გუშინ ნეაპოლში რობერტ დე ნირომ ივახშმა. მან დიეგო მარადონასა და „ნაპოლისადმი” პატივისცემა გამოამჟღავნა. ჰოლივუდის ვარსკვლავი შვებულებას კამპანიაში ატარებს და ნეაპოლში ცნობილ რესტორან „მიმი ალა ფეროვიას” ეწვია, სადაც ტრადიციაა — სტუმრებს მარადონას ფიგურას სჩუქნიან. დე ნირომ მასპინძლებს არგენტინელი ლეგენდის ფიგურა გამოართვა, მოეფერა და აკოცა მას. დიდი კინოვარსკვლავის ამ ჟესტმა ინტერნეტში აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია. მომხდარის ვიდეო...
