოსკოვის „სპარტაკი“ ისევ გაეხვია სკანდალში. ამბავი სოციალურ ქსელში „სპარტაკის“ ქართული გვარის მქონე ფეხბურთელის გიორგი ჯიქიას გადაღებულ, დაკომენტარებულ და კლუბის სახელით ატვირთულ პოსტს მოჰყვა. „ტვიტერზე“ გაავრცელებული კადრები დუბაის შეკრებაზეა გადაღებული, სადაც „სპარტაკის“ ფერადკანიანი ფეხბურთელები – პედრო როხა, ფერნანდო და ლუის ადრიანო მზის გულზე ვარჯიშობენ. ვიდეოს თან ახლავს კომენტარი: „შეხედეთ, როგორ დნებიან „შოკოლადეები“ მზეზე”. მანამდე, მოსკოვურ გუნდს...
და ვის ჰყავს 06?
„სანმა” დაწერა და ჩვენც გიამბეთ, როგორ გადმოაგდო ქარმა „ჩელსის” ბაზაზე ტერასიდან მინის მაგიდა და როგორ დაეცა ის ანტონიო კონტეს „ნისან ჯუკს”. შემდეგ გაჩნდა ლოგიკური კითხვა: რატომ ჰყავს მულტიმილიონერ მწვრთნელს 15 ათასიანი ავტომობილი? ცნობისათვის: ჩვენი წერილის მთავარ სურათზე სწორედ ეს მანქანაა აღბეჭდილი, რომლის საჭესთანაც ანტონიო კონტეს მეუღლე ზის. ახლა კიდევ უფრო გაგაკვირვებთ. კონტეს მეორე მანქანაც ჰყოლია...
ლესბოსელმა პასტორს შეუტია
მსოფლიო ჩოგბურთის ლესბოსელი ლეგენდა ამერიკელი ბილი ჯინ კინგი გაბრაზდა და „მელბურნ პარკში” მარგარეტ კორტის სახელობის არენისთვის მარგარეტ კორტის სახელის ჩამოცილება მოითხოვა. მიზეზი: ავსტრალიელი ლეგენდა ლგბტ თემზე ცუდად ლაპარაკობს. ბილი ჯინ კინგი ავსტრალიის ღია პირველობის „წლის ქალად” გამოაცხადეს, რადგან მელბურნში მისი პირველი გამარჯვებიდან 50 წელიწადი გავიდა, მაგრამ ამერიკელმა კოპები შეკრა და დაიქუხა, მოქმედი ჩოგბურთელი რომ ვიყო,...
სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძრეს
გაგიგიათ ვინმეს პაველ პოგრებნიაკი? არის ასეთი ფეხბურთელი მოსკოვის „დინამოში“, რომელსაც რუსთა ნაკრებშიც უბურთავია და ერთი პერიოდი გოლები ინგლისურ პრემიერლიგასა და ბუნდესლიგაშიც გაჰქონდა. მოკლედ, შეიძლება, ეს ჩვენი პავლე გინესის წიგნის ბინადარი გახდეს, როგორც ადამიანი, იტალიური სერია A-ს მატჩზე დასწრება ასტრონომიული თანხა რომ დაუჯდა. თუმცა, მოვუსმინოთ კლუბის წარმომადგენელს: „როგორც ჩანს, პოგრებნიაკს ჭკუა არ ეყო. 9 დეკემბერს „ანჟისთან“...
ბუცი გვერდზე დაგიხურავს…
ნეიმარმა გაიტანა, ბუცი გაიძრო, თავზე დაიდო, შუბლზე გაიჩერა, არ აუკენწლავს, კეფაზე არ დაუსვამს… ეს არაა კადრი სარეკლამო რგოლიდან, ეს მოხდა 10 იანვარს „ამიენთან“ სტუმრად სათასო მატჩისას, რომელიც „პარი სენ ჟერმენმა“ 2:0 მოიგო. „ამიენის“ ქომაგებმა ბრაზილიელის ეს მასახარაობა ლანძღვად მიიღეს და სტვენით შეუფასეს. ნეიმარის ძმაკაცი ჟოაო სელსო მორაესი თურმე იუბილარი ყოფილა და ასე მიულოცა პარიზიდან. რატომ...
მზე რად გინდათ ? ჩელსის ჩრდილიც გეყოფათ
რომან აბრამოვიჩს „ჩელსისთვის“ ახალი სტადიონის აშენება განუზრახავს ჩრდილოეთ ლონდონის უბანში, მაგრამ ერთი ოჯახი უარზეა – სტადიონი მზეს დაგვიბნელებსო. ნიკოლას და ლუსინდა გროსტვაიტები 50 წელია „სტემფორდ ბრიჯთან“ ცხოვორბენ, სარჩელიც შეუტანიათ სასამართლოში და მშენებლობაც ამის გამო ფერხდება – განაჩენს ელოდებიან. 60- ათასიანი სტადიონი მილიარდ 300 მილიონი გირვანქა დაჯდება. „ჩელსის“ შეფები ამბობენ, რომ პროექტი გატანილი იყო სახალხო განხილვაზე...









