გუშინ ნეაპოლში რობერტ დე ნირომ ივახშმა. მან დიეგო მარადონასა და „ნაპოლისადმი” პატივისცემა გამოამჟღავნა.
ჰოლივუდის ვარსკვლავი შვებულებას კამპანიაში ატარებს და ნეაპოლში ცნობილ რესტორან „მიმი ალა ფეროვიას” ეწვია, სადაც ტრადიციაა — სტუმრებს მარადონას ფიგურას სჩუქნიან. დე ნირომ მასპინძლებს არგენტინელი ლეგენდის ფიგურა გამოართვა, მოეფერა და აკოცა მას. დიდი კინოვარსკვლავის ამ ჟესტმა ინტერნეტში აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია.
მომხდარის ვიდეო დაიდო ინსტაგრამზე, რომელსაც მარადონას სახელი ჰქვია. „დიდი მადლობა რობერტ დე ნიროს, დონ მიგეკელე ჯულიანოს (რესტორნის მეპატრონეს) და ნეაპოლს”, — წერია ინსტაგრამის გვერდზე.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/10/2026 | 11:15მამარდა მათ მოსაწონს ვერაფერს აკეთებს
სიახლეები07/10/2026 | 09:23ჟეზუშმა რონალდუ ტყუილად არბენინა
მთავარი ამბავი07/10/2026 | 07:20დამშვიდობება დიადთან
სიახლეები06/10/2026 | 08:49უნგრეთს გაუმართლა
