სულ უკან და უკან…

Home დავთარი სულ უკან და უკან…
სულ უკან და უკან…
გაინტერესებთ, რა მოიტანა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შვიდი წლის წინანდელმა გადაწყვეტილებამ?
გაინტერესებთ, სადამდე დაეშვა ქართული საკლუბო ფეხბურთი? რა მოიტანა წლევანდელმა ევროთასებმა ქართული კლუბებისთვის ?
გაინტერესებთ, რომელ ადგილზეა საქართველო ევროპის საკლუბო რეიტინგში? რომელზეა და რომელზე იყო?
ქართული კლუბები შემდეგ კვირაშიც თუ ისევ წარუმატებლად გააგრძელებენ გამოსვლას, რის შანსიც ძალიან დიდია, ერთ სეზონში დაგროვებული ქულებით ევროპის 49-ე ქვეყანა ვიქნებით. ზუსტად ისე, როგორც შარშან და შარშანწინ.
თუმც, ნუ გაიკვირვებთ, საქართველო ამაზე ცუდ პოზიციაზეც ყოფილა – 2015-2016 წლების სეზონში 51-ე ადგილზე იდგა. 2017-2018 წლების სეზონში მხოლოდ ერთ ქვეყანას გაასწრო – კოსოვოს.
საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 1994-1995 წლებში ჰქონდა, როცა ერთადერთი კლუბი გვყავდა. თბილისის „დინამომ“ მაშინ ოთხიდან სამი მატჩი მოიგო და ექვსი სარეიტინგო ქულა დააგროვა, რამაც ქვეყანას პორტუგალიასთან ერთად X-XI ადგილები დადააკავებინა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის კი ამ ცხრილს დახედეთ და ყველაფერი ნათელი გახდება… არადა, ხომ გახსოვთ, როცა ეროვნული ჩემპიონატი ფორმატი შეიცვალა და ევროპაში პოპულარული შემოდგომა – გაზაფხულის სისტემიდან, ეროვნული ლიგა მხოლოდ ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის მისაღებ გაზაფხული – შემოდგომაზე გადავიდა, ფედერაციის ჩინოსნებმა, ასე თქვეს – ცვლილება ევროტურნირებზე ქართული კლუბების ინტერესების გათვალისწინებით მივიღეთ, საერთაშორისო მატჩებს უკეთეს ფორმაში რომ შეხვდნენო… შედეგი სახეზეა, ფეხბურთის ფედერაცია კი არაფერს იმჩნევს…

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.