31 წლის ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა, „ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა თქვა, რომ „აიაქსის” 21 წლის მცველის იურენ ტიმბერის ასაკში მასავით კარგად ვერ თამაშობდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ძალიან უნდოდა ტიმბერის „ოლდ ტრეფორდზე” გადაბირება, მაგრამ თავისი ყოფილი კლუბი ვერაფრით დაიყოლია. ამ დღეებში ტიმბერი ნიდერლანდების ნაკრების შეკრებაზეა. ეჭვი არ არის, რომ „ორანიეს” თავკაცი ლუი...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ნაპოლი ტოპ გუნდი არ არის
31 წლის სენეგალელმა ვარსკვლავმა კალიდუ კულიბალიმ ფრანგულ სატელევიზიო შოუში Quotidien, აზრის დიპლომატიურად დალაგებაზე ფიქრით თავი არ შეიწუხა და იტალიელებს, უფრო ზუსტად კი ნეაპოლელებს აწყენინა. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს „ჩელსიში” გადასვლამდე კულიბალი 8 წლის განმავლობაში „ნაპოლიში” თამაშობდა. საწყენი ფრაზა მცველმა სწორედ „ნაპოლიდან” „ჩელსიში” გადასვლის შესახებ საუბრისას თქვა. „როდესაც „ჩელსიდან” დამირეკეს, ბევრი არ მიფიქრია. ჩვენ ხომ ვლაპარაკობთ ტოპ-კლუბზე,...
რასპადორი — ახალი იტალიის სახე
დაახლოებით ხუთი წლის წინ, „სან სიროზე”, „სკუადრა აძურამ” შვეიცარიასთან 0:0 ითამაშა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. ეს იყო იტალიური ფეხბურთის სევდიანი დღე. და აი, ხუთი წლის შემდეგ მილანის სტადიონმა მასპინძლებს გაუღიმა — მათ ერთა ლიგის შეხვედრაში 1:0 მოუგეს ინგლისს, რითაც ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისა და ფინალურ ოთხეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს. „კორიერე დელო სპორტი”...
სანი: ინგლისი სან სიროზე ყარდა
ინგლისის ნაკრებმა იტალიასთან 0:1 წააგო და ერთა A ლიგიდან B ლიგაში გავარდა. იქ, სადაც მომავალ გათამაშებაში საქართველოს ნაკრები გამოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და ინგლისი შეიძლება თანაჯგუფელებიც კი გავხდეთ. მაგრამ, მანამდე დიდი დროა. ინგლისელებს ჯერ ახლანდელმა იმედგაცრუებამ და მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის შიშმა უნდა გაუაროთ. აგერ, რას კითხულობს „სანი”: კიდევ მოუთმენლად ელოდებით მსოფლიოს ჩემპიონატს? აკრავთ...
უეფა 32-ზე უარს იტყვის…
უეფა 2028 წლიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 32 გუნდამდე გაზრდას არ დათანხმდება, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ევროპული ტელემაუწყებლების პოზიციაა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ 32-გუნდიან ტურნირს არავითარ კომერციული ღირებულება არ ექნება და გაიზრდება არაფრისმომცემი მატჩების რაოდენობა. უეფას ასევე სურდა, ტურნირი ჯგუფური ეტაპის მატჩების ნაცვლად, პლეი ოფის სისტემით ჩატარებულიყო, მაგრამ მაუწყებლებმა არც ამ წინადადებას დაუჭრეს მხარი.
იგუაინი ფეხბურთელის პროფესიის სიძნელეებზე
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა გონსალო იგუაინმა ჟურნალისტებს ფეხბურთელის პროფესიის სიძნელეებზე მოუთხრო. „ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთელებს იოლი ცხოვრება აქვთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია როგორც უბრალო ადამიანებს ქუჩაში წყნარად გასეირნება. თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, არ უნდა უპასუხო, თორემ დიდი პრობლები შეგექმნება“, – ციტირებს არგენტინელი შემტევის სიტყვებს TyC Sports. „ინტერ მაიამისთან“ იგუაინის კონტრაქტის ვადა 2022 წლის...
ნაპოლის ფანებს მოსალოცად აქვთ საქმე
იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკი ერთი დღით არ წყდება. „კორიერე დელო სპორტმა” ამჯერად ცნობილი მენეჯერის, ყოფილი ფეხბურთელის, მწვრთნელის, ბიზნესმენისა სოციალურად წარმატებული პიროვნების პიეტრო ლო მონაკოს შეხედულება გამოაქვეყნა, რომელიც მან Vikonos Web Radio/Tv-სთან საუბარში გამოთქვა. „კვარა ბრწყინვალე ფეხბურთელია, — თქვა ლო მონაკომ, — ის ტექნიკურად ძლიერია და ფანტაზიით აღსავსე. რაც ყველაზე მთავარია მას თამაში სიამოვნებს. ქართველს შეუძლია...
რად უნდათ ვალენსიაში ახალი მეკარე?
ესპანურ plazadeportiva-ში გამოქვეყნდა საფეხბურთო მიმომხილველის ვინსენტ ფუსტერის წერილი იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიაჩნია მას სწორად „ვალენსიაში” ახალი მეკარის მიყვანა. მოგეხსენებათ, „ღამურების” მეორე გოლკიპერი, 31 წლის ხაუმე დომენეკი სერიოზულად დაშავდა და გუნდს ნახევარი წლით გამოემშვიდობა. ამან მწვრთნელი ჯენარო გატუზო და კლუბის დირექტორატი აიძულა ეძებნათ მისი შემცვლელი, რათა გუნდის მთავარ მეკარეს, საქართველოს 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო...
დიდი ეკრანი ზუგდიდში
პოპულარული იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” აქვეყნებს მოკლე წერილს იმის შესახებ, თუ როგორ უყვართ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში და როგორ ადევნებენ თვალყურს „ნაპოლის” თამაშებს. „დღეს საქართველოში ყველაზე მეტად „ნაპოლის” გულშემატკივრობენ. ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა. ის არის ელჩი, რომელმაც მთელი ერი ენთუზიაზმით აანთო. ამ დღეებში საქართველოს ნაკრების თამაშზე დასასწრები ბილეთები ორიოდ საათში გაიყიდა, ხოლო კვირას, როდესაც „ნაპოლიმ”...
ჩვენი ბადრის დაფასება…
„სარბიელის“ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, სადაც 2021-2022 წლების საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი და ნაკრების დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი გამოვლინდა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ და მისმა პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა გურამ თიკანაძის პრემიით ჩვენი ცხონებული ძმაკაცის, ბადრი კეთილაძის მეუღლე რუსუდანი და ქალიშვილი მარიამი დააჯილდოა. ქართული და არამხოლოდ, სპორტის ფოტო-მემატიანე ბადრი კეთილაძე 2022 წლის იანვარში გარდაიცვალა. გურამ თიკანაძის პრემია კი სპორტული ჟურნალისტიკისთვის...









