კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
მბაპემ ოფიციალურად თქვა მივდივარო. ხვიჩა?
ჩანაწერი

მბაპემ ოფიციალურად თქვა მივდივარო. ხვიჩა?

კილიან მბაპემ სოციალური არხების მეშვეობით ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „პარი სენ ჟერმენს” ტოვებს. მან დაწერა: „ეს პსჟ-ში ჩემი ბოლო სეზონია, ახალ კონტრაქტს აღარ გავაფორმებ და ორიოდ კვირაში თავგადასავალი დასრულდება”. ამრიგად, იწყება ახალი ეპოქა — „პარი სენ ჟერმენი” მბაპეს გარეშე. დადგა წამი, რომლისაც პარიზული კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის ალბათ ყველაზე მეტად ეშინოდა, მაგრამ ყატარელ ბიზნესმენს სენტიმენტებისთვის დრო...

ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი
ჩანაწერი

ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი

მადრიდული AS წერს, რომ თუკი წლეულს „ოქროს ბურთის” მოგებაზე ვინმეს პრეტენზია ექნება, ეს ვინისიუსია. თან ეს მოხდება ახლა, როდესაც „რეალში” სავარაუდოდ კილიან მბაპე გადავა. ადრე საკითხს ასე სვამდნენ: რა ეშველება ვინისიუსს როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” მბაპე გადავა? ახლა პირიქით კითხულობენ: კი მაგრამ, როგორ უნდა ითამაშოს მბაპემ, როდესაც გუნდში ვინისიუსია? საინტერესო თემების ძიებაში ევროპული გამოცემები მალიმალ წერენ,...

მსაჯის გარდა არავინ…
ჩანაწერი

მსაჯის გარდა არავინ…

მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის მადრიდის რეალთან საპასუხო მატჩის (1:2) შედეგებზე ისაუბრა. „ჩვენ ყველას გვინდოდა ჩემპიონთა ლიგის გეერმანული ფინალის ნახვა. ყველას! გარდა პოლონელი მსაჯებისა“. შეგახსენებთ, რომ რეალისა და ბაიერნის მატჩს რომელიც 8 მაისს გაიმართა, პოლონელ მსაჯთა ბრიგადა უძღვებოდა შიმონ მარჩინიაკის ხელმძღვანელობით.

კროოსის უცნაური საქციელი
ჩანაწერი

კროოსის უცნაური საქციელი

„რეალისა” და „ბაიერნის” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (2:1), მადრიდელთა ზეიმმოლეული და ტრიბუნებს კანტი-კუნტად ჯერ კიდევ შემორჩენილი ქომაგები შეშფოთდნენ: ტონი კროოსი თანაგუნდელებთან ერთად გასახდელში არ შევიდა, მოედანზე დარჩა და დაცარიელებულ „სანტიაგო ბერნაბეუს” უყურა. ჯერ სათადარიგოთა სკამთან მივიდა, შემდეგ მოედანზე გაიარა, სადაც მას ცოლ-შვილიც შეუერთდა. კროოსის გამომეტყველებისა და ჟესტიკულაციის შემყურე ადამიანს გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ 34...

რატომ მხოლოდ 14 თვე?
ჩანაწერი

რატომ მხოლოდ 14 თვე?

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ უპასუხა კითხვას, თუ რატომ დატოვა გერმანული კლუბი მისვლიდან 14 თვის შემდეგ. „ეს ძველი ამბავია. მწვრთნელებმა ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ გარკვეულ იდეას… და კლუბის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად საქმე არ გამოვა. ამიტომ, როცა ასე არ ხდება, ჯობს დაშორდეთ. ასე მოხდა იქ. მაგრამ...

დიდი დღეა
ჩანაწერი

დიდი დღეა

„დორტმუნდის“ მცველმა მატს ჰუმელსმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (1:0) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. „ეს დიდი დღეა ყველა ჩვენგანისთვის. ახლა ძალიან ახლოს ვართ ოცნების ახდენასთან, გვჯერა, რომ „უემბლიზეც“ ფინალში წარმატებით ვითამაშებთ,  მაგრამ ჯერ ეს გამარჯვება სათანადოდ უნდა აღვნიშნოთ“, – თქვა გახარებულმა ჰუმელსმა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩი პსჟ – „დორტმუნდი“ გუშინ,...

დოტმუნდმა პარიზელებზე შური ინტერნეტშიც იძია
ჩანაწერი

დოტმუნდმა პარიზელებზე შური ინტერნეტშიც იძია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „დორტმუნდმა” „პარი სენ ჟერმენს” საპასუხო შეხვედრაშიც 1:0 მოუგო და… ინტერნეტ-შურისძიება მოუწყო. ისტორია ასეთია: დორტმუნდელები და პარიზელები ერთმანეთს 2019-20 წლების სეზონის მერვედფინალშიც შეხვდნენ. პირველი თამაში გერმანიაში „დორტმუნდმა” 2:1 მოიგო, ორივე გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, საპასუხო კი პარიზელების სასარგებლოდ დასრულდა – 2:0. ფრანგული გუნდის პირველი გოლი ნეიმარმა შეაგდო და ჰოლანდის ზეიმის იმიტაცია გააკეთა. გამარჯვების...

ლიოვი მიუნხენში მიდის
ჩანაწერი

ლიოვი მიუნხენში მიდის

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა გუნდის მწვრთნელად იოაჰიმ ლიოვის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა. „მის დანიშვნაზე საუბარი არ ყოფილა. მან ნათლად თქვა, რომ არ სურდა ბაიერნში მუშაობა. ჩვენ ვაგრძელებთ მწვრთნელის ძებნას, რომელიც ჩვენს კლუბს მოერგება“. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის „შტუტგარტისა“ და „ბაიერნის“ მატჩისას (3:1) ლიოვი ტრიბუნაზე გამოჩნდა. მანამდე ლიოვმა განაცხადა, რომ მზადაა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს, ოღონდ საინტერესო...

მენატრები !
ჩანაწერი

მენატრები !

„ბარსელონას“, „მილანის“, პსჟ-ის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და შვედეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი აგენტის, მინო რაიოლას გარდაცვალებაზე ისაუბრა. „როდესაც ჩემი აგენტი რაიოლა გარდაიცვალა, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ბოლო ცრემლებამდე ვტიროდი და ეს ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ხანდახან მოგონებები მეძალება. ძალიან მენატრება. ვინც გვიცნობს იცის, რამდენად ახლოს ვიყავით. რას მივწერდი ახლა? „მენატრები”. საფეხბურთო აგენტი...

მხოლოდ რანგნიკთან…
ჩანაწერი

მხოლოდ რანგნიკთან…

„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა დაადასტურა, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს რალფ რანგნიკთან. „ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ რალფთან, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე უნდა დაველოდოთ. ის ფეხბურთის შესანიშნავი სპეციალისტია. თუ ყველაფერი გამოვა, დამერწმუნეთ, ძალიან კარგი არჩევანი იქნება“, – თქვა ჰაინერიმა. შეგახსენებთ, რომ ბავარიელთა ამჟამინდელი დამრიგებელი, თომას ტუხელი კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.