კვირას, 2 ოქტომბერს, „იუვენტუსი” „ბოლონიას” მასპინძლობს. ეს შეხვედრა „ბებერი ქალბატონისა” და იტალიის ნაკრების 35 წლის კაპიტნისთვის ლეონარდო ბონუჩისთვის ტურინელთა შემადგენლობაში 482-ე იქნება ანუ ის თამაშების რაოდენობით კლუბის ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელი გახდება. ბონუჩი ლეგენდარულ რობერტო ბეტეგას გაუტოლდება. — როგორ გძინავთ მნიშვნელოვანი მატჩების წინ? — ჰკითხეს კაპიტანს ჟურნალისტებმა. — გულწრფელად გეტყვით. ყოველთვის, როგორც თამაშის წინა ღამეს ასევე...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ბონეკისთვის ის კვარადონაა
ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა, უეფას ვიცე პრეზიდენტმა, „იუვენტუსისა” და „რომას” ვეტერანმა ზბიგნევ ბონეკმა Vikonos Web Radio/Tv-ს ეთერში სერია A-ს უკვე ჩატარებულ მონაკვეთზე ილაპარაკა. ინტერვიუში ის ისეთ ანომალიასაც შეეხო, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემოდგომაზე ჩატარებაა. უპირველეს ყოვლისა ბონეკმა ლიდერი „ნაპოლი” შეაქო. მან „აძურის” სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა. „გასულ ზაფხულს ნეაპოლელი მეგობრები ცოტა არ იყოს შეწუხებულები იყვნენ, რადგან ბევრი ფეხბურთელი...
ფიცი მწამს…
გასულ ზაფხულს, როცა „რეალში“ თითქმის გადასული კილიან მბაპე ისევ პსჟ-ში დარჩა, მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა: სანამ მე აქ ვარ, მაგ ვიგინდარას ფეხი ჩვენთან არ იქნებაო. ისიც დააყოლა, „რეალთან“ მოლაპარაკებები ავანტიურულად პსჟ-ში ასტრონომიული ხელფასის დასანიშნად გამოიყენაო… მაგრამ… გუშინ, „რეალის“ წევრების ასამბლეადან გამოსულმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ გამორიცხავს მბაპეს ერთხელაც „სამეფო კლუბში“ თამაშს. შემდეგ დააყოლა,...
გარდიანის 60 ტალანტი, მათ შორის ქართველი …
ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ მომავლის 60 ტალანტს შორის თბილისის „დინამოს“ 17 წლის ნახევარმცველი ლუკა პარკაძეც დაასახელა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმა წინასწარი კონტრაქტი და 2023 წლის ზაფხულიდან გერმანულ კლუბს შეუერთდება. „რთული სათქმელია, რამ მიიქცია მეტი ყურადღება: კარგმა თამაშმა გერმანიის 17-წლამდელებთან, თუ ჩეხეთის 17-წლამდელთა კარში გატანილმა გოლმა. ასეა თუ ისე ლუკა პარკაძე შეამჩნიეს. ის მრავალმხრივი...
სოლერს კი ვალენსიაში უნდოდა დარჩენა
ბოლო წლებში „ვალენსიადან” კონფლიქტით არავინ წასულა და მართალია იმასთან შედარებით რაც სხვა კლუბებში ხდება კარლოს სოლერის „პარი სენ ჟერმენში” გადაბარგება მოსატანი არ არის, მასზე ორიოდ სიტყვით მაინც ღირს შეჩერება. სოლერი თხემით ტერფამდე ვალენსიელია. ის ბავშვობიდან „ღამურაა”, დაახლოებით ხუთი წლის წინ კი დიდ გუნდში აიყვანეს და მის მნიშვნელოვან წევრად ჩამოყალიბდა. მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს, ზედ სატრანსფერო ბაზრის...
ისევ ლაციო-ნაპოლის მსაჯობის შესახებ
„მაურიციო სარიმ „ლაციოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ მსაჯებზე რომ ილაპარაკა? იცით, მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ის ჩემსავით ტოსკანადან არის და გაზვიადება სჩვევია, მაგრამ მისმა მაშინდელმა სიტყვებმა გული მატკინა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ ფრაზებს აღარ მოვისმენ,” — თქვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერია A-სა და B-ში მსაჯების გამანაწილებელმა ინსტრუქტორმა ჯანლუკა როკიმ. შეგახსენებთ,...
საქართველო ლიგის და ტურის სიმბოლურში
საფეხბურთო სტატისტიკის ვებ გვერდმა Whoscored.com-მა ერთა ლიგა C4 ჯგუფის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრები დაასახელა, რომელიც ქართულ-ბულგარული გამოვიდა. ტურის სიმბოლურში ნახევარდაცვა მთლიანად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული: მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე (6,5 ქულით), ცენტრალურ ნახევარმცველებად გიორგი წიტაიშვილი (7,6) და ხვიჩა კვარაცხელია (7,8), მარცხენა შემტევად ირაკლი აზაროვი (6,9), ხოლო თავდასხმაში ბუდუ ზივზივაძე (7,5). ამავე ვებ გვერდმა რჩეულთა სია...
ვინ რამდენით გაძვირდა სერია A-ში
საიტმა Transfermarket.it გამოაქვეყნა სერია A-ში მოთამაშე იმ ფეხბურთელების ვინაობა, ვინც ახალ სეზონში ყველაზე მეტად გაძვირდა. გთავაზობთ 16 მათგანის ფასსა და ნამატს. მრიო ჯილა (ლაციო, ესპანეთი; 22 წლის; ცენტრალური მცველი): ფასი 3 მილიონი ევრო (ნამატი +2,5 მილიონი ევრო) ფაბიანო პარისი (ემპოლი, იტალია; 21 წლის; მარცხენა მცველი): 7 (+2,5) იაკუბ კივიორი (სპეცია, პოლონეთი; 22 წლის; ცენტრალური მცველი):...
ნაპოლის საშინელი კალენდარი
იტალიური „ლა გაძეტა დელო სპორტი” სანაკრებო ორომტრიალის დღეებშიც არ ივიწყებს, რომ უქმეებზე სერია A-ს მატჩები განახლდება და „ნაპოლის” 43 დღეში 12 თამაშის ჩატარება მოუწევს. ასეთივე გადატვირთული კალენდარი ელით იმ გუნდებს, რომლებიც ევროთასებზე გამოდიან. ხსენებული 12 თამაშიდან 8 სერია A-ს კალენდრისა იქნება, ხოლო 4 ჩემპიონთა ლიგის კალენდრისა. ნეაპოლელთათვის აგვისტო-სექტემბრის ფორმის შენარჩუნება და წარმატების წარმატებაზე მოპოვება ძნელი...
ცხადაძე და სუმგაითი: მოლაპარაკებები დაწყებულია…
თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე შესაძლოა, კვლავ აზერბაიჯანის ჩემპიონატში დაბრუნდეს და „საუმგაითის“ თავკაცი გახდეს. მას შემდეგ რაც სუმგაითელებმა თანამდებობოდან გაანთაისუფლეს ბელარუსი სპეციალისტი ალექსეი ბაგა, ცხადაძესთან დაიწყეს მოლაპარაკება. შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს აზერბაიჯანის ჩემპიონატში აქამდეც უმუშავია, ის ბაქოს „სტანდარდსა“ და „ინტერს“ წვრთნიდა. აზერბაიჯანის 10-გუნდიან ჩემპიონატში, 7 ტურის შემდეგ „სუმგაითს“ ჯერ მოგება არ აქვს და მე-8 ადგილზეა....









