ნათქვამია, ნეაპოლს თუ ნახავ, მერე შეგიძლია მოკვდეო. არის ხალხი, ვისთვის ნეაპოლი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. ასეთ ხალხს განეკუთვნება სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი კიმ მინ ჯაე, რომელიც ამ ზაფხულს „ნაპოლიდან” „ბაიერნში” გადავიდა. კიმმა კორეულ naver.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა: …როდესაც საუკეთესო მცველისთვის განკუთვნილი პრიზი მივიღე, მინდოდა ის გამეყო კვარასთვის, ოსიმენისთვის და მთელი დანარჩენი გუნდისთვის. სანამ ცოცხალი ვარ „ნაპოლი”...
კატეგორია: დავთარი
ვლადიმირ ვაისი: ეს ქართული ფეხბურთისთვის და პირადად ჩემთვის ტრაგედია იყო
სლოვაკეთისა და საქართველოს ნაკრებების ყოფილმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა calcionapoli24-ისთვის, კერძოდ კი ჯანლუკა დი მარცოსთვის მიცემულ ინტერვიუში თავის ყოფილ ფეხბურთელებზე ილაპარაკა — მილან შკრინიარით დაწყებული, სტანისლავ ლობოტკათი და ხვიჩა კვარაცხელიათი დამთავრებული. დი მარცო ვაისს იგონებს, როგორც სპეციალისტს, რომელმაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მარჩელო ლიპის იტალიას 3:2 მოუგო. „მან იმთავითვე შკრინიარსა და ლობოტკაზე დაიწყო ლაპარაკი”, — წერს...
კვარაცხელია ხალხებს აერთიანებს
კვარა სამშაბათს დაბრუნდა, დიმაროს მოედანზე ბალახს აკოცა, ტყავის მრგვალ მეგობარს ჩაეხუტა, ხალხს მიესალმა და შემდეგ გასახდელში დაბრუნდა, სადაც საკალათბურთო ილეთები შეასრულა: ბურთი ჯერ ზურგსუკან მოიქცია, მერე წინ დაიჭირა, მერე ისევ ზურგსუკან და ასე შემდეგ. კალათბურთი მისი მეორე დიდი სიყვარულია. მთელი მონდომებით კი მან ოთხშაბათიდან დაიწყო ვარჯიში. ამ დღეს დაიწყო მისი ნამდვილი მზადება. უფრო სწორედ თითქმის...
ბაიერნი – მამარდაშვილი: კონტრაქტი მალე იქნებაო
გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა, გიორგი მამარდაშვილი მალე მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება. მისი „ბაიერნში“ გადასვლის ამბავი ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. საქმე მარტივადაა: მიუნხენელები, დღესდღეობით ნომერ პირველ მეკარე იან ზომერს 99 პროცენტიანი ალბათობით მილანის „ინტერს“ დაუთმობენ, კონტრაქტს გიორგის გაუფორმებენ. ამ ინფორმაციით უკვე აჭრებულია ევროპული პრესა. ამჟამად, სწორედ მამარდაშვილის აგენტთან მიმდინარეობს მუშაობა და თითქმის ყველა საკითხი მოგვარებულია. საუბარია „ბაიერნი“ –...
კვარას სეზონი… სეზონის კვარა…
წინა წლებისგან განსხვავებით წლეულს სიახლე არის: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან და ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტთან ერთად ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საგანგებოდ დამზადებული პრიზით დავაჯილდოვებთ ვეტერან ქართველ ფეხბურთელს. წლეულს, ისევე როგორც ბოლო ხანს, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, რისთვისაც დიდი მადლობაც ალალი იყოს. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. საუკეთესო ფეხბურთელის...
რუდი გარსია: მე გუნდი მაინტერესებს და არა ინდივიდუმები
მას მერე, რაც „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დი ლაურენტისმა მწვრთნელად რუდი გარსია დანიშნა, ერთი თვე გავიდა. და აი, დიმაროში გუნდთან ერთად სეზონისწინა შეკრებაზე ჩასულმა ფრანგმა პრეს კონფერენცია მოაწყო. დიმაროს შესახებ: დიმაროში ყველაფერი შესანიშნავია. საფრანგეთში ასეთი „ნაპოლის სოფლის” მსგავსი ადგილები არ არსებობს. აქ უამრავი ბავშვი ვნახე, რომლებიც მშობლებთან ერთად იყვნენ მოსულები და ლურჯები ეცვათ. ვარჯიშს იმდენი ადამიანი...
ყველაფერი ხვიჩას ნაპოლიში ტრანსფერის შესახებ
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 14 ივლისს მაგრამ დავუბრუნდეთ თითქმის 10 მილიონს. არ გვასვენებს კითხვა: რა არის იმის ალბათობა, რომ ფული არა მარტო ხვიჩას ანგარიშზე, არამედ სხვა მოთამაშეების მეშვეობითაც გაიტანეს? „ასეთი თანხა შეიძლება იყოს მხოლოდ გადაყიდვის პროცენტი. თუ ვინმე 300 000-ად გაყიდეს, მას მილიონს ვერ გადაუხდიან“, – ამბობს წყარო. რა დაემართა ფულს: ხვიჩას შეეძლო აგენტისთვის გადაერიცხა – ასე...
მაგარი ფინალების მოლოდინში
„უიმბლდონის“ წლევანდელი ტურნირი სუპერფინალით დასრულდება. 16 ივლისს, ერთმანეთის პირისპირ მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები, ესპანელი კარლოს ალკარასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დადგებიან. ფინალში ორივე მარტივად გავიდა: 36 წლის სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალში სულაც ზედიზედ მეხუთედ იქნება. ნოლემ ნახევარფინალში იტალიელ იანიკ სინერს სამ სეტში მოუგო – 6:3; 6:4; 7:6. ასევე სამ სეტში იმარჯვა ალკარასმაც, ვისაც მეტოქედ...
… ასე გაკეთდა ხვიჩას ტრანსფერი ნაპოლიში
ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ საფეხბურთო ელიტაში შეიჭრა. სადებიუტო სეზონში 22 წლის ქართველი ოფიციალურად გახდა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე და ლიგის საუკეთესო ასისტენტი, მოიგო სკუდეტო (პირველი ნაპოლისთვის 33 წლის განმავლობაში), მიიღო მეტსახელი კვარადონა (ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას საპატივცემულოდ) და სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაზარდა. ასე აფასებს მას და თანხა არც ისე დიდი ჩანს. წელიწადნახევრის წინ ასეთი...
ფეხბურთი გრძელდება
ფეხბურთი გრძელდება. რა თქმა უნდა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი კი გამოაკლდა – ეპოქა დამთავრდა! კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა! ნეიმარის ნათქვამი გამახსენდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე ვინ არის დედამიწის საუკეთესო ფეხბურთელი, მან უყოყმანოდ უპასუხა – მე. „კი, მაგრამ მესი და რონალდუ?“ – ჩაეძია ჟურნალისტი. „თქვენ მკითხეთ დედამიწის საუკეთესო, ისინი კი სხვა პლანეტიდან...









