რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ინგლისელებს უფრო ნაკლები გულშემატკივარი ეყოლებათ, ვიდრე პერუს და ჩინეთს… მოიგონე ამის მერე მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაში. ის, რომ ყველაზე მეტი ბილეთი მასპინძელ ქვეყანაში გაიყიდა, სრულიად ლოგიკურია. რუსებმა 796 875 ბილეთი შეიძინეს. მეორე ადგილზეა აშშ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერც გავიდა და სადაც ფეხბურთზე დიდად არც გიჟდებიან. ამერიკელებმა 80 161 ბილეთი შეიძინეს. შემდეგ მოდიან...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ვაკო ყაზაიშვილი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ
ჯერ ეს სეზონი არ დასრულებულა, წინ ამხელა მსოფლიოს ჩემპიონატია და კლუბები უკვე შემდეგი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს გეგმავენ. „მანჩესტერ იუნაიტედს”, მაგალითად, ივლისში, ამერიკაში, 13 დღეში 5 თამაში უწევს, მათ შორის „ლივერპულთან” და „რეალთან”. ამ შეხვედრების უმეტესი ნაწილი ჩემპიონთა საერთაშორისო თასის ეგიდით ჩატარდება — ამხანაგური მატჩების შემცვლელი საზაფხულო შეჯიბრებაა, რომელსაც მეტწილად აშშ და კანადა მასპინძლობს ხოლმე. „სანი”...
გამოვიდა ივანე მრისხანე…
გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტი ტელევიზორთან მოხდა: 54 წლის მამამ, რომელიც მოსკოვის ცსკა-ს თავგადაკლული ქომაგია, კამათის ნიადაგზე დანით გულმკერდის არეში დაჭრა საკუთარი შვილი – ცსკა-ს ყველაზე პრინციპული მეტოქის, მოსკოვის „სპარტაკის“ ფანკლუბის წევრი. დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს დახმარება, მამას კი მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს ბრალი. ეს ამბავი გასული წლის ნოემბერში მოხდა. სასამართლო პროცესი გუშინ დასრულდა და საფეხბურთო ჩამოსხმის „ივანე მრისხანეს“...
არა!
ლეგენდარულ ტიერი ანრის პოლ პოგბას შესახებ ჰკითხეს. შეუძლია კი საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს კარგი ფორმის სტაბილურად შენარჩუნება? პრემიერლიგის ბოლო ტურში, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” მან ცუდად ითამაშა და ჟოზე მოურინიუმ მეორე ტაიმში შეცვალა. რასაკვირველია, „ვესტ ბრომვიჩთან” მთელმა „იუნაიტედმა” ცუდად ითამაშა, შინ 0:1 წააგო, მაგრამ როდესაც ვარსკვლავად იწოდები და შენში 105 მილიონი ევროა გადახდილი, მეტი მოგეთხოვება. არადა, ერთი...
სიტი ბღავის! სიტი მთვრალია!
„მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” 0:1 წააგო და… „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა სადღაც ჩეშირში, ჰეილში, მოკლედ ქალაქის სიახლოვეს, ადგილობრივ პაბში, ყველას დასალევი უყიდეს. „ქალაქელები” პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდნენ. კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ პინტა „გინესით” ხელში ემოციური სადღერგძელოც კი თქვა. გახარებული პორტუგალიელი ბერნარდო სილვა მიკროფონს მივარდა და „ოაზისის” ცნობილი სიმღერა Wonderwall დასცხო, კაილ უოკერმა კი ბარის დაორთქლილი ფანჯრები...
ბიძაშვილი!
„ლივერპული” „მანჩესტერ სიტისგან” სტივენ ჯერარდის ბიძაშვილ-მამიდაშვილის ბობი დანკანის გადაბირებას აპირებს. დანკანი 17 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს და თავისი ასაკის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლება. ის „სიტიში” აგერ უკვე ექვსი წელიწადია ვარჯიშობს. ბობი დანკანის შესახებ ფართო საზოგადოებამ შარშან ზაფხულზე შეიტყო, როდესაც მან მოახერხა ის, რაც მანამდე არც ერთ ინგლისელს არ მოეხერებინა — ბრაზილიის ნაკრებს სამი გოლი გაუტანა. ცხადია,...
ალეგრი ინგლისურის მასწავლებელთან დადის
რას არ გაიგებს ბრიტანული პრესა: „იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გამალებით სწავლობს ინგლისურს. იტალიელმა მწვრთნელმა პრემიერლიგაში გადასვლის ინტერესი დაუფარავად ჯერ კიდევ მარტში გამოთქვა. ამბობენ, რომ 50 წლის სპეციალისტის მთავარი ვარიანტი „არსენალში” გადასვლაა, მაგრამ „ჩელსიც” გვარიანად აქტიურობს. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ალეგრი ერთ ტაქტიკურ სქემას მიჯაჭვული კაცი არ არის და პრემიერლიგაში არც ოთხმცველიანი გუნდის გამოყვანა გაუჭირდება და...
სტივენ ჯერ ადრი?
ახდება თუ არა ჯერ არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ სტივენ ჯერარდს „იფსვიჩ თაუნის” შესაძლო მწვრთნელად განიხილავენ. „ლივერპულის” 37 წლის ლეგენდამ „პორტმენ როუდზე” მიკ მაკარტი უნდა შეცვალოსო. ცნობისთვის: „იფსვიჩი” ჩემპიონშიპში მე-12 ადგილზეა. დაზუსტებით გახლავთ ცნობილი, რომ კლუბის მეპატრონე მარკუს ევანსი ახალ მწვრთნელს ეძებს და შემოვლითი გზებით ჯერარდს ხმა მიაწვდინა, რას ფიქრობ, თანამდებობა რომ შემოგთავაზო თუ წამოხვალო....
მესის კამპ ნოუ შეცვლის
„ბარსელონამ” „კამპ ნოუს” რეკონსტრუქციის შთამბეჭდავი გეგმა გამოამზეურა. კატალონიური გიგანტი თავისი ისედაც კოლოსალური, 90 ათასიანი სტადიონის ტევადობის 105 ათასამდე გაზრდასა და მის გარშემო ტერიტორიის განვითარებას აპირებს. კლუბი სარბიელის განვითარებაში 600 მილიონი ევროს ჩადებას გეგმავს. მას მერე, რაც გეგმა ქალაქის საბჭოს გააცნო და შეუთანხმა, მან მომავალი „კამპ ნოუს” გამოსახულებები საჯაროდაც გამოფინა. ახლა ერთადერთი ფორმალობაღა დარჩა მოსაგვარებელი: გეგმა...
მაინძელო! – იუნაიტედი სიტის შეშვებას სთხოვს
იყო დრო, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ სიტის” ხმაურიან მეზობლებს ეძახდა — სულ ეს იყო. დღეს კი „სიტი” თითქმის ინგლისის ჩემპიონია და არა მარტო. დღეს „სიტი” ის კლუბია, რომელმაც „იუნაიტედი” შეიძლება გარკვეული ხნით შეიკედლოს კიდც. საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ოლდ ტრეფორდის” რკონსტრუქციას აპირებს და სანამ „ოცნებათა თეატრში” ფეხბურთელების ნაცვლად მშენებლები იტრიალებენ, გუნდს სხვაგან...









