დიდი ხანია არ მიგვიმარათავს პორტალ tuttonapoli-ს იმ რუბრუკისთვის, რომელსაც Da 0 a 10 ჰქვია. ამ რუბრიკის სახელწოდება ქართულად ნიშნავს „ნულიდან ათამდე” და მასში ხსენებული საიტის ჟურნალისტები ცდილობენ თითოეულ ციფრს „ნაპოლისთან” დაკავშირებული რაიმე მოვლენა მიუსადაგონ. ჩვენ ტრადიციულად ვეძებთ, თუ რა დაწერეს მათ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და ამონარიდები მოგვყავს. ამჯერადაც ასე მივქცევით:
0 — ეს მსაჯობის შეფასებაა. წლეულს ჩვენ ასეთი მსაჯობა ბევრჯერ ვნახეთ. არბიტრმა ერთი ეპიზოდიც კი ვერ შეაფასა სწორად, გეგონება ერთ-ერთ იმ ასტროლოგთაგანი ყოფილიყო, რომელიც ბედნიერ კვირას რომ დაგპირდებიან სწორედ მაშინ დაგატყდებათ თავს იმაზე დიდი უიღბლობა, ვიდრე ფანტოცის ატყდება ცხოვრების ყველაზე ცუდ დღეს. მატეო მარკეტიმ ყველას გაუცრუა იმედი. მან არ დაუსტვინა, როდესაც მოცელეს კვარა და ამის გამო ცოტა ხანში „ფიორენტინამ” ანგარიში გაათანაბრა — 1:1. შემდეგ კი მთელს სტადიონზე მხოლოდ მსაჯმა ვერ დაინახა, რომ ბელოტი სიმულანტობდა. ლობოტკას ის არ წაუქცევია. მან ამ ეპიზოდში პენალტი დანიშნა (რომელიც VAR-ის წყალობით გაუქმდა).
8 — ეს არის კვარაცხელიას მიერ ამ ჩემპიონატში მიღებული ყვითელი ბარათების რაოდენობა. არადა, მის ნერვებზე ლამის მეცნიერული მეთოდით მოქმედებდნენ. ამ ციფრის აბსურდულობას კარგად დავინახავთ, როდესაც წავიკითხავთ ასეთ ინფორმაციას: იუვენტუსელი ყასაბი გატი მიმდინარე სეზონში შვიდჯერ გააფრთხილეს. მან კვარაცხელიაზე ერთით ნაკლები ყვითელი ბარათი მიიღო… საწყალი ხვიჩა, რომელსაც მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ფეხებში ისე ხვდებოდა, როგორც ჯეკი ჩანის კასკადიორს, ხოლო ყვითლებს იმიტომ იღებდა, რომ მსაჯებისგან დახმარებას ითხოვდა. საპასუხოდ მსაჯები მას კი არ ეხმარებოდნენ, არამედ ბედის ანაბარა სტოვებდნენ: დაე ამტვრიონ. ვინც სილამაზეს არ უფრთხილდება, ის სამყაროს ვერ გადაარჩენს.
10 — ათ ფეხბურთელს პლუს კვარაცხელია ყველა გამზირზე გასაკრავ წინასაარჩევნო სლოგანს ჰქავს: ხმა მიეცით ხვიჩა კვარაცხელიას! მას მარჯვენა ხელში უჭირავს უსასრულობაში წასული ღმერთების მარადიული ძღვენი და შემდეგ ქმნის მშვენიერების წარმოუდგენელი ნიმუშს, რომელიც ქართველი ოსტატის რეპერტუარს დაემატა. სინათლე წყვდიადში. კომეტა, რომელიც ლურჯ ნათებაში იკვლევს გზას. მან ფლორენციის ზეცაში შექმნა სიხარულის მომენტი, გეგონება ბრუნელესკის (ფილიპო ბრუნელესკი იყო რენესანსის პერიოდის ერთ-ერთი გამოჩენილი არქიტექტორი) შთამომავალი ყოფილიყო. ახლავე მიეცით მას კალამი და ხელი მოაწერინეთ კონტრაქტზე, ოღონდ იმ რიცხვების ქვეშ, რომელსაც იმსახურებს. აურელიო, მძ..ის ჭამას თავი დაანებე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
