ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „დორტმუნდმა” „პარი სენ ჟერმენს” საპასუხო შეხვედრაშიც 1:0 მოუგო და… ინტერნეტ-შურისძიება მოუწყო.
ისტორია ასეთია: დორტმუნდელები და პარიზელები ერთმანეთს 2019-20 წლების სეზონის მერვედფინალშიც შეხვდნენ. პირველი თამაში გერმანიაში „დორტმუნდმა” 2:1 მოიგო, ორივე გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, საპასუხო კი პარიზელების სასარგებლოდ დასრულდა – 2:0. ფრანგული გუნდის პირველი გოლი ნეიმარმა შეაგდო და ჰოლანდის ზეიმის იმიტაცია გააკეთა. გამარჯვების შემდეგ კი პსჟ-ს ფეხბურთელებმა გუნდური ფოტო გადაიღეს, სადაც ყველა ჰოლანდის პოზაში იჯდა. ეს ცხადია ყველამ დაცინვად მიიღო. მაშინ ამ ფოტომ მთელი მსოფლიო შემოიარა. და აი, გუშინ დორტმუნდელებმა ოთხი წლის წინანდელი კბენა გაიხსენეს. მათ პარიზელთა ძველი ფოტო თავიანთი X პლატფორმის ანუ ყოფილი ტვიტერის საშუალებით შეახსენეს გულშემატკივარს. გერმანელებმა ფოტოს წარწერა დაურთეს: „ძველი ღვინოსავით გემრიელია”. ეს გახლავთ მინიშნება ძველ გამონათქვამზე, რომ ღვინო, ისევე როგორც შურისძიება რაც უფრო ძველია, მით უფრო საამურია.
თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რატომ გადაიღეს ოთხი წლის წინ პარიზელებმა ხსენებული ფოტო. ყველაფერი ჰოლანდის გამო მოხდა, რომელმაც მაშინდელი საპასუხო შეხვედრის წინ ინტერნეტში გამოაქვეყნა ცოტა ამბიციური ფოტო წარწერით: „პარიზი ჩემი ქალაქია”. ეს კი ნეიმარს და მის თანაგუნდელებს არ მოეწონათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
