„ფიორენტინასა” და „ნაპოლის” შორის ფლორენციაში გამართული შეხვედრა ემოციური გამოდგა. სტუმრები ამირ რაჰმანის თავურით დაწინაურდნენ, მაგრამ მე-40 და 42-ე წუთებზე მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმით გაქვითა ანგარიში.
ნეაპოლელი გულშემატკივრისთვის საკამათო „ფიორენტინას” პირველი გოლი გამოდგა. ამ ეპიზოდში „აძურის” კარში დაინიშნა ჯარიმა, რომელიც დარტყმის ოსტატმა კრისტიანო ბირაგიმ გაიტანა. ამ ეპიზოდის შესახებ ყოფილმა მსაჯმა ლუკა მარელიმ ილაპარაკა.
„საჯარიმო მოედნის მისადგომებთან სტანისლავ ლობოტკამ აშკარად ხელით ითამაშა და ამისათვის „ნაპოლის” კარის მიმართულებით რასაკვირველია ჯარიმა უნდა დანიშნულიყო. არის მოსაზრება, რომ მანამდე ფლორენციელთა ნახევარზე დოდომ კვარაცხელია წააქცია, რის გამოც თამაში უნდა გაჩერებულიყო, თუმცა ამ ორ ეპიზოდს შორის კავშირი არ არის. ლობოტკა თავის საჯარიმოსთან კვარას წაქცევიდან მთელი ერთი წუთის შემდეგ დაჯარიმდა,” — თქვა მარელიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
