„ბარსელონა“ სეზონს ფრენკი დე იონგის გარეშე დაიწყებს. მას მარჯვენა მუხლის მყესის ტრავმა აქვს და რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობა მოუწევს. „ფრენკი დე იონგს ჩაუტარდა გამოკვლევა და დადასტურდა, რომ მარჯვენა მუხლზე მყესი აქვს გაწყვეტილი“, – დაწერა ესპანეთის ჩემპიონმა სოციალურ ქსელში. მისი თქმით ნიდერლანდელი ფეხბურთელი მომდევნო კვირების განმავლობაში მკურნალობას ექიმების ზედამხედველობის ქვეშ განაგრძობს, თუმცა ზედამხედველობის სიმკაცრე მის ჯანმრთელობასა...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება
ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს, 90-იან წლებში ცნობილ ნახევარმცველს დემეტრიო ალბერტინის ინტერვიუ ესპანურმა AS-მა ჩამოართვა. ალბერტინიმ ყურადღება ყოველი პასუხის წინ პაუზითა და დაფიქრებით მიიქცია. საუბრის თემა იტალიის ნაკრები და მისი კრიზისი გახლდათ. გთავაზობთ ვრცელი ინტერვიუს ამონარიდებს. – სანამ იტალიაზე გკითხავდეთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვთქვათ. რა შეამჩნიეთ ან რამ გაგაკვირვათ ესპანეთის ნაკრების თამაშში? – ესპანეთის ნაკრების თამაშით ნამდვილად ვისიამოვნე....
იტალიას კარლო უნდა, პეპს – ფული
ჯენარო გატუზომ იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა აპრილში დატოვა. მას მერე „სკუადრა აძურა“ თავკაცის გარეშეა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩენილი გუნდისთვის ახალ თავკაცს ეძებს. რამდენიმე დღის წინ ჯოვანი მალაგომ, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტად 22 ივნისს აირჩიეს, თქვა, რომ მოლაპარაკებებს პეპ გვარდიოლასთან აწარმოებს. იტალიელები არ მალავენ, რომ მზად არიან გვარდიოლასთვის გამონაკლისიც კი დაუშვან და...
ზიდანს 28 ივლისს დანიშნავენ
დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია პოსტის დეშამის მემკვიდრისთვის გადასაცემად ემზადება. არავისთვის არის საიდუმლო, რომ დეშამის მემკვიდრე იქნება ლეგენდარული ზინედინ ზიდანი, რომელიც „ეკიპის“ ცნობით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეგულარულად უკავშირდებოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპ დიალოს და ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბებდა თავის შტაბს. „ეკიპი“ წერს, რომ ფედერაციას დეშამის პატივით გაცილება უნდოდა და საამისო გეგმასაც...
პომიდორი წონის შესაბამისად
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ფაბიან რუისმა და გავიმ მსოფლიო ჩემპიონობის აღსანისნავად პომიდორი მიიღეს. ისინი ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და საზეიმო მიღება მშობლიურ ქალაქ ლოს პალასიოს ი ვილაფრანკაში გაუმართეს. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად კი სპორტსმენებს დასაფაებლად მათი წონის ტოლი პომიდვრის პორცია გადასცეს. გავის 68.5 კგ. პომიდორი ერგო, ფაბიან რუისს – 84.5 კგ. აღსანიშნავია, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ხესუს ნავასმა 64.7 კგ პომიდორი მიიღო, რუისმა –...
სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
საქართველოში ახალგაზრდა მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ ჩატარდა და ფაქტია, რომ ისევე, როგორც 2017-ში, წლევანდელი ტურნირიც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. მონაწილე გუნდების წევრებს დასვენების, თამაშებისთვის მომზადებისა და საკუთრივ თამაშისთვის საუკეთესო პირობები დახვდათ და ერთადერთი, რამაც გარკვეული დისკომფორტი შექმნა, რამდენიმე კოკისპირულწვიმიანი დღე იყო. თუმც, რაგბი ისეთი თამაშია, რომელსაც წვიმა უფრო უხდება, ვიდრე ტრადიციული თბილისური ივლისის ხვატი....
შერკი-ნება მწვრთნელთან
რაიან შერკისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი იმედგაცრუებით დამთავრდა. ის მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იჯდა და გუნდის წარმატებულ და წარუმატებელ შეხვედრებში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღია. „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში პირველად მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოხვდა, მაგრამ ინგლისელებმა „ლურჯებს“ შესვენებამდე ოთხი გოლი გაუტანეს. შერკის ცუდად არ უთამაშია. 29 გადაცემიდან 25 სწორად შეასრულა, ოღონდ სითამამე აკლდა. ასე მაგალითად, კარში პირველად მე-11...
რა ეუცნაურა ოუენ ჰარგრივზს
ოუენ ჰარგრივზი ხომ გახსოვთ, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი? მან ეროვნულ გუნდში 42 შეხვედრა ჩაატარა. კარიერა მშობლიურ კანადაში, „კალგარიში“ დაიწყო და „მანჩესტერ სიტიში“ დაამთავრა. ჰარგრივზმა 7 წელიწადი „ბაიერნში“ გაატარა, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმომხილველად მუშაობს. სწორედ მან შეამჩნია, რომ ინგლისსა და საფრანგეთს შორის მესამე ადგილისთვის მატჩის (6:4) შესვენების შემდეგ, როდესაც გუნდები მეორე ტაიმის სათამაშოდ მოედანზე ბრუნდებოდნენ, ფრანგი...
ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
საქართველოს ბორჯღალოსნებმა ერთა თასის მესამე მატჩიც მოიგეს და 2026 წლის გათამაშების საზაფხულო ნახევარი ევროპულ-აზიურ-აფრიკული პულის პირველ ადგილზე დაასრულეს. ამ ჯერზე პიერ-ანრი ბრონკანის მიერ მომზადებულმა გუნდმა ჩილეს ნაკრებს ამ ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში 49:22 მოუგო, 7 ლელო გაიტანა და ამისთვის ბონუსიც მიიღო. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ნაკრების კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა პირველივე შეტევისას სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშშიდან...
ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
პეპ გვარდიოლამ ღიად ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე, როცა „მანჩესტერ სიტის“ დატოვების შემდეგ დასვენება გადაწყვიტა. ტიტულიანმა კატალონიელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად სამწვრთნელო საქმეში დაბრუნებას არ გეგმავს და სურს, მეტი დრო ოჯახს დაუთმოს და ფეხბურთს მიღმა არსებული ცხოვრება შეიცნოს. „ვნახოთ, რა მოხდება. მენტალურად არ ვგრძნობ, რომ რამე მაკლია. არ ვფიქრობ, რომ ორ კვირაში ან ერთ თვეში ყველაფრის...









