კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ლუკა მარელი: ამ ორ ეპიზოდს შორის კავშირი არ იყო
ჩანაწერი

ლუკა მარელი: ამ ორ ეპიზოდს შორის კავშირი არ იყო

„ფიორენტინასა” და „ნაპოლის” შორის ფლორენციაში გამართული შეხვედრა ემოციური გამოდგა. სტუმრები ამირ რაჰმანის თავურით დაწინაურდნენ, მაგრამ მე-40 და 42-ე წუთებზე მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმით გაქვითა ანგარიში. ნეაპოლელი გულშემატკივრისთვის საკამათო „ფიორენტინას” პირველი გოლი გამოდგა. ამ ეპიზოდში „აძურის” კარში დაინიშნა ჯარიმა, რომელიც დარტყმის ოსტატმა კრისტიანო ბირაგიმ გაიტანა. ამ ეპიზოდის შესახებ ყოფილმა მსაჯმა...

დე ლაურენტისი: ბატონმა კვარამ მარტიდან ნოემბრამდე გოლი ვერ გაიტანა…
ჩანაწერი

დე ლაურენტისი: ბატონმა კვარამ მარტიდან ნოემბრამდე გოლი ვერ გაიტანა…

„ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჟურნალისტებს შეხვდა და მისთვის დამახასიათებელი სტილით ესაუბრა. გთავაზობთ პრეს-კონფერენციის იმ ფრაგმენტებს, რომლებშიც ბიზნესმენმა ხვიჩა კვარაცხელია ახსენა: …ოსიმენი და კვარა? ვნახოთ, რომელი წავა. ვინც დარჩება დარჩება და ვინც წავა — წავა. თუ ორივე წავა, კომპენსაციას გავუკეთებთ… …ყველა ფეხბურთელის გაყიდვა შეიძლება. შევხედოთ, ვის სურს მათი ყიდვა. კვარას 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი, ამიტომ...

დანარჩენები მოაშორეთ…
ჩანაწერი

დანარჩენები მოაშორეთ…

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ „წითელი ეშმაკები“ გააკრიტიკა. „მათ უნდა ააშენონ გუნდი ბრუნო ფერნანდეშის გარშემო. ის ხარისხიანი ფეხბურთელია, მებრძოლი ხასიათი აქვს. დანარჩენები მოაშორეთ. ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშეები უნდა შევინარჩუნოთ ბრუნოსთან ერთად. სხვა მხრივ, გუნდის მასობრივი წმენდაა საჭირო. შევინარჩუნებდი ონანას, მაგუაირს და დალოს? დალო კარგად მუშაობს, მაგუაირმა ჩინებული სეზონი ჩაატარა, მაგრამ ამ ლიგაში ასპარეზობისთვის მათ უკეთესი...

ჩემი ცოლის დაქალები
ჩანაწერი

ჩემი ცოლის დაქალები

„ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მომავალ მწვრთნელად ანტონიო კონტე რომ უნდა საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, თუმცა ბუნებრივია, რომ ბიზნესმენი თავს იზღვევს და ცდილობს კონტეს უარის შემთხვევაში სხვა კანდიდატი ჰყავდეს მზად. როგორც „სქაი სპორტის” ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო თავის ოფიციალურ პორტალში წერს, დე ლაურენტისსა და კონტეს შორის ეკონომიკური ხასიათის მოლაპარაკება ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვაჭრობა გრძელდება, თუმცა...

ლაპარაკია მეკარეზე, რომელსაც ქულები მოაქვს
ჩანაწერი

ლაპარაკია მეკარეზე, რომელსაც ქულები მოაქვს

გიორგი მამარდაშვილის დიდებული თამაში „ვალენსიას” საქმეს გაუჩენს — კლუბში მრავალი შემოთავაზების განხილვა მოუწევთო, წერს AS. ქართველ მეკარეს „ღამურებთან” 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი, რომელშიც გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო უწერია. ვალენსიაში დიდი ყურადღება მიაქციეს „რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრის შემდეგ გიორგის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომ დარჩენა მასზე არ არის დამოკიდებული. ეს გაიგეს როგორც მინიშნება, რომ კლუბის სინგაპურელი მეპატრონეები...

მსოფლიოს საუკეთესო მეკარის გზაჯვარედინი
ჩანაწერი

მსოფლიოს საუკეთესო მეკარის გზაჯვარედინი

„ჩემი ოცნება „ვალენსიაში” დარჩენაა, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული”, — თქვა გიორგი მამარდაშვილმა კვირას „მესტალიაზე” „რაიო ვალეკანოსთან” 0:0-ის შემდეგ. მეკარეს კარგად ესმის, რომ მისი სურვილისგან დამოუკიდებლად ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება „ვალენსიას” მთავარ კოზირად იქცეს, მითუფრო თუ გუნდი ევროთასებზე ვერ გავა. არადა, ყველაფერი სწორედ ამისკენ მიუთითებს. „ჯერაც არ ვიცი რა მოხდება. დავიცადოთ და ვნახოთ”, —...

ანტონიო კონტე ტაქტიკურ სიახლეებს გვპირდება
ჩანაწერი

ანტონიო კონტე ტაქტიკურ სიახლეებს გვპირდება

ანტონიო კონტეს თანაშემწემ კრისტიან სტელინიმ „ტელელომბარდიას” პოდკასტ Qui studio a voi stadium-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი შეფის შესახებ ილაპარაკა. გთავაზობთ ამ საუბრის ამონარიდებს და შეგახსენებთ, რომ კონტე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, „ნაპოლის” პრეზიდენტისთვის აურელიო დე ლაურენტისისთვის მომავალი მწვრთნელობის ყველაზე სასურველი კანდიდატია: — ანტონიოს ძალიან უნდა საქმეს რომ დაუბრუნდეს, — თქვა სტელინიმ, — გასულ ზამთარს მან საკუთარ...

რეალის ფლანგის კაცი ლივერპულშია
ჩანაწერი

რეალის ფლანგის კაცი ლივერპულშია

„ლივერპულის“ მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. კაი ხანია 25 წლის ფეხბურთელი მართლაც „რეალის“ სატრანსფერო სამიზნეა. სამეფო კლუბი დიდად აფასებს ლივერპულის მცველის შესაძლებლობებს და მას დანიელ კარვახალის გრძელვადიან შემცვლელად ხედავს. თუმცა, ამ დროისთვის ესპანურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მადრიდული კლუბის მხრიდან მხოლოდ სერიოზული ინტერესი დადასტურდა.

ნოიერი – 500
ჩანაწერი

ნოიერი – 500

კვირას გერმანული ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩში „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგი“ 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა გერმანიის ჩემპიონატში 500 მატჩის ნიშნულს მიაღწია. ნოიერმა ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 2006 წელს „შალკეში“ ჩაატარა. ის მეოთხე მეკარეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია ული შტაინის (512), აიკე იმელის (534) და ოლივერ კანის (557) შემდეგ. მიმდინარე სეზონში 38 წლის მეკარემ 31 მატჩი...

ისევ კონტე?
ჩანაწერი

ისევ კონტე?

ვინ იქნება „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. აქამდე ცნობილი იყო, რომ „აძურის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს ყველაზე მეტად ანტონიო კონტეს დაქირავება უნდოდა, მაგრამ მის დიდ მადას ვერ აკმაყოფილებდა და იძულებული იყო სხვა კანდიდატებზე გადართულიყო. გუშინ კი კონტეს თემა კვლავ გააქტიურდა. დე ლაურენტისი „ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ხელახლა შეეხმიანა და...